NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»როგორ წარმოგიდგენიათ ევროპის რომელიმე სახელმწიფოში ან აშშ-ში პარლამენტის შენობების პიკეტირების მცდელობა?!

როგორ წარმოგიდგენიათ ევროპის რომელიმე სახელმწიფოში ან აშშ-ში პარლამენტის შენობების პიკეტირების მცდელობა?!

28 ნოე 2019 პოლიტიკა 471 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

როგორ წარმოგიდგენიათ ევროპის რომელიმე სახელმწიფოში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში პარლამენტის შენობების პიკეტირების მცდელობა?! ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, გამოხატვის თავისუფლება კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში უნდა განხორციელდეს.

„ჩვენ უზრუნველვყოფთ როგორც თითოეული მოქალაქის, ასევე პოლიტიკური პარტიის თუ პარტიის წარმომადგენლების კონსტიტუციურ ფარგლებში გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ეს უნდა იყოს აუცილებლად კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში. ნებისმიერი გადახვევა კანონიდან იქნება რეაგირებული სახელმწიფოს მიერ. ეს არის ჩვენი მხრიდან ცალსახა პოზიცია. როგორ წარმოგიდგენიათ, ევროპის რომელიმე სახელმწიფში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში მსგავსი მეთოდებით, ის, რაც ჩვენ ვიხილეთ – პიკეტირების მცდელობა მოხდეს კონგრესის შენობის, თუ სხვა ევროპული ქვეყნების პარლამენტის შენობების. ეს არის აბსოლუტურად დაუშვებელი, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიციურ ძალების მხრიდან ბოლოდროინდელი ანტიევროპული ქმედებები, მიუღებელია.

როგორც მინისტრმა განაცხადა, დღევანდელი მდგომარეობიდან გამოსავალი ისაა, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დაელოდონ არჩევნებს, რომელიც საქართველოს მომავალს განსაზღვრავს.

„ჩვენ თუ გვაქვს პრეტენზია, რომ ჩვენ შევდგეთ როგორც ნორმალური ევროპული სახელმწიფო და ეს უკვე დავადასტურეთ და ამ მიმართულებით მივდივართ, რომ ვიყოთ ევროპის ამ დიდი ცივილური გაერთიანების მომავალი წევრი – ჩვენ გავხდით ასოცირებული წევრი, გვაქვს უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, ყველა ანტიევროპული, ანტიდასავლური ქმედება, რომელიც გამოხატული იქნა ბოლო პერიოდში რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, არის აბსოლუტურად მიუღებელი. გამოსავალი არის ის, რომ ყველა ეს ადამიანი ოპოზიციური პარტიებიდან, უნდა დაელოდოს არჩევნებს. არჩევნები და საქართველოს მოქალაქეები განსაზღვრავენ ჩვენი ქვეყნის ბედს და არა ცალკეული ვიწრო პარტიული ინტერესებით გაჯერებული დესტრუქციული ადამიანები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

2019-11-28
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

TEDxTbilisi 14 დეკემბერს ჩატარდება

შემდეგი სტატია

თუ პროპორციული არჩევნების მოთხოვნა საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნა იყო, მაშინ ეს საზოგადოება საარჩევნო ყუთთან მოვა და პასუხს გასცემს

მსგავსი სტატიები

იან კელი:  აშშ-ს ბევრი რამ აღაფრთოვანებს საქართველოში

იან კელი: აშშ-ს ბევრი რამ აღაფრთოვანებს საქართველოში

სოსო ელისაშვილი 14 მარ 2018
სამწუხაროა, რომ ამაზე ფსონი გაქვთ დადებული – პარლამენტში ბექა ნაცვლიშვილის კანონპროექტს განიხილავენ

სამწუხაროა, რომ ამაზე ფსონი გაქვთ დადებული – პარლამენტში ბექა ნაცვლიშვილის კანონპროექტს განიხილავენ

22 თებ 2019
„საზოგადოებას აქვს სრული უფლება, მიიღოს პასუხები ხელისუფლების პრეზიდენტობის კანდიდატისგან“

„საზოგადოებას აქვს სრული უფლება, მიიღოს პასუხები ხელისუფლების პრეზიდენტობის კანდიდატისგან“

სოსო ელისაშვილი 23 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • ლილი ფოფხაძე: იყო და არა იყო რა

    ლილი ფოფხაძე: იყო და არა იყო რა

  • 96 წლის მოხუცმა, მომვლელს 3,7 მილიონი ევრო უანდერძა

    96 წლის მოხუცმა, მომვლელს 3,7 მილიონი ევრო უანდერძა

  • ანი ნადარეიშვილი: ბაჩო ახალაია ციხეს სასჯელის ვადის ამოწურვიდან 4 თვის შემდეგ დატოვებს

    ანი ნადარეიშვილი: ბაჩო ახალაია ციხეს სასჯელის ვადის ამოწურვიდან 4 თვის შემდეგ დატოვებს

  • “თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის გაღრმავებას”

    “თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის გაღრმავებას”

  • ლიეტუვას ხელისუფლებამ უარი განაცხადა ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას ექსტრადაციაზე

    ლიეტუვას ხელისუფლებამ უარი განაცხადა ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას ექსტრადაციაზე

  • ნიკა მელიას ციხეში ჯდომა არ არის მხოლოდ ერთი პარტიის პრობლემა, ეს არის ქვეყნის პრობლემა ბრიუსელში შეხვედრის წინ

    ნიკა მელიას ციხეში ჯდომა არ არის მხოლოდ ერთი პარტიის პრობლემა, ეს არის ქვეყნის პრობლემა ბრიუსელში შეხვედრის წინ

  • “… ალბათ ამიტომ, არსად სხვაგან ასეთი ენერგეტიკა არ არის, როგორც ლოპოტაზე. ყველაფერი მას ჰგავს, სიყვარულის კუნძულია, გოგასავით კეთილშობილი”

    “… ალბათ ამიტომ, არსად სხვაგან ასეთი ენერგეტიკა არ არის, როგორც ლოპოტაზე. ყველაფერი მას ჰგავს, სიყვარულის კუნძულია, გოგასავით კეთილშობილი”

  • უბედური შემთხვევა ბოლივიაში -მოაჯირის მოწყვეტის შედეგად 5 სტუდენტი დაიღუპა  (ვიდეო)

    უბედური შემთხვევა ბოლივიაში -მოაჯირის მოწყვეტის შედეგად 5 სტუდენტი დაიღუპა (ვიდეო)

  • სასამართლო, რომელიც იყო ადეიშვილის შპს, დღეს არის რეალურად დამოუკიდებლობის და თავისუფლების გზაზე მდგარი

    სასამართლო, რომელიც იყო ადეიშვილის შპს, დღეს არის რეალურად დამოუკიდებლობის და თავისუფლების გზაზე მდგარი

  • ჩვენი ხელისუფლება ცოტა განერვიულებულია და ჩვენს აქციებზე პანიკური რეაქცია აქვს

    ჩვენი ხელისუფლება ცოტა განერვიულებულია და ჩვენს აქციებზე პანიკური რეაქცია აქვს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge