NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ნინო ბურჯანაძე: … აი, ეს არის უხერხულობა, როცა ასეთი ხელისუფლება გვყავს

ნინო ბურჯანაძე: … აი, ეს არის უხერხულობა, როცა ასეთი ხელისუფლება გვყავს

07 დეკ 2019 პოლიტიკა 1570 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მე არავის არ ვთხოვ ანგარიშის ჩაბარებას და რუსეთში საქმის გასარჩევად არ ვყოფილვარ ჩასული, – ასე უპასუხა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ჟურალისტების კითხვას, რუსეთში ხომ არ უთქვამთ, რატომ არის ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობაში და რა გააკეთა რუსეთმა მის გასათავისუფლებლად. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებმა ბურჯანაძეს მას შემდეგ ჰკითხეს, რაც მან განაცხადა, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების საკითხის მნიშვნელობას ადამიანური და პოლიტიკური თვალსაზრისით რუსეთში კარგად ხედავენ.

„ძალიან კარგი, საინტერესო და მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო. ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხი, რომელიც ახლა საქართველოს საზოგადოებას აწუხებს – ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი – ძალიან სერიოზულად იყო განხილული. ყველა შეხვედრაზე საუბარს სწორედ ამ თემით ვიწყებდი და ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, რომ ყველა შეხვედრაზე ვხედავდი სერიოზულ თანადგომას და იმას, რომ რუსეთის პოლიტიკოსები ამ საკითხის არამხოლოდ ადამიანურ, არამედ პოლიტიკურ მნიშვნელობასაც ძალიან კარგად ხედავენ. ყველა შეხვედრაზე ჩემი თხოვნა იყო, რომ რუსეთს მაქსიმალური ძალისხმევა განეხორციელებინა იმისთვის, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს სახლში, ოჯახთან. მივიღე დაპირება, რომ რუსეთი შეეცდება, ამ პროცესს ხელი შეუწყოს. ძალიან იმედიანად ვარ განწყობილი და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მოკლე ხანში ის ოჯახს დაუბრუნდება,“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ტერიტორიების ნაწილი სწორედ რუსეთის მიერაა ოკუპირებული და მოქალაქეებსაც საოკუპაციო ხაზიდან ხშირად იტაცებენ, უხერხული ხომ არ არის ოკუპანტ ქვეყანაში ვიზიტი, ნინო ბურჯანაძემ უპასუხა:

„უხერხულობა იცით რა არის? ჩვენი მთავრობა სამი დღის განმავლობაში „ტროლებს“ რომ ამუშავებდა და ისტერიკა იყო გამართული იმაზე, რომ ვიღაცას შეუძლია და გამბედაობა აქვს, ელაპარაკოს პრობლემების მქონე მეორე მხარეს. როცა უუნარო ხელისუფლება გვყავს და კაცი რომ ვიყო ცოტა სხვანაირი ტერმინოლოგიის გამოყენება ჩემს ხასიათში შედიოდეს, ვიტყოდი რა ჰქვია ამ ხელისუფლებას. აი, ეს არის უხერხულობა, როცა ასეთი ხელისუფლება გვყავს,“ – განაცხადა ბურჯანაძემ.

კომენტარები

TOP ნინო ბურჯანაძე ხელისუფლება 2019-12-07
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ნინო ბურჯანაძე ხელისუფლება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ღამის კლუბში ორი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს

შემდეგი სტატია

პარტია „ლელო“ 22 დეკემბერს დაფუძნდება

მსგავსი სტატიები

ოპოზიციაში საბნის გადაქაჩვის ოპერაციებით არიან დაკავებული – პოლიტიკურ ელიტას დამწიფებული თინეიჯერივით თავი სამყაროს ცენტრი ჰგონია

ოპოზიციაში საბნის გადაქაჩვის ოპერაციებით არიან დაკავებული – პოლიტიკურ ელიტას დამწიფებული თინეიჯერივით თავი სამყაროს ცენტრი ჰგონია

ირაკლი შალიკაშვილი 25 აგვ 2020
„ნაციონალური მოძრაობა“ ლევან მურუსიძეს საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს

„ნაციონალური მოძრაობა“ ლევან მურუსიძეს საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს

სოსო ელისაშვილი 07 აგვ 2017
ჯო ბაიდენმა უკრაინაში მომხდარი “გენოციდად” მოიხსენია

ჯო ბაიდენმა უკრაინაში მომხდარი “გენოციდად” მოიხსენია

ირაკლი შალიკაშვილი 13 აპრ 2022

უახლესი ამბები

  • მღვდელმსახურმა საკუთარი დაბადების დღის სუფრა ტაძარში გაშალა (ვიდეო)

    მღვდელმსახურმა საკუთარი დაბადების დღის სუფრა ტაძარში გაშალა (ვიდეო)

  • სერგეი შოიგუ: რუსეთი ანელებს “ოპერაციის” ტემპს მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით

    სერგეი შოიგუ: რუსეთი ანელებს “ოპერაციის” ტემპს მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით

  • ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს გენერალური მდივანს ჰელგა მარია შმიდს შეხვდა

    ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს გენერალური მდივანს ჰელგა მარია შმიდს შეხვდა

  • ირაკლი კობახიძე: არის გამონათქვამი: ყველა საკუთარი გარყვნილების შესაბამისად აზროვნებს

    ირაკლი კობახიძე: არის გამონათქვამი: ყველა საკუთარი გარყვნილების შესაბამისად აზროვნებს

  • თაკო ჩარკვიანი: რა თქმა უნდა გამოვეხმაურები ირაკლი კობახიძის შემზარავ განცხადებას … (ვიდეო)

    თაკო ჩარკვიანი: რა თქმა უნდა გამოვეხმაურები ირაკლი კობახიძის შემზარავ განცხადებას … (ვიდეო)

  • “არ განვიხილავ რუსეთის რომელიმე წარმომადგენელთან შეხვედრას, გარდა პრეზიდენტისა”

    “არ განვიხილავ რუსეთის რომელიმე წარმომადგენელთან შეხვედრას, გარდა პრეზიდენტისა”

  • ფრიდონ ინჯია: სურვილი აქვთ შექმნან მსოფლიოს ხელისუფლება, გამოხშირონ მოსახლეობა, დატოვონ ელიტა, გენური ინჟინერიით … (ვიდეო)

    ფრიდონ ინჯია: სურვილი აქვთ შექმნან მსოფლიოს ხელისუფლება, გამოხშირონ მოსახლეობა, დატოვონ ელიტა, გენური ინჟინერიით … (ვიდეო)

  • ლევან ფერაძე: მივმართავ ყველა პატრიოტს, მიშას მდგომარეობა უმძიმესია…  #გადაარჩინემიშა

    ლევან ფერაძე: მივმართავ ყველა პატრიოტს, მიშას მდგომარეობა უმძიმესია… #გადაარჩინემიშა

  • სომხეთში დემონსტრანტებმა, რომლებიც პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ

    სომხეთში დემონსტრანტებმა, რომლებიც პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ

  • „რუსი დედები შვილების დაღუპვას უკრაინაში პუტინს 5 მილიონ რუბლად პატიობენ“ (ვიდეო)

    „რუსი დედები შვილების დაღუპვას უკრაინაში პუტინს 5 მილიონ რუბლად პატიობენ“ (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge