NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ნიკა მელია დაესწრება სასამართლოს სხდომას, რომელზეც „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე მის მიმართ განაჩენი გამოცხადდება

ნიკა მელია დაესწრება სასამართლოს სხდომას, რომელზეც „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე მის მიმართ განაჩენი გამოცხადდება

02 დეკ 2019 პოლიტიკა 1296 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ნიკა მელია საქალაქო სასამართლოში მივა და სხდომას დაესწრება, რომელზეც „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე ნიკა მელიასა და იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის მიმართ განაჩენი გამოცხადდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს.

ამასთან, 2 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, ნიკა მელიასთვის მხარდაჭერის გამოცხადების მიზნით, ოპოზიციის წარმომადგენლებიც შეიკრიბებიან.

ცნობისთვის, „ქართუ ბანკის“ საქმეზე ნიკა მელიასა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი 2013 წელს წაუყენეს. მათთან ერთად ბრალდებული იყვნენ სხვა პირებიც, თუმცა, როგორც “ინტერპრესნიუსთან” საუბარში ნიკა მელიას ადვოკატი, გიორგი კონდახიშვილი აცხადებს, პროკურატურამ ამ საქმეში 25 პირის მიმართ დევნა შეწყვიტა. ამასთან, ადვოკატი ამბობს, რომ “ბანკი ქართუს” საქმე 2012 წლიდან თაროზე იყო შემოდებული და ბოლო თვეებში გააქტიურდა მისი განხილვა.

“ბანკი ქართუს” საქმეზე ნიკა მელიასა და ზურაბ ადეიშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ქონების გადამალვაში ედავებიან. აღნიშნულ საქმეში ზურაბ ადეიშვილს დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, ნიკა მელია კი 25 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

კომენტარები

2019-12-02
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ქუთაისის ინციდენტი მეტყველებს, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ჩამოშლილია

შემდეგი სტატია

მთელი ძალისხმევა, ჩემიც და სხვებისაც, მიმართული იქნება, რომ მოსამართლეების კენჭისყრაზე პარლამენტის წევრებმა ხალხის ხმა გაიგონონ

მსგავსი სტატიები

კალაძე: ნაციონალები და ევროპული საქართველო დემოკრატობანას თამაშობდნენ

კალაძე: ნაციონალები და ევროპული საქართველო დემოკრატობანას თამაშობდნენ

08 ნოე 2018
ირმა ზავრადაშვილი: მე-5 კოლონის მოძღვარი მიშა სააკაშვილი ციხიდან რა წერილებს აგზავნის ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის

ირმა ზავრადაშვილი: მე-5 კოლონის მოძღვარი მიშა სააკაშვილი ციხიდან რა წერილებს აგზავნის ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის

ნინო ჩხეიძე 16 მარ 2022

„ საერთაშორისო სავალუტო ფონდი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ეკონომიკის განვითარების 4-პუნქტიან გეგმას“

07 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • კახა კალაძე: ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი პირველი აპრილიდან ამოქმედდება

    კახა კალაძე: ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი პირველი აპრილიდან ამოქმედდება

  • ეკა ბესელია: მოსამართლეს მოუწევს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, რომელსაც მოუწევს რომ თქვას, გადაავადებს სასჯელს თუ არ გადაავადებს

    ეკა ბესელია: მოსამართლეს მოუწევს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, რომელსაც მოუწევს რომ თქვას, გადაავადებს სასჯელს თუ არ გადაავადებს

  • სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე: არ ვფიქრობ, რომ ინდივიდუალური შემთხვევა განსაზღვრავს ჩვენს ევროპულ მომავალს

    სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე: არ ვფიქრობ, რომ ინდივიდუალური შემთხვევა განსაზღვრავს ჩვენს ევროპულ მომავალს

  • იუსტიციის მინისტრი: პატიმრის თვითდაზიანებაზე პასუხისმგებლები ვერ ვიქნებით

    იუსტიციის მინისტრი: პატიმრის თვითდაზიანებაზე პასუხისმგებლები ვერ ვიქნებით

  • რატი ბრეგაძე ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე: საქართველოში რომ ვინმეს აწამებენ, ეს ვინც არ უნდა თქვას, არის უსამართლო და შეურაცხმყოფელი

    რატი ბრეგაძე ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე: საქართველოში რომ ვინმეს აწამებენ, ეს ვინც არ უნდა თქვას, არის უსამართლო და შეურაცხმყოფელი

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: ვლაპარაკობ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, რომელსაც ყოველ დღე საჯაროდ აწამებენ

    ვოლოდიმირ ზელენსკი: ვლაპარაკობ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, რომელსაც ყოველ დღე საჯაროდ აწამებენ

  • ნიკოლოზ წულუკიძე: მე ჯერ ბურუსში დავდივარ ხელის ცეცებით და ვცდილობ თავიდან ვისწავლო ცხოვრება. ამდენი კეთილი ადამიანი დამესია, რათა ფეხზე წამომაყენოს

    ნიკოლოზ წულუკიძე: მე ჯერ ბურუსში დავდივარ ხელის ცეცებით და ვცდილობ თავიდან ვისწავლო ცხოვრება. ამდენი კეთილი ადამიანი დამესია, რათა ფეხზე წამომაყენოს

  • რასა იუკნევიჩიენე: მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უფლება მისცენ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იქნას გადაყვანილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში – პოლიტიკური განხილვისთვის მეტი დრო აღარ არის

    რასა იუკნევიჩიენე: მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უფლება მისცენ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იქნას გადაყვანილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში – პოლიტიკური განხილვისთვის მეტი დრო აღარ არის

  • მედია: მერია რუსული “მეტროვაგონმაშისგან“ ვაგონებს იყიდის – გადაწყვეტილება მიღებულია

    მედია: მერია რუსული “მეტროვაგონმაშისგან“ ვაგონებს იყიდის – გადაწყვეტილება მიღებულია

  • ბორის ჯონსონი: დავზოგოთ დრო, დავზოგოთ ფული, გადავარჩინოთ სიცოცხლეები და უკრაინელებს რაც შეიძლება სწრაფად მივცეთ ის, რაც მათ სჭირდებათ

    ბორის ჯონსონი: დავზოგოთ დრო, დავზოგოთ ფული, გადავარჩინოთ სიცოცხლეები და უკრაინელებს რაც შეიძლება სწრაფად მივცეთ ის, რაც მათ სჭირდებათ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge