NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»თუ სამართალდამცველები 25-26 ნოემბერს დაგეგმილი აქციის დაშლას შეეცდებიან, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა არც ამჯერად მოხდება

თუ სამართალდამცველები 25-26 ნოემბერს დაგეგმილი აქციის დაშლას შეეცდებიან, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა არც ამჯერად მოხდება

25 ნოე 2019 პოლიტიკა 596 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, პროტესტი გაგრძელდება მანამდე, სანამ ხელისუფლება ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს თვალს არ გაუსწორებს და მის განსამუხტად ნაბიჯებს არ გადადგამს.

როგორც ბაქრაძემ ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამცველები აქციის დაშლას ეცდებიან, პოლიციის მიმართ ძალადობა და წინააღმდეგობის გაწევა ამჯერადაც არ მოხდება.

„მთავარი, რაზეც თანხმდება ყველა ოპოზიციური პარტია, გახლავთ ის, რომ გაგრძელდება პროტესტები და პროტესტები გაგრძელდება მანამდე, სანამ ხელისუფლება იძულებული არ იქნება თვალი გაუსწოროს იმ უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც მან საკუთარი ტყუილებით შექმნა ამ ქვეყანაში და გადადგას ნაბიჯები ამ კრიზისების განსამუხტად. ასე რომ, რასაც ყველა ოპოზიციური პარტია იზიარებს გახლავთ ის, რომ მშვიდობიანი აქციები გაგრძელდება. მათ შორის, ხვალ შვიდ საათზე შედგება შეკრება რესპუბლიკის მოედანზე, საიდანაც მშვიდობიანი მსვლელობით გადმოვინაცვლებთ პარლამენტთან. აქციის მონაწილეები მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან ადგილზე და აქცია გაგრძელდება სამშაბათს დილიდანაც და ხაზს ვუსვამ, ეს იქნება სრულიად მშვიდობიანი და არაძალადობრივი აქცია. ამას გარდა, პარალელურად ჩატარდება უფრო მცირე ზომის აქციები სხვადასხვა ადგილებზე და ეს იქნება იმის გამოხატულება, რომ ამ ქვეყანაში არეულობა მოიტანა ხელისუფლების ტყუილმა და სიმშვიდეს მოიტანს კრიზისიდან გამოსავლის მოძებნა და არა პოლიციისა და სპეცრაზმის დახმარებით ოპოზიციისა და ხალხის მოთხოვნების იგნორირება. რა თქმა უნდა, ახლაც დაშლას ვერ გამოვრიცხავთ, იმიტომ რომ ხელისუფლების მკაფიო სტრატეგიაა, რომ დიალოგისა და გამოსავლის მოძებნის ნაცვლად ყველაფერი გადაატაროს პოლიციასა და სპეცრაზმზე, ამიტომ დაშლას ვერ გამოვრიცხავთ, მაგრამ აქცია იქნება მშვიდობიანი. თქვენ ნახეთ, როგორი იყო მომიტინგეების რეაქცია ამას წინათაც, არანაირი წინააღმდეგობა და ძალადობა პოლიციასთან მიმართებით არ ყოფილა, არც ახლა არ იქნება. რამდენჯერაც დაშლის პოლიცია მშვიდობიან აქციას, იმდენჯერ დაშალონ, მით უფრო უკეთესად დაინახავ ჩვენი საზოგადოება რა ტიპის სახელმწიფომდე მიიყვანა „ქართულმა ოცნება“ საქართველო“,- განაცხადა ბაქრაძემ.

„გირჩის“ ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც გაერთიანებული ოპოზიციური ძალის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ძალოვან უწყებებს არ ჩაიბარებენ, ბაქრაძემ განაცხადა, რომ ეს საკითხი ოპოზიციის დღის წესრიგში ჯერ არ დამდგარა.

„გირჩის“ ინიციატივა დღის წესრიგში არ დამდგარა. დღეს ძირითადი საკითხი იყო ორგანიზაციულად დაგეგმვა ხვალინდელი აქციისა, ასევე, ვისაუბრეთ გერმანულ მოდელზეც და პრაქტიკულად ოპოზიცია ამ საკითხზეც შეჯერებულია, როგორი უნდა იყოს მოდიფიცირებული გერმანული მოდელი, რომელიც საქართველოში უზრუნველყოფს თანაბარ და სამართლიან საარჩევნო პირობებს“, – განაცხადა ბაქრაძემ.

ბაქრაძემ პრეზიდენტის ის განცხადებაც შეაფასა, რომლის მიხედვითაც, დისკუსიები პარლამენტში უნდა გადავიდეს. მისი თქმით, “როგორც ჩანს, ზურაბიშვილს რუსულ ჭაღებსა და ირანულ მამლებზე ზრუნვაში გამორჩა, რომ საარჩევნო სისტემა ამ ქვეყანაში აღარ იცვლება“.

„როგორც ყოველთვის ქალბატონი ზურაბიშვილი ახერხებს, რომ იყოს სრულიად არაადეკვატური შექმნილ ვითარებაში და დღეს ის საუბრობს საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე, მე მას მინდა შევახსენო, რომ საარჩევნო კოდექსის ცვლილებები განიხილება მას შემდეგ, რაც შეიცვლება საარჩევნო სისტემა. როგორც ჩანს, მას რუსულ ჭაღებსა და ირანულ მამლებზე ზრუნვაში გამორჩა, რომ საარჩევნო სისტემა ამ ქვეყანაში აღარ იცვლება, იმიტომ რომ „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოება მოატყუა“, – განაცხადა ბაქრაძემ.

კომენტარები

2019-11-25
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

უმრავლესობის სხდომა 25 ნოემბერს გაიმართება, რომლის შემდეგაც, სავარაუდოდ, ოფიციალურად გახდება ცნობილი, თუ რაზე შეთანხმდნენ ბიძინა ივანიშვილი და მაჟორიტარები

შემდეგი სტატია

ოპოზიციის ლიდერებმა 25 ნოემბერს დაგეგმილ აქციაზე ისაუბრეს, რომლის ფარგლებშიც პარლამენტის პიკეტირება იგეგმება

მსგავსი სტატიები

გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელში პეტრო პოროშენკოს შეხვდა

გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელში პეტრო პოროშენკოს შეხვდა

23 ნოე 2017
საქართველოს და ლიეტუვის პრეზიდენტებმა ნატო-ს სამიტის სამზადისი და კოორდინირებული ქმედებები განიხილეს

საქართველოს და ლიეტუვის პრეზიდენტებმა ნატო-ს სამიტის სამზადისი და კოორდინირებული ქმედებები განიხილეს

25 მაი 2018
“ტვინი აქვთ არეული, ღილაკები კი არა და არ იციან რა გააკეთონ” – ანალიტიკოსების შეფასებით “ქართული ოცნების” დაშლა გარდაუვალია

“ტვინი აქვთ არეული, ღილაკები კი არა და არ იციან რა გააკეთონ” – ანალიტიკოსების შეფასებით “ქართული ოცნების” დაშლა გარდაუვალია

News 20 მარ 2019

უახლესი ამბები

  • დიალოგმა სხვა დონეზე აიწია

    დიალოგმა სხვა დონეზე აიწია

  • იმედი მაქვს, ოპოზიცია ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას

    იმედი მაქვს, ოპოზიცია ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას

  • დღეს მე ვარ ამაყი, რადგან მნიშვნელოვანი და კარგი ნაბიჯები გადაიდგა სწორი მიმართულებით

    დღეს მე ვარ ამაყი, რადგან მნიშვნელოვანი და კარგი ნაბიჯები გადაიდგა სწორი მიმართულებით

  • პროცესი დაიძრა, საუბარი ყველა საკითხზე იყო

    პროცესი დაიძრა, საუბარი ყველა საკითხზე იყო

  • პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა დასრულდა

    პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა დასრულდა

  • ლილი ფოფხაძე: ბაბუა

    ლილი ფოფხაძე: ბაბუა

  • ნიკოლ ფაშინიანი: მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ გვპატიობთ და ახლა ვიწვევ საპარლამენტო ოპოზიციას. მოდით, წავიდეთ …

    ნიკოლ ფაშინიანი: მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ გვპატიობთ და ახლა ვიწვევ საპარლამენტო ოპოზიციას. მოდით, წავიდეთ …

  • საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის კორუფციის საქმეში პატიმრობა მიუსაჯეს

    საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის კორუფციის საქმეში პატიმრობა მიუსაჯეს

  • ირაკლი ღარიბაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, შარლ მიშელის წინადადებას დათანხმდეს და დღეს ოპოზიციასთან ერთად შეხვედრას დაესწროს

    ირაკლი ღარიბაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, შარლ მიშელის წინადადებას დათანხმდეს და დღეს ოპოზიციასთან ერთად შეხვედრას დაესწროს

  • შარლ მიშელი: დადგა დრო, რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე

    შარლ მიშელი: დადგა დრო, რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge