NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»გული მწყდება, რომ ზვიად ძიძიგურმა ოპონენტების მოსაზრებას, თითქოს ივანიშვილი ერთპიროვნულად წყვეტს, გარკვეულად, კვერი დაუკრა – ასეთი განცხადების გაკეთება არ ეკადრება

გული მწყდება, რომ ზვიად ძიძიგურმა ოპონენტების მოსაზრებას, თითქოს ივანიშვილი ერთპიროვნულად წყვეტს, გარკვეულად, კვერი დაუკრა – ასეთი განცხადების გაკეთება არ ეკადრება

21 ნოე 2019 პოლიტიკა 246 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

გული მწყდება, რომ ზვიად ძიძიგურმა ოპონენტების მოსაზრებას, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ერთპიროვნულად წყვეტს, გარკვეულად, კვერი დაუკრა – ასეთი განცხადების გაკეთება არ ეკადრება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა უმრავლესობიდან წასული დეპუტატის, ზვიად ძიძიგურის განცხადებას.

ვოლსკის თქმით, მას თრგუნავს ძიძიგურის საწინააღმდეგო პოზიციის დაფიქსირება, თუმცა აცხადებს, რომ „დღეს მორალურ უპირატესობებზე საუბარი არ შეიძლება“.

„ზვიად ძიძიგური მხოლოდ ერთ ნაწილზე ამახვილებს ყურადღებას, რომელმაც შექმნა პრობლემა, მაგრამ იყო უფრო მძიმე პრობლემა, რომლისთვისაც თვალის გასწორება არ აღმოჩნდებოდა საკმარისი. ეს იყო განსხვავებული პოზიციის მქონე ჩვენი კოლეგების პარტიიდან გარიცხვა, რომლებიც იმპერატიულ გადაწყვეტილებას არ დაემორჩილებოდნენ. ამ იმპერატიულ გადაწყვეტილებაზე თუ თქვა ბიძინა ივანიშვილმა უარი, გამოავლინა მისთვის დამახასიათებელი პოზიცია, რომელზეც ასეთი ორგანიზებული შეტევა აქვთ ოპონენტებს, რომ იგი ერთპიროვნულად წყვეტს, ძალიან გული მწყდება, რომ ზვიად ძიძიგურმა ამ არასწორ მოსაზრებას მცირედით, მაგრამ გარკვეულად კვერი დაუკრა. ასეთი განცხადების გაკეთება არ ეკადრება. მე თუ რამე მთრგუნავს და არ მსიამოვნებს, ეს არის ზვიადის საწინააღმდეგო მოსაზრების გამოთქმა და აქამდე მივედით. არანაირ მორალურ უპირატესობაზე საუბარი არ შეიძლება იყოს,როდესაც სახელმწიფო ინტერესებზე უნდა მსჯელობდეს ზვიადიც და ყველა ის ადამიანი, რომლებიც „კმარას“ მეთოდებით ქალაქში დარბიან და აწყობენ დესტრუქციულ ღონისძიებებს “,- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, გუშინ „პალიტრანიუსის” ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში“ ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომ ოპოზიციას მორალური უპირატესობა აქვს.

„მე გუნდი დავტოვე იმის გამო, რომ ჩვენმა გუნდმა რაც თქვა, ის არ შეასრულა. მე ნაკლებად მჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი საქმის კურსში არ იყო იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება მომხდარიყო. ყველაზე მეტად ბიძინა ივანიშვილი და მისი რეპუტაცია დაზარალდა ამ გადაწყვეტილების გამო.

პრობლემა პოლიტიკაში ის კი არაა, რომ ყველა თავს გესხმის, როცა შენ პოლიტიკაში ხარ, უნდა ელოდო რომ შესაძლოა ყველა პარტია დაგესხას თავს, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ისინი მართლები არიან და შენ მტყუანი. ამ შემთხვევაში ოპოზიციას მორალური, ფსიქოლოგიური და პოლიტიკური უპირატესობა აქვს იმიტომ, რომ 6 თვის განმავლობაში ჰპირდებოდი რაღაცის გაკეთებას და შემდეგ გადააგდე“, – განაცხადა ძიძიგურმა.

კომენტარები

2019-11-21
ირაკლი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს ხვდება

შემდეგი სტატია

ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მსოფლიოს გავაგებინოთ, რომ „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერს აკეთებენ

მსგავსი სტატიები

„თავისუფალმა საქართველომ“ პრეზიდენტობის კანდიდატად კახა კუკავა წარადგინა

„თავისუფალმა საქართველომ“ პრეზიდენტობის კანდიდატად კახა კუკავა წარადგინა

20 აგვ 2018
„ქართული მხარე მაქსიმუმს გააკეთებს იმისთვის, რომ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეში პასუხისმგებელი პირები გამოვლინდნენ“

„ქართული მხარე მაქსიმუმს გააკეთებს იმისთვის, რომ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეში პასუხისმგებელი პირები გამოვლინდნენ“

07 ივნ 2018
„კახელების კარტელთან ერთად აპირებთ ივანიშვილის დამხობას?!“

„კახელების კარტელთან ერთად აპირებთ ივანიშვილის დამხობას?!“

09 მაი 2018

უახლესი ამბები

  • პარტია „ლელო“ 22 დეკემბერს დაფუძნდება

    პარტია „ლელო“ 22 დეკემბერს დაფუძნდება

  • ნინო ბურჯანაძე: … აი, ეს არის უხერხულობა, როცა ასეთი ხელისუფლება გვყავს

    ნინო ბურჯანაძე: … აი, ეს არის უხერხულობა, როცა ასეთი ხელისუფლება გვყავს

  • ღამის კლუბში ორი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს

    ღამის კლუბში ორი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს

  • ფილმ „მანდარინების“ რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა

    ფილმ „მანდარინების“ რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა

  • „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლებს მოუწოდებს აღიარონ, რომ პროექტის განხორციელებას ვერ ახერხებენ

    „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლებს მოუწოდებს აღიარონ, რომ პროექტის განხორციელებას ვერ ახერხებენ

  • რაღაც სეპარატისტული ვიზიტივით გამოდის, მაგრამ შენიშვნას ვერ მივცემ იმ თვალსაზრისით, რომ ეს ნინო ბურჯანაძის არჩევანი და მისი პოლიტიკური ნიშაა

    რაღაც სეპარატისტული ვიზიტივით გამოდის, მაგრამ შენიშვნას ვერ მივცემ იმ თვალსაზრისით, რომ ეს ნინო ბურჯანაძის არჩევანი და მისი პოლიტიკური ნიშაა

  • ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვან გასაყარზე, ან დავიბრუნებთ თავისუფალ არჩევნებს, ან მართლა გადავეშვებით ჭაობში

    ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვან გასაყარზე, ან დავიბრუნებთ თავისუფალ არჩევნებს, ან მართლა გადავეშვებით ჭაობში

  • ძალიან დიდი კონკურენცია და ბრძოლა მიდის ე.წ. ამერიკულ და „გერმანულ მოდელებს“ შორის – ვინ გაიმარჯვებს, არ ვიცი

    ძალიან დიდი კონკურენცია და ბრძოლა მიდის ე.წ. ამერიკულ და „გერმანულ მოდელებს“ შორის – ვინ გაიმარჯვებს, არ ვიცი

  • ინციდენტები აძლიერებს წინააღმდეგობას, ტყუილი ქვეყანაში უნდა დამთავრდეს – ოპოზიცია ქუთაისში აქცია მართავს

    ინციდენტები აძლიერებს წინააღმდეგობას, ტყუილი ქვეყანაში უნდა დამთავრდეს – ოპოზიცია ქუთაისში აქცია მართავს

  • ბიძინა ივანიშვილი და გუნდის უმრავლესობა ჩვენი ინიციატივის განვითარების წინააღმდეგია, მაგრამ არც ჩვენ ვართ ცოტა, ამიტომ პროცესს ვაგრძელებთ

    ბიძინა ივანიშვილი და გუნდის უმრავლესობა ჩვენი ინიციატივის განვითარების წინააღმდეგია, მაგრამ არც ჩვენ ვართ ცოტა, ამიტომ პროცესს ვაგრძელებთ

მოგვიწონეთ!

თბილისი
4°
overcast clouds
humidity: 65%
wind: 0m/s W
H 8 • L 7
11°
Mon
8°
Tue
8°
Wed
Weather from OpenWeatherMap
Copyright 2019, News.ge
Create by News.ge