NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საინტერესო»უალკოჰოლო სასმელების მწარმოებლები პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართავენ

უალკოჰოლო სასმელების მწარმოებლები პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართავენ

29 ნოე 2019 საინტერესო 1271 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

გთავაზობთ მწარმოებლების მიმართვის სრულ ტექსტს:

„ბატონო პრემიერო,

თქვენი ბიზნესომბუდსმენობის დროს გვახსოვს, თუროგორი ეფექტური იყავით ბიზნეს–სექტორისპრობლემების მოგვარებისა თუ ინტერესების დაცვისსაკითხში. თქვენი მეშვეობით შევძელით ხმა მიგვეწვდინამთავრობის ეკონომიკური გუნდისთვის და ნაწილობრივდაგვერწმუნებინა, რომ არააქციზური საქონლისსავალდებულო მარკირების ინსტიტუტი არ იყოგანპირობებული ჩვენს ქვეყანაში არსებული რაიმეობიექტური აუცილებლობით (მაგალითად, ჩრდილოვანი ეკონომიკის პრობლემით) და აქედანგამომდინარე, არ უნდა გამხდარიყო კერძო მეწარმეებისფინანსური ტვირთი. სხვა შემთხვევაში ეს გამოიწვევდაუალკოჰოლო სასმელებზე ფასების გარდაუვალგაძვირებას, რაც დიდი პრობლემა იქნებოდა როგორცმოსახლეობისთვის, ფასების ზრდის გამო, აგრეთვებიზნესისთვისაც – გაყიდვების მნიშვნელოვანი შემცირებისკუთხით, და საბოლოოდ ქვეყნის ეკონომიკისთვის. ისიცგასაგებია, რომ ფასების ზრდა ერთ სექტორში ხშირადმხოლოდ ამ სექტორზე არ ლოკალიზდება და ბიძგსაძლევს საერთო ინფლაციურ პროცესებს.

დღესდღეობით სიტუაცია არ შეცვლილა. ვდგავართ იმავერისკების წინაშე. განსხვავება ისაა, რომ ახლა ზუსტად არისცნობილი, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკის პრობლემა, რომელზეც აპელირებდნენ მარკირების ინსტიტუტისმხარდამჭერები, არ აღმოჩნდა მართალი. არავითარიაღურიცხავი პროდუქცია არ არსებობს და არც არასდროსყოფილა. არარსებული პრობლემის მოგვარებაშისახელმწიფო იხდის ამჟამად რამდენიმე მილიონ ლარსწელიწადში. ჩვენ ყველანაირად ვეცადეთ, რომ ასე არყოფილიყო. საკონსტიტუციო სასამართლოშიც კივიდავეთ. ამდენად, ჩვენ, ბიზნეს–სექტორი, ვალმოხდილივართ ქვეყნის წინაშე. სახელმწიფოს კი, თუ მან ვერგააცნობიერა ამ ინსტიტუტის უსარგებლობა, შემაფერხებელი ეფექტი და ხარჯიანობა, შეუძლიაგააგრძელოს მარკირება. თუმცა ბიზნეს–სექტორს ნუგვაიძულებს ვიკისროთ მარკირების საკმაოდ მძიმე ხარჯი. უალკოჰოლო სასმელების ისედაც დაბალმარჟიანისფერო ამ ხარჯს ვერაფრით გაუძლებს ფასებისგაძვირების გარეშე, რასაც ზემოთ აღწერილი ნეგატიურიშედეგები დომინოს პრინციპით შეიძლება მიჰყვეს.

ფინანსთა მინისტრის #996 ბრძანების (გადასახადებისადმინისტრირების შესახებ) გარდამავალი დებულებებითგანსაზღვრული იყო, რომ 2019 წლის ბოლომდემარკირების საფასურს გადაიხდიდა სსიპ შემოსავლებისსამსახური. მანამდეც, უკვე მერამდენე წელია, ხორციელდება თითო ან ორი წლით ამ საკითხისგადავადება. შინაარსობრივად ყველას გვესმის და თქვენცგვეთანხმებოდით, რომ მარკირების ხარჯი არ უნდა იყოსბიზნესის ფინანსური ტვირთი. მართებულად მიგვაჩნია, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდდარეგულირდეს საკანონმდებლო დონეზე და ყოველჯერზე არ მოგვიწიოს მასზე მსჯელობა. კერძოდ, საგადასახადო კოდექსიდან ამოღებულ უნდა იქნასჩანაწერი (მუხ.1921.3) იმის შესახებ, რომ “გადაიხდევინებამარკირების ნომინალური ღირებულება“ (მეწარმესუბიექტების მიერ). დარგის ეკონომიკურისტაბილურობისთვის ეს უაღრესად მნიშვნელოვანია.

თქვენ, როგორც ქვეყნის პრემიერ–მინისტრს, ამასთანავე,საკითხის ზედმიწევნით კარგად მცოდნე ადამიანს, გაქვთსრული შესაძლებლობა, ეს პრობლემა ერთხელ დასამუდამოდ გადაჭრათ.

პატივისცემით,

„უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელთა ასოციაცია“

შეგახსენებთ, რომ უალკოჰოლო სასმელებისმწარმოებელთა ასოციაცია, რომელშიც დარგისყველა მსხვილი მწარმოებელია გაერთიანებული(„კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯია“, “აიდიესბორჯომი საქართველო“,  სს „წყალი მარგებელი” /ნაბეღლავი/, კომპანია “ნატახტარი“ და სხვ.), წლებისმანძილზე არწმუნებდა ხელისუფლებას, რომწყლის და სხვა უალკოჰოლო სასმელების აქციზისანალოგიური წესით მარკირება არაოპტიმალურიგადაწყვეტილებაა და გაუმართლებელ ხარჯებთანიქნებოდა დაკავშირებული, რისი რესურსიცისედაც მცირემარჟიან ბიზნეს–სექტორს არ გააჩნია. საპასუხოდ სექტორმა მიიღო დაპირება, რომმარკირების ხარჯი ბიზნესის ტვირთი არ იქნება, თუმცა აღნიშნული დაპირების რეალიზება დღემდეხდებოდა დროებითი (გარდამავალი) ღონისძიებების სახით, რაც – ასოციაციის წევრებისაზრით – საკმარისად სტაბილურ გარემოს ვერუზრუნველყოფს ბაზარზე და განვითარებისგრძელვადიანი პროგნოზირებისდამაბრკოლებელი ფაქტორია.

კომენტარები

TOP 2019-11-29
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თუ ამ შეხვედრაზე გვეძახიან მხოლოდ იმიტომ, რომ დიპლომატებთან ქულა ჩაიწერონ, ეს ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა

შემდეგი სტატია

კონსულტანტი – უკმაყოფილო მომხმარებლის დაუმსახურებელი სამიზნე

მსგავსი სტატიები

საბურთალოზე განახლებული მაკდონალდსი და მაკკაფე გაიხსნა

საბურთალოზე განახლებული მაკდონალდსი და მაკკაფე გაიხსნა

ირაკლი შალიკაშვილი 23 სექ 2019
თბილისში გაქირავებულ ბინაში აკრძალული ღია კამერიანი გამათბობლით ორი არასრულწლოვანი მოიწამლა

თბილისში გაქირავებულ ბინაში აკრძალული ღია კამერიანი გამათბობლით ორი არასრულწლოვანი მოიწამლა

ირაკლი შალიკაშვილი 24 ნოე 2019

How to Approach a New Marriage

ნაგულისხმევად საიტისათვის 08 ივნ 2021

უახლესი ამბები

  • ნეიტრონების ენერგიის მისტიკური წყარო – ასტროფიზიკოსების ახალი ვარაუდი

    ნეიტრონების ენერგიის მისტიკური წყარო – ასტროფიზიკოსების ახალი ვარაუდი

  • ისტორიული ვილა აუქციონზე იყიდება

    ისტორიული ვილა აუქციონზე იყიდება

  • ყველაზე დიდი ოკეანე დედამიწაზე

    ყველაზე დიდი ოკეანე დედამიწაზე

  • ოთო აბესაძე: აბა გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან?  დიიახ, გაუფასურდება ლარი 

    ოთო აბესაძე: აბა გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან?  დიიახ, გაუფასურდება ლარი 

  • დავით ზურაბიშვილი: ოცნებიდან წასული ოთხეულის ახალი წერილი არის ტყუილების, სიგიჟის და ნაძირლობის ისეთი შერწყმა, რომლის მსგავსიც მე პირადად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს

    დავით ზურაბიშვილი: ოცნებიდან წასული ოთხეულის ახალი წერილი არის ტყუილების, სიგიჟის და ნაძირლობის ისეთი შერწყმა, რომლის მსგავსიც მე პირადად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს

  • პეტრე ცისკარიშვილი: აქციზის ფასი რომ იყოს ის, რაც 2012 წელს, საწვავის ფასი…

    პეტრე ცისკარიშვილი: აქციზის ფასი რომ იყოს ის, რაც 2012 წელს, საწვავის ფასი…

  • მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა

    მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა

  • როგორ მივიზიდოთ სახლში წარმატება ფენ შუის წესებით – ფულის ხე კაქტუსს მოარიდეთ

    როგორ მივიზიდოთ სახლში წარმატება ფენ შუის წესებით – ფულის ხე კაქტუსს მოარიდეთ

  • The Wall Street Journal: FBI-ს აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები აღმოაჩინეს

    The Wall Street Journal: FBI-ს აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები აღმოაჩინეს

  • კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

    კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge