NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საინტერესო»ოქტომბერში, მიუხედავად ჩვენი ზოგიერთი კოლეგის ხულიგნობისა, ეკონომიკური ზრდა გვქონდა 5.7%

ოქტომბერში, მიუხედავად ჩვენი ზოგიერთი კოლეგის ხულიგნობისა, ეკონომიკური ზრდა გვქონდა 5.7%

29 ნოე 2019 საინტერესო 446 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ოქტომბერში, მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენი ზოგიერთი კოლეგის ხულიგნობისა, ეკონომიკური ზრდა გვქონდა 5.7% , – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნესცენტრ King David-ში პროექტის “100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” პრეზენტაციაზე გააკეთა. პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის სამინისტროს მადლობა გადაუხადა ეფექტური და სწრაფი მუშაობისთვის და პროექტის პრეზენტაციისთვის.

„აქ ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ დღევანდელი დღიდან ხელმისაწვდომი იქნება არანაკლებ 100 საინვესტიციო პროექტი, რომელსაც სახელმწიფო შემოგვთავაზებს იმისთვის, რომ ბიზნესმა უფრო ეფექტურად შეძლოს ოპერირება. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და ეს არაერთხელ გვითქვამს, რომ არის – სამუშაო ადგილების რაოდენობა, განათლება, უსაფრთხოება და ყველაფერი ერთად უნდა გვაძლევდეს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას. სხვათა შორის, ოქტომბერში, მიუხედავად ყველაფრისა, ზოგიერთი ჩვენი კოლეგის ხულიგნობისა, ეკონომიკური ზრდა გვქონდა 5.7%. 10 თვის განმავლობაში ჩვენ გვქონდა ზრდა 5.1%. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, რა თქმა უნდა, ჩვენს ეკონომიკას სჭირდება მეტად უფრო სწრაფი ეკონომიკური ზრდა, სწორედ ამიტომ გადავდგით ჩვენ ეს ნაბიჯი, სწორედ ამიტომ ყველა ის აქტივი, განსაკუთრებით სახელმწიფო საკუთრებაში რომელიც არსებობს და რომელიც არ არის სრულად ჩართული ეკონომიკურ ბრუნვაში, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავაცოცხლოთ, იმისთვის, რომ ბიზნესს მივცეთ საშუალება უფრო ძლიერად ოპერირებდეს. ჩვენთვის მთავარი მიზანი გახლავთ ძლიერი ბიზნესი, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა სრულად არის დამოკიდებული კერძო სექტორზე, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ძირითადი კომპონენტი არის კერძო ბიზნესი და მთავრობას სრულად აქვს გააზრებული მისი ფუნქცია, შეუქმნას კომფორტული ხელსაყრელი გარემო იმისთვის, რომ ქართული ბიზნესი იყოს უფრო ძლიერი, შექმნას უფრო მეტი სამუშაო ადგილი, ჰქონდეს უფრო მეტი მოგება და უფრო ფართოდ იყოს წარმოდგენილი საერთაშორისო ბაზრებზე, სწორედ ამიტომ გავაკეთეთ ჩვენ ეს შეთავაზება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობამ აიღო ვალდებულება აღნიშნულ პროექტში არასდროს იქნება 100-ზე ნაკლები საინვესტიციო შეთავაზება. დღეის მდგომარეობით, გაკეთებულია 117 საინვესტიციო შეთავაზება, რომლის საერთო საინვესტიციო ღირებულება 150 მილიონია.

„ასევე ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების რაოდენობა და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ყველა განხორციელებული პროექტი, რომელიც იქნება ბიზნესთან ერთად თანამშრომლობაში სახელმწიფოს მხრიდან ეფექტურად განხორციელებული, ჩვენ დავაფიქსირებთ იმ სამუშაო ადგილების რაოდენობას, რომელსაც ბიზნესი აიღებს თავის თავზე რომ შექმნის. ეს არის ჩვენი ძირითადი მოტივი და მიზანი. რა თქმა უნდა, მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ საარჩევნო წელია, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ არის გარკვეული ტურბულენტობა, მიუხედავად ამისა, მთავრობაც და ბიზნესიც ბევრად უფრო კონცენტრირებულად წყნარად, მშვიდად, უფრო მეტი შემართებით, ეფექტიანობაზე უფრო მეტი კონცენტრირებით უნდა ვდგამდეთ იმ მსგავს ნაბიჯებს, რომელსაც ვდგამთ დღეს. ამიტომ მოგიწოდებთ კოლეგებო და გპირდებით, რომ ყველა ის პროექტი, რომელსაც განიხილავთ თქვენ და გამოხატავთ თქვენ ინტერესს, თითოეული სამინისტრო, მთავრობა სრულად ყველაფერს გააკეთებს იყოს თქვენი ღირსეული მედიატორი, იმისთვის რომ ეს პროექტები მივიყვანოთ საბოლოო, ლოგიკურ დასრულებამდე და იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს შევთავაზოთ დამატებითი სამუშაო ადგილები“, -განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

TOP 2019-11-29
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ეს არის ფარსი, იმიტომ რომ სხვა პერსპექტივა მათ არ გააჩნიათ

შემდეგი სტატია

არ მრცხვენია და ამაყი ვარ, რომ დღეს ამდენი ობიექტი შევთავაზე ბიზნესს და არ მგონია, რომ ვინმეს აზრად მოუვა ბიზნესის და ინვესტორების პიკეტირება

მსგავსი სტატიები

Pros of With a College Paper Writing Service

ნაგულისხმევად საიტისათვის 24 ივლ 2020

Google სმარტფონების პრეზენტაციას 4 ოქტომბერს გაიმართავს

15 სექ 2017

ცოლზე ზვიგენის თავდასხმის კადრები ქმარმა ვიდეოკამერით გადაიღო

12 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • გიორგი გაბუნია: …მაგრამ მათ შორის არ იყო ერთი პატარა თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, რომელშიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა

    გიორგი გაბუნია: …მაგრამ მათ შორის არ იყო ერთი პატარა თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, რომელშიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა

  • ელენე ხოშტარია: …ეს იმ ფონზე, როცა “ქართული ოცნების” შემომწირველები სრულიად უსარგებლო საკარანტინე ღონისძიებებში მილიონობით ლარს იღებენ

    ელენე ხოშტარია: …ეს იმ ფონზე, როცა “ქართული ოცნების” შემომწირველები სრულიად უსარგებლო საკარანტინე ღონისძიებებში მილიონობით ლარს იღებენ

  • ნავალნი შერემტიევოს აეროპორტში დააკავეს

    ნავალნი შერემტიევოს აეროპორტში დააკავეს

  • რა ღირს ფეხსაცმელი, რომელიც მმართველი პარტიის ლიდერებში პოპულარულია?

    რა ღირს ფეხსაცმელი, რომელიც მმართველი პარტიის ლიდერებში პოპულარულია?

  • მაკა ჩიჩუა: თო­მამ, დიდი მად­ლო­ბა კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბის­თვი­სო

    მაკა ჩიჩუა: თო­მამ, დიდი მად­ლო­ბა კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბის­თვი­სო

  • კორონავირუსის შემთხვევების დასტაბილურების მიზნით, საფრანგეთში “კომენდანტის საათი” ამოქმედდა

    კორონავირუსის შემთხვევების დასტაბილურების მიზნით, საფრანგეთში “კომენდანტის საათი” ამოქმედდა

  • “იღბლიანი რიგი მაქვს  – ნომერი 13” – ნავალნი რუსეთში ბრუნდება (ვიდეო)

    “იღბლიანი რიგი მაქვს – ნომერი 13” – ნავალნი რუსეთში ბრუნდება (ვიდეო)

  • თურქეთის სანაპიროსთან, საქართველოდან ბულგარეთში მიმავალი რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა

    თურქეთის სანაპიროსთან, საქართველოდან ბულგარეთში მიმავალი რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა

  • გიგი წერეთელი: თუკი იგივეს ლაპარაკობ, რასაც ხელისუფლება ამბობს, მაშინ პრეტენზია ოპოზიციონერობაზე არ უნდა გქონდეს

    გიგი წერეთელი: თუკი იგივეს ლაპარაკობ, რასაც ხელისუფლება ამბობს, მაშინ პრეტენზია ოპოზიციონერობაზე არ უნდა გქონდეს

  • 18-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა

    18-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge