NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»პრობლემას ვერ ვხედავ საარჩევნო სისტემის საკითხზე ერთად მსხდომი პარტიების ლიდერები ხვალ რომელი მიმართულებით გაფრინდებიან თბილისიდან და საიდან ჩამოფრინდებიან ზეგინდელ შეხვედრაზე

პრობლემას ვერ ვხედავ საარჩევნო სისტემის საკითხზე ერთად მსხდომი პარტიების ლიდერები ხვალ რომელი მიმართულებით გაფრინდებიან თბილისიდან და საიდან ჩამოფრინდებიან ზეგინდელ შეხვედრაზე

04 დეკ 2019 პოლიტიკა 362 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

არ ვამბობ, რომ მოსკოვში ვიზიტებში პრობლემას ვერ ვხედავ, ამას ვხედავდი და ახლაც ვხდავ, მაგრამ სამართლიანი არჩევნების მიღწევის საკითში ჩვენი ერთობისთვის ამას პრობლემად არ ვთვლი, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რამდენად დააზიანებს გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატს „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს “ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტი.

როგორც დავით უსუაფაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია ერთიანია სამართლიანი არჩევნების მოთხოვნის საკითხში და სხვა საკითხებში განსხვავებულობამ, მათ საერთო მიზანსა და ამოცანას ხელი არ უნდა შეუშალოს.

„ქალბატონმა ნინომ, ჩემი მოსაზრება იცის იმის თაობაზე, რომ მე ამ ვიზიტებს შედეგიანად და საჭიროდ არ ვთვლი. არც ადრე ვთვლიდი და არც ახლა ვთვლი. როდესაც ქალბატონმა ნინომ თქვა, რომ წასვლას აპირებდა, ჩემი აზრი მოვახსენე, მაგრამ როგორც ადრე, არავის და ვერავის დავიჭერდი, საკუთარი პასუხისმგებლობით ნაბიჯების გადადგმას წინააღმდეგობას ვერ გავუწევდი და არც ახლა ვთვლი, რომ სწორია ჩვენ ერთმანეთს რაიმე შეზღუდვები დავუწესოთ. მთავარია, რომ პროპორციული, სამართლიანი არჩევნების მოთხოვნაში ერთიანი ვართ. ამაში, რომ ერთიანი გავხდით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთიანი გავხდით – ბრიუსელსა თუ მოსკოვშია სწორი სიარული. ყველა პოლიტიკური ძალა და პარტია, პარალელურ რეჟიმში თავისი შეხედულებისამებრ აგრძელებს პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმას, აქცენტს აკეთებს იმ თემებზე, რომელზეც ადრე აკეთებდა, დადის იმ ქვეყნებში, რომელშიც დადიოდა. ამიტომ, მე არ მგონია, რომ ამ ფაქტისგან რაიმე ტიპის დაბრკოლება უნდა შევქმნათ სამართლიანი არჩევნების მოთხოვნაში ჩვენი ერთობის გზაზე.

ვაკონკრეტებ, სამართლიანი არჩევნების მოთხოვნა-მიღწევის გზაზე, მე პრობლემას ვერ ვხედავ ამ საკითხზე ერთად მსხდომი პარტიების ლიდერები ხვალ, რომელი მიმართულებით გაფრინდებიან თბილისიდან და საიდან ჩამოფრინდებიან ზეგინდელ შეხვედრაზე. ჩვენ ერთნი ვართ სამართლიანი არჩევნების მოთხოვნაში და სხვა საკითხებში ჩვენმა განსხვავებულობამ ამ ჩვენს საერთო მიზანსა და ამოცანას ხელი არ უნდა შეუშალოს. მე არ ვთვლი, რომ ნინო ბურჯანაძის მოსკოვში გაფრენა ან მანამდე შალვა ნათელაშვილის ვაშინგტონში გაფრენა ან ვიღაცის არსად გაფრენა და ზუგდიდში ჩასვლა, რაიმე პრობლემას ქმნის“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

2019-12-04
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ამერიკულ არასამთავრობოებზე შეტევა ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმის არსებობის მკაფიო სიგნალია

შემდეგი სტატია

არც ერთ მედიასაშუალებას ელენე ხოშტარიასთვის არ უკითხავს, რატომ მიმართავს ქალისთვის აბსოლუტურად შეუსაბამო და უღირს რიტორიკას

მსგავსი სტატიები

მნიშვნელოვანია, სახელისუფლებო სისტემა არჩევნებამდე არ ჩამოიშალოს, რადგან თუ „ოცნება“ ჩამოიშლება, ქვეყანაში შეიძლება სხვა პროცესები წავიდეს

მნიშვნელოვანია, სახელისუფლებო სისტემა არჩევნებამდე არ ჩამოიშალოს, რადგან თუ „ოცნება“ ჩამოიშლება, ქვეყანაში შეიძლება სხვა პროცესები წავიდეს

ირაკლი შალიკაშვილი 25 მაი 2020
“ბატონი კობახიძე არის მატყუარა”

“ბატონი კობახიძე არის მატყუარა”

ირაკლი შალიკაშვილი 28 ოქტ 2020
უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი – მოვითხოვთ, რუსეთმა საქართველოდან და უკრაინიდან გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები

უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი – მოვითხოვთ, რუსეთმა საქართველოდან და უკრაინიდან გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები

ირაკლი შალიკაშვილი 16 აგვ 2019

უახლესი ამბები

  • გიორგი კალანდია: … მაგრამ მაშინაც საღათას ძილით ეძინა საქართველოს

    გიორგი კალანდია: … მაგრამ მაშინაც საღათას ძილით ეძინა საქართველოს

  • გაუგებარია, რატომ გადაიფიქრა გიორგი ვაშაძემ შეხვედრა ორ დღეში, იაგო ხვიჩიას აქვს ვერსია, რომ შეიძლება, შანტაჟს აქვს ადგილი და ძველი ხელისუფლების წარმომადგენელებს კომპრომატები აქვთ მის წინააღმდეგ

    გაუგებარია, რატომ გადაიფიქრა გიორგი ვაშაძემ შეხვედრა ორ დღეში, იაგო ხვიჩიას აქვს ვერსია, რომ შეიძლება, შანტაჟს აქვს ადგილი და ძველი ხელისუფლების წარმომადგენელებს კომპრომატები აქვთ მის წინააღმდეგ

  • ალექსანდე ანქვაბი, რომელიც კორონავირუსის დიაგნოზით რუსეთის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული

    ალექსანდე ანქვაბი, რომელიც კორონავირუსის დიაგნოზით რუსეთის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული

  • ლუკა კურტანიძე: ზუსტად მერვე დღეს ვაკეთებ ამ განცხადებას, რაც ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან!

    ლუკა კურტანიძე: ზუსტად მერვე დღეს ვაკეთებ ამ განცხადებას, რაც ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან!

  • “გირჩისა” და “მოქალაქეების” მიერ დაწყებულ კონსულტაციებს ოპოზიციის ნაწილი მთავარი საკითხიდან აქცენტების გადატანად აფასებს

    “გირჩისა” და “მოქალაქეების” მიერ დაწყებულ კონსულტაციებს ოპოზიციის ნაწილი მთავარი საკითხიდან აქცენტების გადატანად აფასებს

  • დეკანოზი ილია: ეს ვირუსი, რომლითაც ბევრი გარდაიცვალა …

    დეკანოზი ილია: ეს ვირუსი, რომლითაც ბევრი გარდაიცვალა …

  • ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე იუბილარია

    ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე იუბილარია

  • 110 ახალი ინფიცირებული, 1643 განკურნებული და 25 გარდაცვლილი – COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა საქართველოში

    110 ახალი ინფიცირებული, 1643 განკურნებული და 25 გარდაცვლილი – COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა საქართველოში

  • გიორგი გაბუნია: …მაგრამ მათ შორის არ იყო ერთი პატარა თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, რომელშიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა

    გიორგი გაბუნია: …მაგრამ მათ შორის არ იყო ერთი პატარა თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, რომელშიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა

  • ელენე ხოშტარია: …ეს იმ ფონზე, როცა “ქართული ოცნების” შემომწირველები სრულიად უსარგებლო საკარანტინე ღონისძიებებში მილიონობით ლარს იღებენ

    ელენე ხოშტარია: …ეს იმ ფონზე, როცა “ქართული ოცნების” შემომწირველები სრულიად უსარგებლო საკარანტინე ღონისძიებებში მილიონობით ლარს იღებენ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge