NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»გერმანული მოდელი“ წინააღმდეგობაშია კონსტიტუციასთან და ამას ხვდებიან პატივცემული ოპოზიციის წარმომადგენლებიც, უბრალოდ, ამის აღიარება არ უნდათ

გერმანული მოდელი“ წინააღმდეგობაშია კონსტიტუციასთან და ამას ხვდებიან პატივცემული ოპოზიციის წარმომადგენლებიც, უბრალოდ, ამის აღიარება არ უნდათ

02 დეკ 2019 პოლიტიკა 935 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ოპოზიციამ ფაქტობრივად თავისი თავიც და ეს პროცესიც ჩიხში მოაქცია, რადგან გვთავაზობენ ისეთ რამეს, რაზეც თავად იციან, რომ უბრალოდ ამის მიღებას ჩვენ ვერ შევძლებთ”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა ე.წ.გერმანულ მოდელზე საუბრისას განაცხადა. მან რეგიონალური საპარლამენტო კონფერენციის დაწყებამდე თემაზე: “საარჩევნო პროცესის დროს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილებისა და მასთან ბრძოლის შესახებ: ეროვნული პარლამენტების როლი”, უპასუხა კითხვას, შეიძლება თუ არა ადგილი ჰქონდეს არჩევნებთან დაკავშირებით კანონმდებლობის ცვლილებას.

“ჩვენ მოვუსმენთ ამ კონფერენციაზე საერთაშორისო დამკვირვებლების პოზიციებსა და მოსაზრებებს, და ბუნებრივია, კონფერენციის შედეგებიდან და დასკვნებიდან გამომდინარე, შესაძლოა ბევრ რამეზე ვიფიქროთ, მაგრამ ზოგადად კანონმდებლობაშიც თუ შესაძლებელია რაიმე ცვლილების განხორციელება, ჩვენ ამისთვის ყოველთვის მზად ვართ. ამასთანავე, ერთ-ერთი რაც ოპოზიციასთან მიმართებაშია მნიშვნელოვანი, სწორედ ისაა, რომ ისინი ქუჩიდან ისევ საპარლამენტო ფორმატს დაუბრუნდნენ და ერთად ვიფიქროთ 2020 წლის არჩევნებისთვის კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებაზე”, – განაცხადა კახიანმა.

კითხვაზე, თუ რატომ არის მიუღებელი მთავრობისთვის ოპოზიციის მიერ შეთავაზებული „გერმანული მოდელი” უპასუხა, რომ ამას ძალიან მარტივი მიზეზი აქვს.

“ოპოზიციამ ფაქტობრივად თავისი თავიც და ეს პროცესიც ჩიხში მოაქცია, რადგან გვთავაზობენ ისეთ რამეს, რაზეც თავად იციან, რომ უბრალოდ, ამის მიღებას ჩვენ ვერ შევძლებთ და შეუძლებელია, რადგან ეს სამართლებრივადაა შეუძლებელი. „გერმანული მოდელი“ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან და ამას ხვდება ფაქტობრივად ყველა, მათ შორის დარწმუნებული ვარ, თავად პატივცემული ოპოზიციის წარმომადგენლებიც, უბრალოდ არ უნდათ ამის აღიარება. ხელისუფლება ბუნებრივია, ვერ მიიღებს ისეთ ცვლილებებს, რომელიც კონსტიტუციასთან იქნება შეუსაბამო”, – აღნიშნა კახიანმა.

კომენტარები

2019-12-02
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ნიკა მელიას „ბანკი ქართუს“ საქმეზე 25 ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრა და 2,3 წლით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა

შემდეგი სტატია

დაუშვებელია „კლანის“ მიერ წარდგენილი სიიდან თუნდაც ერთის შეშვება უზენაეს სასამართლოში – სია უნდა ჩავარდეს

მსგავსი სტატიები

მოსამართლემ, რომელმაც დავით კირკიტაძე ციხეში გაუშვა, იმავე დღეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება გამოიხსნა

მოსამართლემ, რომელმაც დავით კირკიტაძე ციხეში გაუშვა, იმავე დღეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება გამოიხსნა

14 თებ 2019
კახა კალაძე: ერთ-ერთი განვითარებული ქალაქია და გვინდა, რომ მათი გამოცდილება, თბილისში გადმოვიტანოთ

კახა კალაძე: ერთ-ერთი განვითარებული ქალაქია და გვინდა, რომ მათი გამოცდილება, თბილისში გადმოვიტანოთ

11 აპრ 2018
პრემიერმა საგანგებო თათბირი გამართა

პრემიერმა საგანგებო თათბირი გამართა

09 თებ 2018

უახლესი ამბები

  • კალაძე: მეტროში პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით ნებართვა არავის მხრიდან არ ყოფილა გაცემული

    კალაძე: მეტროში პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით ნებართვა არავის მხრიდან არ ყოფილა გაცემული

  • დავით უსუფაშვილი:  ბევრი რამეა ახი მდინარაძეზე და „ქართულ ოცნებაზე”

    დავით უსუფაშვილი: ბევრი რამეა ახი მდინარაძეზე და „ქართულ ოცნებაზე”

  • ხარების და ბზობის დღესასწაულებზე მხოლოდ აკრედიტებულ ჟურნალისტებს დაუშვებენ სამების ტაძრის ეზოში

    ხარების და ბზობის დღესასწაულებზე მხოლოდ აკრედიტებულ ჟურნალისტებს დაუშვებენ სამების ტაძრის ეზოში

  • მამუკა მდინარაძე: რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ… ახია ჩვენზე, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა ქალბატონი სალომე

    მამუკა მდინარაძე: რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ… ახია ჩვენზე, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა ქალბატონი სალომე

  • გიგა ბოკერია: ეს ბიჭი შეირჩა იმ ნიშნით, რომ ჩათვალეს მისი დემონიზება ადვილი იქნებოდა

    გიგა ბოკერია: ეს ბიჭი შეირჩა იმ ნიშნით, რომ ჩათვალეს მისი დემონიზება ადვილი იქნებოდა

  • ისტორიული ფოტო

    ისტორიული ფოტო

  • დმიტრი მურატოვი: რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა ამზადებს ხალხს იფიქრონ, რომ ბირთვული ომი ცუდი არ არის

    დმიტრი მურატოვი: რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა ამზადებს ხალხს იფიქრონ, რომ ბირთვული ომი ცუდი არ არის

  • გიორგი ვაშაძე: დეოლიგარქიზაციის კანონი არის იმისთვის, რომ ისევ და ისევ ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენონ – აქ გვჭირდება ისეთივე ერთიანობა, როგორც გვქონდა რუსულ კანონთან დაკავშირებით

    გიორგი ვაშაძე: დეოლიგარქიზაციის კანონი არის იმისთვის, რომ ისევ და ისევ ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენონ – აქ გვჭირდება ისეთივე ერთიანობა, როგორც გვქონდა რუსულ კანონთან დაკავშირებით

  • საქართველოს ბანკი სავაჭრო პალატასთან პარტნიორობით პროექტის ,,უფასო ვებგვერდი ბიზნესს“ მეორე ეტაპს აგრძელებს

    საქართველოს ბანკი სავაჭრო პალატასთან პარტნიორობით პროექტის ,,უფასო ვებგვერდი ბიზნესს“ მეორე ეტაპს აგრძელებს

  • Porsche Driver Experience – პორშეს ახალი კონცეფციის დებიუტი „კაიენში

    Porsche Driver Experience – პორშეს ახალი კონცეფციის დებიუტი „კაიენში

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge