NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»დრაკონული და საბჭოთა მმართველობის დროინდელი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი უნდა შეიცვალოს

დრაკონული და საბჭოთა მმართველობის დროინდელი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი უნდა შეიცვალოს

27 ნოე 2019 პოლიტიკა 951 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილებისთვის პარლამენტს რეკომენდაციით მიმართავს.

როგორც საია-ს თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ განაცხადა, არ შეიძლება მხოლოდ ერთი პოლიციელის ჩვენების საფუძველზე ადამიანებს მოსამართლე უშვებდეს ადმინისტრაციულ პატიმრობაში.

„დრაკონული და საბჭოთა მმართველობის დროინდელი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი უნდა შეიცვალოს ქვეყანაში. ეს არის სტანდარტი, რომელიც არ შეესაბამება კონსტიტუციას, თუმცა ამას იყენებს ხელისუფლება სათავისოდ, ისევე როგორც იყენებდა წინა ხელისუფლება. ეს არის საპოლიციო კოდექსი, რომლის არსებობის პირობებშიც ნებისმიერი პირი განწირულია მინიმუმ ჯარიმისთვის და მაქსიმუმ ადმინისტრაციული პატიმრობისთვის,“ – განაცხადა სულხან სალაძემ.

საია-ს კვლევის მიხედვით, შსს-მ ვერ მოახერხა დაძაბული ვითარების სათანადო მართვა, გამოიყენა არაპროპორციული და უკანონო ძალა, მათ შორის ცრემლსადენი გაზი და აქცის მონაწილეთა მიმართ გამოიყენა რეზინის ტყვიები. ასევე, 20-21 ივნისს შსს-მ ადმინისტრაციული წესით დააკავა 342 პირი, მათ შორის 121-ის მიმართ გამოყენებული იყო ყველაზე მძიმე სანქცია – ადმინისტრაციული პატიმრობა.

„ჩვენი კიდევ ერთი რეკომენდაცია მიემართება შსს-სადმი. ჩვენ ვსაუბრობდით, რომ გაფრთხილების ნაწილი სწორად იქნას გამოყენებული შესაბამისი უწყებების მხრიდან. მაგალითად, ის, რომ მინისტრი ვებ-გვერდზე დებს ან ტელევიზიით აკეთებს განცხადებას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამას აქციაზე შეკრებილი ადამიანები მყისიერად ნახავენ. 20-21 ივნისის ღამის მოვლენებმა და შემდგომში განვითარებულმა პროცესებმა აჩვენა, რომ სასამართლო არის კვლავაც შემსრულებელი. როცა მოსამართლეები არა ინდივიდუალურად, არამედ კონვეირული წესით უაპელაციოდ უშვებდნენ ადმინისტრაციულ პატიმრობაში დაკავებულს. რაც შეეხება პროკურატურას, მაკო გომურისა და გიორგი სულაშვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველას აქვს ვინც იმსახურებს. 25-მდე პირია კიდევ, ვისაც სტატუსი არ აქვს მინიჭებული,“ – განაცხადა სალაძემ.

კომენტარები

2019-11-27
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საკრედიტო-საგარანტიო ფონდის პროექტის ჩავარდნა ან საბოტაჟია ან სამოხელეო დაუდევრობა – არ გამოვრიცხავ, პროკურატურას მივმართო

შემდეგი სტატია

ოპოზიციას პიკეტირების გარდა სხვა გამოსავალი არ აქვს, მისი ტაქტიკა გამართლებულია, რადგან არ არის ძალადობრივი და ხელისუფლებას ამყოფებს სტრესში

მსგავსი სტატიები

უგოშვილმა 86 702 ლარის იარა ბიუჯეტის ხარჯზე, მას კონკურენციას კობახიძე უწევს – ენმ დეპუტატების სამივლინებო ხარჯების შესწავლას ითხოვს

უგოშვილმა 86 702 ლარის იარა ბიუჯეტის ხარჯზე, მას კონკურენციას კობახიძე უწევს – ენმ დეპუტატების სამივლინებო ხარჯების შესწავლას ითხოვს

29 იან 2019
მამუკა გამყრელიძე: კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რომელიც ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ მოიტანა და მგონი ყველას გამოგვრჩა

მამუკა გამყრელიძე: კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რომელიც ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ მოიტანა და მგონი ყველას გამოგვრჩა

ნინო ჩხეიძე 19 მარ 2023
„თუ რამე გადაწყვეტილებას იღებს იუსტიციის საბჭო, რომელიც არის საკამათო, უნდა დაასაბუთოს“

„თუ რამე გადაწყვეტილებას იღებს იუსტიციის საბჭო, რომელიც არის საკამათო, უნდა დაასაბუთოს“

27 დეკ 2018

უახლესი ამბები

  • „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე – შესაძლებელია, საწვავის ფასი ახლო მომავალში კიდევ გაიზარდოს, რისი მიზეზიც რუსეთიდან მოწოდების პრობლემაა

    „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე – შესაძლებელია, საწვავის ფასი ახლო მომავალში კიდევ გაიზარდოს, რისი მიზეზიც რუსეთიდან მოწოდების პრობლემაა

  • ირაკლი ღარიბაშვილი: სასიამოვნო იყო ჯეიკ სალივანთან შეხვედრა – განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და რეგიონალურ თუ გლობალურ გამოწვევებთან გამკლავების მნიშვნელობა

    ირაკლი ღარიბაშვილი: სასიამოვნო იყო ჯეიკ სალივანთან შეხვედრა – განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და რეგიონალურ თუ გლობალურ გამოწვევებთან გამკლავების მნიშვნელობა

  • პაატა კვიჟინაძის განცხადებით, პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოში წარდგენილი კანდიდატურების გაწვევის უფლება არ აქვს, ამიტომ კომიტეტებმა ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურები განიხილეს და მხარი არ დაუჭირეს

    პაატა კვიჟინაძის განცხადებით, პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოში წარდგენილი კანდიდატურების გაწვევის უფლება არ აქვს, ამიტომ კომიტეტებმა ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურები განიხილეს და მხარი არ დაუჭირეს

  • პაატა მანჯგალაძე: კობახიძეს მინდა ვურჩიო, რუსი ჯაშუშების და სანქცირებული პირების მომსახურების სერვის პლუსი გააკეთოს, თუ როგორ შეძლონ ქვეყნიდან ნაძარცვი ქონების გატანა

    პაატა მანჯგალაძე: კობახიძეს მინდა ვურჩიო, რუსი ჯაშუშების და სანქცირებული პირების მომსახურების სერვის პლუსი გააკეთოს, თუ როგორ შეძლონ ქვეყნიდან ნაძარცვი ქონების გატანა

  • ანი­ტა რაჭველიშვილი თეა წულუკიანს: “ქალ­ბა­ტო­ნო” თქვენ ვერ ას­რუ­ლებთ ფუნ­ქცი­ას და არ გე­საქ­მე­ბათ არა­ფე­რი ჩვენს სფე­როს­თან!

    ანი­ტა რაჭველიშვილი თეა წულუკიანს: “ქალ­ბა­ტო­ნო” თქვენ ვერ ას­რუ­ლებთ ფუნ­ქცი­ას და არ გე­საქ­მე­ბათ არა­ფე­რი ჩვენს სფე­როს­თან!

  • შიმშილის თამაშების ახალი ფილმის მორიგი ტრეილერი  (ვიდეო)

    შიმშილის თამაშების ახალი ფილმის მორიგი ტრეილერი (ვიდეო)

  • მედია: განათლების სამინისტრომ უნივერსიტეტებს სთხოვა, სტუდენტების დავალიანება საკუთარი სახსრებით გაუნულონ – რადიო თავისუფლების წყარო

    მედია: განათლების სამინისტრომ უნივერსიტეტებს სთხოვა, სტუდენტების დავალიანება საკუთარი სახსრებით გაუნულონ – რადიო თავისუფლების წყარო

  • თეა წულუკიანი: გარეთ მდგარ ერთ მუჭა ხელოვანებს, ვუსამძიმრებ კრახს

    თეა წულუკიანი: გარეთ მდგარ ერთ მუჭა ხელოვანებს, ვუსამძიმრებ კრახს

  • დავით ბერძენიშვილი: როგორც ჩანს, შიში აქვთ, რომ ხელისუფალნიც აღმოჩნდებიან სანქციების ქვეშ, საკმაოდ შეშინებული ჩანდა დღეს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ხელმძღვანელობა

    დავით ბერძენიშვილი: როგორც ჩანს, შიში აქვთ, რომ ხელისუფალნიც აღმოჩნდებიან სანქციების ქვეშ, საკმაოდ შეშინებული ჩანდა დღეს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ხელმძღვანელობა

  • მედია: ოთარ ფარცხალაძემ, მთელი ქონება შვილის სახელზე გადააფორმა

    მედია: ოთარ ფარცხალაძემ, მთელი ქონება შვილის სახელზე გადააფორმა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge