NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»მოსამართლეთა ამ სიაში ყოფნა ნებისმიერი ადამიანისთვის შეურაცხმყოფელია

მოსამართლეთა ამ სიაში ყოფნა ნებისმიერი ადამიანისთვის შეურაცხმყოფელია

02 დეკ 2019 პოლიტიკა 753 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად მიმდინარე კონკურსიდან კანდიდატურის მოხსნა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს.

პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ იუსტიციის საბჭოს მიერ პარლამენტისთვის დასამტკიცებლად წარდგენილ მოსამართლეობის კანდიდატთა 20 კაციან სიაში ყოფნა შეურაცხმყოფელია.

“ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს, ამ სიაში ყოფნა და ამ სიის შემადგენლობით მცდელობა, რომ დამტკიცდეს უზენაესის სასამართლოს მოსამართლედ არის ალბათ ძალიან შეურაცხმყოფელი. ჩვენ ვნახეთ, როგორ შემადგენლობასთან გვაქვს საქმე, როგორც პოლიტიკური, ასევე პროფესიონალური თვალსაზრისით. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა მოსამართლეების დანიშვნის საკითხი მოიხსნას დღის წესრიგიდან,”- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

“ევროპული საქართველოს” წევრ ირაკლი აბესაძეს ზაზა თავაძის მიერ კანდიდატურის მოხსნა არ უკვირს და აცხადებს, რომ ის ფორმალურადაც ვერ აკმაყოფილებდა შესაბამის კრიტერიუმებს.

“ბატონი თავაძე ერთ-ერთია, ვინც ფორმალურადაც ვერ აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს, ის არაა სამართლის მაგისტრი და როგორც ჩანს, იმ უხერხულობას, დეპუტატებს ჩაეგდოთ მისი კანდიდატურა, არჩია, რომ მოეხსნა ეს კანდიდატურა. თუმცა, რჩებიან კანდიდატები გაყალბებული დიპლომით, ბატონი თადუმაძე, რჩებიან კანდიდატები ძალიან დაბალი კვალიფიკაციით,”- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად მიმდინარე კონკურსში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

კომენტარები

2019-12-02
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თუ სასამართლოს გადაწყვეტილება დაძაბულობის შენელებისკენ გადადგმული ნაბიჯია, მივესალმები

შემდეგი სტატია

სასამართლოში სიარულით არ დავიღლებით და ყოველ ჯერზე გავიმეორებთ, რომ ივანიშვილს და მის ოცნებას საქართველოში მომავალი არ გააჩნია

მსგავსი სტატიები

აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის გამოსვლა მოსკოვში 9 აპრილის შემდეგ (ვიდეო)

აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის გამოსვლა მოსკოვში 9 აპრილის შემდეგ (ვიდეო)

ნინო ჩხეიძე 09 აპრ 2022
შეთქმულებების თეორიებს ვერ ავყვები – ირაკლი კოვზანაძე TBC ბანკის საქმეზე

შეთქმულებების თეორიებს ვერ ავყვები – ირაკლი კოვზანაძე TBC ბანკის საქმეზე

ირაკლი შალიკაშვილი 04 მარ 2019

„ერთდროულად აპელირებდე სისხლიან 9 წელზე და ამავე დროს ამ კოშმარების განმახორციელებლებს აწინაურებდე მოქალაქეში გაურკვევლობას აღძრავს“

სოსო ელისაშვილი 05 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • “ლელო”: 3 ივლისის აქციაზე ჩამოსვლას მოქალაქეები უფასო ავტობუსებით შეძლებენ

    “ლელო”: 3 ივლისის აქციაზე ჩამოსვლას მოქალაქეები უფასო ავტობუსებით შეძლებენ

  • თეა წულუკიანი: არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ …

    თეა წულუკიანი: არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ …

  • ექვთიმე თაყაიშვილი: ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნეების შემდეგ განმეორდეს

    ექვთიმე თაყაიშვილი: ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნეების შემდეგ განმეორდეს

  • სერიალები რომლებიც 2022 წელს არ უნდა გამოტოვო

    სერიალები რომლებიც 2022 წელს არ უნდა გამოტოვო

  • მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

    მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

  • გაყინული მიკრობები და ახალი პანდემიის საფრთხე

    გაყინული მიკრობები და ახალი პანდემიის საფრთხე

  • “გაათრიერთ აქედან ეს ნაგავი, ვის შეეხე შენ ხელით?! შე ნაბო**არო” – მარნეულში “შინ ევროპისკენ” კამპანიის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ

    “გაათრიერთ აქედან ეს ნაგავი, ვის შეეხე შენ ხელით?! შე ნაბო**არო” – მარნეულში “შინ ევროპისკენ” კამპანიის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ

  • შალვა პაპუაშვილი: ვისაც აქვს სურვილი იაროს ევროპისკენ, უნდა შემოგვიერთდეს

    შალვა პაპუაშვილი: ვისაც აქვს სურვილი იაროს ევროპისკენ, უნდა შემოგვიერთდეს

  • “ეს ის ქალია, რომელმაც შეურაწყოფა მიაყენა ჩემს სარწმუნეობას!!! ეს ის ქალია, რომელიც ატყუებს მოსახლეობას!!! მე, როგორც ქრისტიანი დავიცავ ჩემს ჯვარს” – ირმა ზარქუა

    “ეს ის ქალია, რომელმაც შეურაწყოფა მიაყენა ჩემს სარწმუნეობას!!! ეს ის ქალია, რომელიც ატყუებს მოსახლეობას!!! მე, როგორც ქრისტიანი დავიცავ ჩემს ჯვარს” – ირმა ზარქუა

  • “ალტ-ინფოს” მხარდამჭერები: ვაკელებო გაიღვიძეთ… მოინანიეთ ცოდვები ყველამ, მონასტერში წადით (ვიდეო)

    “ალტ-ინფოს” მხარდამჭერები: ვაკელებო გაიღვიძეთ… მოინანიეთ ცოდვები ყველამ, მონასტერში წადით (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge