NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ინიციატივას მხარს უჭერდა ხელისუფლება, ოპოზიცია, საპატრიარქო, ემინემიც – გამოგვიცხადეს, რომ ბერაიას გადარწმუნება ივანიშვილმა ვერ შეძლო

ინიციატივას მხარს უჭერდა ხელისუფლება, ოპოზიცია, საპატრიარქო, ემინემიც – გამოგვიცხადეს, რომ ბერაიას გადარწმუნება ივანიშვილმა ვერ შეძლო

19 ნოე 2019 პოლიტიკა 1222 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ხელისუფლებამ საკუთარი თავი გაიფორმა, როგორც შეშინებული გადამგდები, ექსპერტის თქმით, ამ ვითარებაში, კარგი კოორდინაციის შემთხვევაში ოპოზიციას შეუძლია, რომ მაჟორიტარული არჩევნებიც მოიგოს.

გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ მმართველმა პარტიამ თავისი პოლიტიკური რეპუტაცია დათმო და ამ რეპუტაციის სანაცვლოდ საკუთარი ინიციატივა ჩააგდო.

„პოლიტიკური რეპუტაციის ფასად, თავისივე ინიციატივა ჩააგდეს. ინიციატივა, რომელსაც მხარს უჭერდა ხელისუფლება, ოპოზიცია, დასავლეთი, საპატრიარქო, ემინემიც მხარს უჭერდა, ვიღაც ადამიანმა მითხრა. ამ ვითარებაში, ადგნენ და ვირეშმაკული გეგმა მოიფიქრეს და გამოგვიცხადეს, რომ ბერაიას გადარწმუნება ბიძინა ივანიშვილმა ვერ შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ეცადა და ასეთი ისტორია მოუწყვეს მთელ ქვეყანას და მის პერსპექტივას, იმიტომ, რომ მთავარი სახელმწიფოებრივი ამოცანაა პოლიტიკური სივრცის გახსნა. პოლიტიკური სივრცე არ გაიხსნება, ისევ უნდა დავტოვოთ ჩვენ ეს ორპოლუსიანი ნარატივი ანუ ვარ მე კეთილი ძალა და ბოროტი ძალა არის „ნაციონალური მოძრაობა“ და ვინც ჩემთან არ არის, არის მტერი ანუ „ნაციონალური მოძრაობა“. ამ სქემით უნდათ ისევ ფონს გასვლა. სხვა არანაირი პოზიტიური დღის წესრიგი მათ არ აქვთ. აღარც რეპუტაციაზე და არაფერზე არ ფიქრობენ, აქვთ ეტყობა პანიკური შიში ძალაუფლების დაკარგვის და ნებისმიერ რაღაცაზე წამსვლელები არიან“, – განმარტა გია ხუხაშვილმა.

ექსპერტის შეფასებით, ხელისუფლებამ თქვა, რომ ჩემს სიტყვას ფასი არ აქვს, მე შემიძლია დილას შეგპირდე და საღამოს გადაგაგდოო.

„ხელისუფლება დღემდე თავის რეიტინგს ხომ არ ითვლიდა, ითვლიდა სხვების რეიტინგს. დანარჩენი რაც არის, არის სამობილიზაციო რესურსი, რომელსაც ვიყიდი, შევაშინებ და მოვიყვან, მაგრამ მაღალმა ანტირეიტინგმა დაანახა, რომ პოლიტიკური არჩევანის არმქონე ადამიანების მოყვანა, როგორც ამომრჩევლის, უკვე ძალიან გართულდა, აქ დაპანიკდა. ანუ ანტირეიტინგი მათთვის იყო ბევრად უფრო სერიოზული დარტყმა, ვიდრე ის 23%. ანტირეიტინგში არის სამი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტის ხელმძღვანელი – პრემიერ- მინისტრი, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება არის დელეგიტიმიზირებული, მას აღარ აქვს ლეგიტიმაცია ქართულ საზოგადოებაში“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

კომენტარები

2019-11-19
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მივმართავ პარლამენტის თავმჯდომარეს, ბოქლომები კი არ უნდა გაჭრათ, არამედ გასაღები უნდა მოძებნოთ და ეს გასაღები არის ხალხის ხელში

შემდეგი სტატია

აბსოლუტურად არასწორი ინიციატივა – მდინარაძე ხუნდაძის შეთავაზებაზე დისკუსიას გამორიცხავს

მსგავსი სტატიები

ჩემი უახლოესი მეგობრები, ჩემდა სამწუხაროდ, სხვადასხვა პარტიაში არიან – ყველას შევხვდები და მივიღებ გადაწყვეტილებებს

ჩემი უახლოესი მეგობრები, ჩემდა სამწუხაროდ, სხვადასხვა პარტიაში არიან – ყველას შევხვდები და მივიღებ გადაწყვეტილებებს

ირაკლი შალიკაშვილი 20 თებ 2020

ჯანელიძე: დიდ მწვერვალებს მივაღწიეთ საქართველო – აზერბაიჯანის ორმხრივ ურთიერთობებში

26 დეკ 2017
გიგი უგულავას დაპატიმრება ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას ბადებს როგორც პროცესის მიმართ, ასევე დროსთან დაკავშირებით

გიგი უგულავას დაპატიმრება ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას ბადებს როგორც პროცესის მიმართ, ასევე დროსთან დაკავშირებით

ირაკლი შალიკაშვილი 12 თებ 2020

უახლესი ამბები

  • აქ. ახლა თიბისის ციფრული ბანკი შენს ხელშია

    აქ. ახლა თიბისის ციფრული ბანკი შენს ხელშია

  • დავით ჭიჭინაძე: ოპოზიციამ, ვისაც რეალურად უნდა, რომ ეს მთავრობა გადადგეს და სახალხო მთავრობა შეიქმნას…

    დავით ჭიჭინაძე: ოპოზიციამ, ვისაც რეალურად უნდა, რომ ეს მთავრობა გადადგეს და სახალხო მთავრობა შეიქმნას…

  • რუსულ არმიას ერთი ამოცანა აქვს – ხალხი დააშინოს და მათ სიცოცხლე წაართვას მათ

    რუსულ არმიას ერთი ამოცანა აქვს – ხალხი დააშინოს და მათ სიცოცხლე წაართვას მათ

  • ალექსეი არესტოვიჩი: სერგეი შოიგუმ საჯაროდ მოატყუა ვლადიმერ პუტინი

    ალექსეი არესტოვიჩი: სერგეი შოიგუმ საჯაროდ მოატყუა ვლადიმერ პუტინი

  • უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის შედეგად 346 ბავშვია მოკლული

    უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის შედეგად 346 ბავშვია მოკლული

  • დაზარალებული ჟურნალისტები 5 ივლისს იხსენებენ (ვიდეო)

    დაზარალებული ჟურნალისტები 5 ივლისს იხსენებენ (ვიდეო)

  • საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი, “ობობა” დააკავეს

    საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი, “ობობა” დააკავეს

  • ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი

    ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი

  • კობახიძე: თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი

    კობახიძე: თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი

  • სალომე ზურაბიშვილი: …საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას

    სალომე ზურაბიშვილი: …საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge