საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიცია თავისი ქმედებებით დიალოგის რესურსს არ ტოვებს და დიალოგი მხოლოდ საპარლამენტო ფორმატშია შესაძლებელი.
„ჩვენ გარეთ ვხედავთ „კმარას” გაცვეთილ მეთოდებს, ამ მეთოდებით შტურმის მცდელობას და ა. შ. რაც არის აღკვეთილი. შეიძლება ეს ვიღაცას არ მოსწონს, მაგრამ ეს არის ჩვენი ვალდებულება.
საუბრობენ დიალოგზე. კი ბატონო, საპარლამენტო ფორმატში საუბარი შეიძლება ნებისმიერ საკითხზე, მაგრამ ეს შეიძლება მას შემდეგ, რაც დაეშვებიან მიწაზე და მიხვდებიან, რომ ასეთი მარგინალური ქუჩის ქმედებები არ არის შედეგიანი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ის ასევე გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებას და აღნიშნა, რომ მისი მოლოდინი საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით რეალურია და სწორედ ამის გამო ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა” პროცესების ქუჩაში გადატანას.
კომენტარები