NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»გამოსავალი არის მხოლოდ ერთი – პოლიტიკური კომპრომისი – სანამ ეს გამოსავალი არ მოიძებნება, აქციები გაგრძელდება

გამოსავალი არის მხოლოდ ერთი – პოლიტიკური კომპრომისი – სანამ ეს გამოსავალი არ მოიძებნება, აქციები გაგრძელდება

06 დეკ 2019 პოლიტიკა 709 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, სანამ ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან პოლიტიკური გამოსავალი არ მოიძებნება, მშვიდობიანი აქციები გაგრძელდება. როგორც ბაქრაძე აცხადებს, 6 დეკემბერს, მშვიდობიანი აქცია ქუთაისში გაიმართება.

მისივე თქმით, საზოგადოება არ გაჩერდება და უკან არ დაიხევს.

“ხვალ ქუთაისში იქნება აქცია და მშვიდობიანი მსვლელობა. ყველაფერი იქნება მშვიდობიანი და არაძალადობრივი ისე, როგორც ეს ხდებოდა აქამდე. ასეთი აქციები გაგრძელდება საქართველოს სხვა ქალაქებში და რეგიონებში. „ქართულმა ოცნებამ“ და ივანიშვილმა უნდა გაიგოს, რომ მათი შექმნილი პოლიტიკური კრიზისი დამთავრდება არა მაშინ, როდესაც სპეცრაზმს გამოიყენებენ ხალხის წინააღმდეგ, ან კონტრაქციებს ჩაატარებენ, მათი შექმნილი კრიზისი დამთავრდება მაშინ, როდესაც ერთად მოვძებნით პოლიტიკურ გამოსავალს მმართველი გუნდის შექმნილი პოლიტიკური ჩიხიდან. ასევე გაგრძელდება აქციები თბილისში, რუსთაველზეც. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ საზოგადოება არ გაჩერდება და უკან არ დაიხევს, ვერანაირი სპეცრაზმებით, ვერანაირი „ტიტუშკებით“, ვერანაირი პოლიციის ჩარევით ამ ტალღას ვერ გააჩერებენ. გამოსავალი არის მხოლოდ ერთი – პოლიტიკური კომპრომისი. სანამ ეს გამოსავალი არ მოიძებნება, აქციები გაგრძელდება მშვიდობიანი, არაძალადობრივი, კანონიერი ფორმით“, – განაცხადა ბაქრაძემ.

ცნობისთვის, 6 დეკემბერს, 14:00 საათზე, ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლები ქუთაისში აქციას გამართავენ. მანამდე, „ევროპული საქართველოს“ ლიდერები და წევრები კიკვიძის სკვერიდან სამხარეო ადმინისტრაციის შენობამდე მსვლელობას მოაწყობენ.

კომენტარები

2019-12-06
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

6 დეკემბერს, უმრავლესობის სხდომაზე ე.წ. ამერიკულ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით მაჟორიტარი დეპუტატების ინიციატივას განიხილავენ

შემდეგი სტატია

27 დღე საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში – ვაჟა ექიმის ოჯახი საერთაშორისო ორგანიზაციებს “ხმის ამაღლებას” სთხოვს

მსგავსი სტატიები

ვენეციის კომისიის დასკვნა – ოპოზიცია მიიჩნევს, რომ უმრავლესობა ივანიშვილის წინააღმდეგ ვერ წავა

სოსო ელისაშვილი 18 აპრ 2019
პუტინი-ხაჯიმბას შეხვედრა უხეშად უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს

პუტინი-ხაჯიმბას შეხვედრა უხეშად უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს

ირაკლი შალიკაშვილი 07 აგვ 2019
“ბუნებრივია, ჩვენი პოლიტიკური ამოცანაა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ …”

“ბუნებრივია, ჩვენი პოლიტიკური ამოცანაა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ …”

ნინო ჩხეიძე 19 თებ 2022

უახლესი ამბები

  • “ლელო”: 3 ივლისის აქციაზე ჩამოსვლას მოქალაქეები უფასო ავტობუსებით შეძლებენ

    “ლელო”: 3 ივლისის აქციაზე ჩამოსვლას მოქალაქეები უფასო ავტობუსებით შეძლებენ

  • თეა წულუკიანი: არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ …

    თეა წულუკიანი: არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ …

  • ექვთიმე თაყაიშვილი: ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნეების შემდეგ განმეორდეს

    ექვთიმე თაყაიშვილი: ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნეების შემდეგ განმეორდეს

  • სერიალები რომლებიც 2022 წელს არ უნდა გამოტოვო

    სერიალები რომლებიც 2022 წელს არ უნდა გამოტოვო

  • მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

    მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

  • გაყინული მიკრობები და ახალი პანდემიის საფრთხე

    გაყინული მიკრობები და ახალი პანდემიის საფრთხე

  • “გაათრიერთ აქედან ეს ნაგავი, ვის შეეხე შენ ხელით?! შე ნაბო**არო” – მარნეულში “შინ ევროპისკენ” კამპანიის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ

    “გაათრიერთ აქედან ეს ნაგავი, ვის შეეხე შენ ხელით?! შე ნაბო**არო” – მარნეულში “შინ ევროპისკენ” კამპანიის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ

  • შალვა პაპუაშვილი: ვისაც აქვს სურვილი იაროს ევროპისკენ, უნდა შემოგვიერთდეს

    შალვა პაპუაშვილი: ვისაც აქვს სურვილი იაროს ევროპისკენ, უნდა შემოგვიერთდეს

  • “ეს ის ქალია, რომელმაც შეურაწყოფა მიაყენა ჩემს სარწმუნეობას!!! ეს ის ქალია, რომელიც ატყუებს მოსახლეობას!!! მე, როგორც ქრისტიანი დავიცავ ჩემს ჯვარს” – ირმა ზარქუა

    “ეს ის ქალია, რომელმაც შეურაწყოფა მიაყენა ჩემს სარწმუნეობას!!! ეს ის ქალია, რომელიც ატყუებს მოსახლეობას!!! მე, როგორც ქრისტიანი დავიცავ ჩემს ჯვარს” – ირმა ზარქუა

  • “ალტ-ინფოს” მხარდამჭერები: ვაკელებო გაიღვიძეთ… მოინანიეთ ცოდვები ყველამ, მონასტერში წადით (ვიდეო)

    “ალტ-ინფოს” მხარდამჭერები: ვაკელებო გაიღვიძეთ… მოინანიეთ ცოდვები ყველამ, მონასტერში წადით (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge