NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მსოფლიოს გავაგებინოთ, რომ „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერს აკეთებენ

ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მსოფლიოს გავაგებინოთ, რომ „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერს აკეთებენ

21 ნოე 2019 პოლიტიკა 254 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მოვუწოდებთ მმართველ პარტიას და ბიძინა ივანიშვილს, რომ შეწყვიტოს სახელმწიფო ინსტიტუტების სათავისოდ გამოყენება. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და გავლენას ახდენს ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხზე, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც გიგაურმა 18 ნოემბერს დაკავებული დემონსტრანტების საქმეების სასამართლოში მიმდინარეობის შეფასებისას აღნიშნა, მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი „არ იყო თავის გადაწყვეტილების მიღებაში თავისუფალი და როგორც ჩანს, ინსტრუქციებს იღებდა“.

ამასთან, გიგაურის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლო პროცესში აღმოჩენილი დარღვევების შესახებ საერთაშორისო საზოგადოებას აცნობებენ.

„საერთო ჯამში, ეს პროცესი თავიდან ბოლომდე პოლიტიზირებული იყო. როგორც ჩანს, მოსამართლე არ იყო თავის გადაწყვეტილების მიღებაში თავისუფალი, ზოგ შემთხვევაში ის გადიოდა სასამართლოს პროცესიდან და როგორც ჩანს, იღებდა ინსტრუქციებს და ეს აშკარად ჩანდა. ჩვენ მოვუწოდებთ მმართველ პარტიას და ბიძინა ივანიშვილს, რომ შეწყვიტოს სახელმწიფო ინსტიტუტების სათავისოდ გამოყენება, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და გავლენას ახდენს ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხზე. გავაგრძელებთ დაკავებულების დაცვას და გავასაჩივრებთ მიღებულ გადაწყვეტილებებს. რა თქა უნდა, დავაკვირდებით პროცესს და ასევე მივაწოდებთ ინფორმაციას ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლობებს. გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ მთელ ქვეყანას, მთელ მსოფლიოს გავაგებინოთ, რომ „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს აკეთებენ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის და ამისთვის კონკრეტულ ინსტიტუციებს და ადამიანებს იყენებენ“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

კომენტარები

2019-11-21
ირაკლი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გული მწყდება, რომ ზვიად ძიძიგურმა ოპონენტების მოსაზრებას, თითქოს ივანიშვილი ერთპიროვნულად წყვეტს, გარკვეულად, კვერი დაუკრა – ასეთი განცხადების გაკეთება არ ეკადრება

შემდეგი სტატია

26 ახალი და გემრიელი შესაძლებლობა – საბვეიში განახლებული მენიუა

მსგავსი სტატიები

ბახტაძე განახლებულ კაბინეტს ხვალ დილით 10:00 საათზე წარადგენს

ბახტაძე განახლებულ კაბინეტს ხვალ დილით 10:00 საათზე წარადგენს

11 ივლ 2018

იწყება გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოს გადასარჩენად – მოძრაობამ “ერთად სახლში” ანაკლიაში შეხვედრა გამართა

17 აპრ 2019
არ მაქვს მოლოდინი, რომ ბოკერიას ოდესმე ვინმესთან დაკავშირებით ამნისტიის გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, იმიტომ, რომ ის ხელისუფლებაში ვერ წარმომიდგენია

არ მაქვს მოლოდინი, რომ ბოკერიას ოდესმე ვინმესთან დაკავშირებით ამნისტიის გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, იმიტომ, რომ ის ხელისუფლებაში ვერ წარმომიდგენია

ირაკლი 15 ოქტ 2019

უახლესი ამბები

  • პარტია „ლელო“ 22 დეკემბერს დაფუძნდება

    პარტია „ლელო“ 22 დეკემბერს დაფუძნდება

  • ნინო ბურჯანაძე: … აი, ეს არის უხერხულობა, როცა ასეთი ხელისუფლება გვყავს

    ნინო ბურჯანაძე: … აი, ეს არის უხერხულობა, როცა ასეთი ხელისუფლება გვყავს

  • ღამის კლუბში ორი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს

    ღამის კლუბში ორი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს

  • ფილმ „მანდარინების“ რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა

    ფილმ „მანდარინების“ რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა

  • „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლებს მოუწოდებს აღიარონ, რომ პროექტის განხორციელებას ვერ ახერხებენ

    „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლებს მოუწოდებს აღიარონ, რომ პროექტის განხორციელებას ვერ ახერხებენ

  • რაღაც სეპარატისტული ვიზიტივით გამოდის, მაგრამ შენიშვნას ვერ მივცემ იმ თვალსაზრისით, რომ ეს ნინო ბურჯანაძის არჩევანი და მისი პოლიტიკური ნიშაა

    რაღაც სეპარატისტული ვიზიტივით გამოდის, მაგრამ შენიშვნას ვერ მივცემ იმ თვალსაზრისით, რომ ეს ნინო ბურჯანაძის არჩევანი და მისი პოლიტიკური ნიშაა

  • ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვან გასაყარზე, ან დავიბრუნებთ თავისუფალ არჩევნებს, ან მართლა გადავეშვებით ჭაობში

    ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვან გასაყარზე, ან დავიბრუნებთ თავისუფალ არჩევნებს, ან მართლა გადავეშვებით ჭაობში

  • ძალიან დიდი კონკურენცია და ბრძოლა მიდის ე.წ. ამერიკულ და „გერმანულ მოდელებს“ შორის – ვინ გაიმარჯვებს, არ ვიცი

    ძალიან დიდი კონკურენცია და ბრძოლა მიდის ე.წ. ამერიკულ და „გერმანულ მოდელებს“ შორის – ვინ გაიმარჯვებს, არ ვიცი

  • ინციდენტები აძლიერებს წინააღმდეგობას, ტყუილი ქვეყანაში უნდა დამთავრდეს – ოპოზიცია ქუთაისში აქცია მართავს

    ინციდენტები აძლიერებს წინააღმდეგობას, ტყუილი ქვეყანაში უნდა დამთავრდეს – ოპოზიცია ქუთაისში აქცია მართავს

  • ბიძინა ივანიშვილი და გუნდის უმრავლესობა ჩვენი ინიციატივის განვითარების წინააღმდეგია, მაგრამ არც ჩვენ ვართ ცოტა, ამიტომ პროცესს ვაგრძელებთ

    ბიძინა ივანიშვილი და გუნდის უმრავლესობა ჩვენი ინიციატივის განვითარების წინააღმდეგია, მაგრამ არც ჩვენ ვართ ცოტა, ამიტომ პროცესს ვაგრძელებთ

მოგვიწონეთ!

თბილისი
3°
overcast clouds
humidity: 65%
wind: 1m/s ENE
H 4 • L 4
11°
Mon
8°
Tue
8°
Wed
Weather from OpenWeatherMap
Copyright 2019, News.ge
Create by News.ge