NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ხელისუფლების ყველა შტო არის უფუნქციო – სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს

ხელისუფლების ყველა შტო არის უფუნქციო – სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს

04 დეკ 2019 პოლიტიკა 476 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. გამოძიება გვარამიას, არხის ყოფილ ფინანსურ დირექტორს და “ინტერმედია პლიუსის” ხელმძღვანელს ედავება.

პროკურატურა საუბრობს “რუსთავი 2“-ის ინტერესის საწინააღმდეგოდ, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და ქონების დამალვაზე.

“ნულოვანი პერსპექტივა აქვს, მაგრამ მე ამას არ ვუშვებ, იმიტომ რომ ჩვენ სასამართლო არ გვაქვს ამ ქვეყანაში. საერთოდ, აღარანაირი ხელისუფლების შტო არ გვაქვს. ხელისუფლების ყველა შტო არის ისეთი, როგორიც არის სასამართლო, უფუნქციო და გაუქმებული. ერთი ადამიანი მართავს ქვეყანას და ეს ერთ ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი არის ხელისუფლების უზურპატორი. რეალურად, არც ერთ ხელისუფლებას არ წარმოადგენს ფორმალურად, მაგრამ რეალურად, ის არის ერთადერთი, ვინც წარმოადგენს ყველა ხელისუფლებას. მოსამართლეც კი, რომელიც რიგით სასამართლო საქმეს იხილავს, ისიც ბიძინა ივანიშვილია“ – აცხადებს ნიკა გვარამია.

ნიკა გვარამიას ადვოკატი, დიტო საძაგლიშვილი ამბობს, რომ ბრალდებას არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ საქმეში მტკიცებულებები არ დევს. აქცენტი კეთდება საქმის პოლიტიკურ სარჩულზე.

“განსახილველი საქმე საერთოდ არ მიეკუთვნება პროკურატურის კომპეტენციას, ეს არ არის სისხლის სამართლის სფეროს შემადგენელი ნაწილი. ეს მაქსიმუმ, შეიძლება ყოფილიყო სამოქალაქო დავის საგანი და ბუნებრივია, ვერც ვერანაირი მტკიცებულება ვერ იარსებებს, რაც დაადასტურებდა თუნდაც პირის ბრალეულობას“ – განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა.

განცხადება გააკეთა პროკურორმა, ზვიად გუბელაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ სასამართლოში წარდგენილია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით მოპოვებული მტკიცებულებათა ერთობლიობა.

„იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ბრალდების მხარეს სასამართლოში წარდგენილი გვაქვს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით მოპოვებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც შესაბამისი სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულების მხრიდან დანაშაულის ჩადების ფაქტს, გვაქვს მოლოდინი, რომ საქმე სრული მოცულობით გადაცემული იქნება არსებითად განსახილველად. სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ეთერში სარეკლამო რგოლების განთავსების სანაცვლოდ საკუთრებაში მან მიიღო დაახლოებით 76 ათას ევროდ ღირებული ავტომობილი. განჩინების, მოსამართლის ნებართვის საფუძველზე, ფარული საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდებოდა უშუალოდ ავტონობილზე, კერძოდ, მხოლოდ ორი დღის განმავლობაში ხდებოდა გადაღება ავტომობილის და კონკრეტულად, ვინ სარგებლობდა ამ ავტომობილით“ – აცხადებს ზვიად გუბელაძე.

კომენტარები

2019-12-04
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ჩვენ გარშემო არის საშინელი ბრძოლა, ბოროტი ძალა ცდილობს ჩამოაშოროს ადამიანი ღმერთს

შემდეგი სტატია

ოპოზიციამ საარჩევნო სისტემის ცვლილების კანონპროექტი პარლამენტში დაარეგისტრირა

მსგავსი სტატიები

“თქვენ რა გინდათ, პუტინს რომ შევხვდები, რა ვუთხრა, აი, შენ რომ ოკუპანტი ხარ, იმიტომ ჩამოვედი, რომ გელაპარაკო და ქვეყნიდან გაგაგდო შენი ჯარიანა-თქო?”

“თქვენ რა გინდათ, პუტინს რომ შევხვდები, რა ვუთხრა, აი, შენ რომ ოკუპანტი ხარ, იმიტომ ჩამოვედი, რომ გელაპარაკო და ქვეყნიდან გაგაგდო შენი ჯარიანა-თქო?”

ნინო ჩხეიძე 03 ოქტ 2020
„ამ პოლიტიკის მიზანია, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარება“

„ამ პოლიტიკის მიზანია, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარება“

03 ნოე 2017
შალვა თადუმაძეს პოლიტიკური ღირსება რომ ჰქონდეს, ამდენი სკანდალის შემდეგ, თავის კანდიდატურას გაიწვევდა

შალვა თადუმაძეს პოლიტიკური ღირსება რომ ჰქონდეს, ამდენი სკანდალის შემდეგ, თავის კანდიდატურას გაიწვევდა

News 18 ოქტ 2019

უახლესი ამბები

  • ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

    ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

  • ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

    ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

  • ლილი ფოფხაძე – ”შენც კაი ხარ, ნენა…”

    ლილი ფოფხაძე – ”შენც კაი ხარ, ნენა…”

  • „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ინფორმაციით,  “ენკას” სამშენებლო ბაზასთან დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დააკავეს

    „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ინფორმაციით, “ენკას” სამშენებლო ბაზასთან დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დააკავეს

  • კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში მზექალა შანიძის სახელობის აუდიტორია გაიხსნება

    კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში მზექალა შანიძის სახელობის აუდიტორია გაიხსნება

  • “მეტრა დეველოპმენტის მშენებლობაზე სადაც ხდება უხეში ჩარევა მეწყერსაშიშ ტერიტორიაზე, ჩამოინგრა კლდე!!!”

    “მეტრა დეველოპმენტის მშენებლობაზე სადაც ხდება უხეში ჩარევა მეწყერსაშიშ ტერიტორიაზე, ჩამოინგრა კლდე!!!”

  • “დღეს ნახტომი გვაქვს პირველი იანვრის შემდეგ არ ყოფილა 1000-ზე მეტი შემთხვევა ერთი დღის განმავლობაში”

    “დღეს ნახტომი გვაქვს პირველი იანვრის შემდეგ არ ყოფილა 1000-ზე მეტი შემთხვევა ერთი დღის განმავლობაში”

  • საქართველოს დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სენატორ ჯეიმს რიშს შეხვდება

    საქართველოს დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სენატორ ჯეიმს რიშს შეხვდება

  • ვოლსკი: არავითარი პოლიტიკური დივიდენდი “ქართული ოცნებისთვის” ნიკა მელიას პატიმრობას არ მოაქვს, პირიქით

    ვოლსკი: არავითარი პოლიტიკური დივიდენდი “ქართული ოცნებისთვის” ნიკა მელიას პატიმრობას არ მოაქვს, პირიქით

  • “იმაზე დიდი საქმის სათავეში ხარ, ვიდრე შესაძლოა ფიქრობდე, შენ მარტო რიონის ხეობას არ იცავ, შენ ქართველი კაცის სინდის- ნამუსს იცავ”

    “იმაზე დიდი საქმის სათავეში ხარ, ვიდრე შესაძლოა ფიქრობდე, შენ მარტო რიონის ხეობას არ იცავ, შენ ქართველი კაცის სინდის- ნამუსს იცავ”

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge