NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»“მორჩილი მოსამართლეები სჭირდება ივანიშვილს და მის ხელისუფლებას”

“მორჩილი მოსამართლეები სჭირდება ივანიშვილს და მის ხელისუფლებას”

04 დეკ 2019 პოლიტიკა 434 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სახალხო დამცველის პოზიციას, რომლითაც ომბუდსმენი მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს, ოპოზიცია და იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები იზიარებენ.

ოპოზიციაში დამაიმედებელი მოლოდინები არ აქვთ. მათი განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოსგან ნაკლებად ელოდებიან, რომ ომბუდსმენის საჩივარს დააკმაყოფილებენ, თუმცა საჩივრის პათოსს იზიარებენ.

როგორც ფრაქცია “ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი ირაკლი აბესაძე აღნიშნავს, სახალხო დამცველის სარჩელი ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა.

“პარლამენტში გასაუბრებამ კარგად დაგვანახა თუ როგორი დაბალი კომპეტენციის  და არაკეთილსინდისიერი იყო მათი აბსოლუტური უმრავლესობა, ამიტომ ამ თვალსაზრისით სახალხო დამცველის სარჩელი არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა რამდენად შეიძლება დღევანდელი საკონსტიტუციო სასამართლოსგან, რომელიც ასევე  სამწუხაროდ “ქართული ოცნების” პოლიტიკურ მორჩილებაში აღმოჩნდა, მათგან სამართლიანი გადაწყვეტილება ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას,” – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს  მორჩილი მოსამართლეები სჭირდება.

“ხელისუფლებისათვის მძიმე დროს მაინც აპირებენ მოსამართლეების გატანას პარლამენტში, როგორც ირკვევა ეს არის მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ანუ ამით ამთავრებენ ხელისუფლების ყველა შტოს უზურპაციას. 20 მოსამართლის დასმა 30 წლის განმავლობაში ანუ საპენსიო ასაკამდე ეს იმას ნიშნავს, რომ მორჩილი მოსამართლეები სჭირდება ივანიშვილს და მის ხელისუფლებას,” – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მმართველ გუნდში კი ფიქრობენ, რომ პროცედურა საქართველოს კონსტიტუციას სრულად შეესაბამება და სახალხო დამცველის პოზიციას არ იზიარებენ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი შესაძლოა ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს.

“ჩვენ გვაქვს მყარი სამართლებრივი არგუმენტები, რომ ეს პროცედურა სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და კონსტიტუციით გათვალისწინებულ იმ მუხლებს, რომელთან მიმართებაშიც სახალხო დამცველმა გაასაჩივრა ეს პროცედურა, დღეს სახალხო დამცველის ოფისი უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება იმ პროცესზე რა პროცესზეც ისინი ესწრებიან,” – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

2019-12-04
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ოპოზიციამ საარჩევნო სისტემის ცვლილების კანონპროექტი პარლამენტში დაარეგისტრირა

შემდეგი სტატია

ბიზნესომბუდსმენი და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებლები შეთანხმდნენ, რომ სავალდებულო მარკირების რეგულაციის გაუმჯობესებაზე იმუშავებენ

მსგავსი სტატიები

თუ ვიღაცას მიაჩნია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არ არის სწორი, სჯობს იყოს დარბაზში და თავის პოზიციას აფიქსირებდეს, ვიდრე ბოიკოტს აცხადებდეს და რაღაც წინაპირობებს აყენებდეს

თუ ვიღაცას მიაჩნია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არ არის სწორი, სჯობს იყოს დარბაზში და თავის პოზიციას აფიქსირებდეს, ვიდრე ბოიკოტს აცხადებდეს და რაღაც წინაპირობებს აყენებდეს

ირაკლი შალიკაშვილი 23 ივნ 2020

„გამორიცხულია კვირიკაშვილის გადადგომა“

18 დეკ 2017
ვისურვებდი, სახალხო დამცველი უფრო მეტად კრიტიკული ყოფილიყო

ვისურვებდი, სახალხო დამცველი უფრო მეტად კრიტიკული ყოფილიყო

ირაკლი შალიკაშვილი 19 სექ 2019

უახლესი ამბები

  • ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

    ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

  • ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

    ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

  • ლილი ფოფხაძე – ”შენც კაი ხარ, ნენა…”

    ლილი ფოფხაძე – ”შენც კაი ხარ, ნენა…”

  • „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ინფორმაციით,  “ენკას” სამშენებლო ბაზასთან დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დააკავეს

    „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ინფორმაციით, “ენკას” სამშენებლო ბაზასთან დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დააკავეს

  • კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში მზექალა შანიძის სახელობის აუდიტორია გაიხსნება

    კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში მზექალა შანიძის სახელობის აუდიტორია გაიხსნება

  • “მეტრა დეველოპმენტის მშენებლობაზე სადაც ხდება უხეში ჩარევა მეწყერსაშიშ ტერიტორიაზე, ჩამოინგრა კლდე!!!”

    “მეტრა დეველოპმენტის მშენებლობაზე სადაც ხდება უხეში ჩარევა მეწყერსაშიშ ტერიტორიაზე, ჩამოინგრა კლდე!!!”

  • “დღეს ნახტომი გვაქვს პირველი იანვრის შემდეგ არ ყოფილა 1000-ზე მეტი შემთხვევა ერთი დღის განმავლობაში”

    “დღეს ნახტომი გვაქვს პირველი იანვრის შემდეგ არ ყოფილა 1000-ზე მეტი შემთხვევა ერთი დღის განმავლობაში”

  • საქართველოს დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სენატორ ჯეიმს რიშს შეხვდება

    საქართველოს დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სენატორ ჯეიმს რიშს შეხვდება

  • ვოლსკი: არავითარი პოლიტიკური დივიდენდი “ქართული ოცნებისთვის” ნიკა მელიას პატიმრობას არ მოაქვს, პირიქით

    ვოლსკი: არავითარი პოლიტიკური დივიდენდი “ქართული ოცნებისთვის” ნიკა მელიას პატიმრობას არ მოაქვს, პირიქით

  • “იმაზე დიდი საქმის სათავეში ხარ, ვიდრე შესაძლოა ფიქრობდე, შენ მარტო რიონის ხეობას არ იცავ, შენ ქართველი კაცის სინდის- ნამუსს იცავ”

    “იმაზე დიდი საქმის სათავეში ხარ, ვიდრე შესაძლოა ფიქრობდე, შენ მარტო რიონის ხეობას არ იცავ, შენ ქართველი კაცის სინდის- ნამუსს იცავ”

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge