NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილს და ზურაბ ადეიშვილს ბრალი წარედგინებათ

ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილს და ზურაბ ადეიშვილს ბრალი წარედგინებათ

19 ნოე 2019 პოლიტიკა 389 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს და ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს ბრალი წარედგინებათ. შესაბამის განცხადებას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

„საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წარმოებული გამოძიების შედეგად, ამირან (ბუტა) რობაქიძის და მასთან ერთად ავტომანქანაში მყოფი პირების მიმართ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის და ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამოტანილია დადგენილება მათი ბრალდების შესახებ. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა შემდეგი:

2004 წლის 24 ნოემბერს, გვიან ღამით, დაახლოებით 02 საათზე, ქ.თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე, დიდუბის პანთეონის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორებმა გააჩერეს „BMW“-ს მარკის ავტომანქანა, მძღოლითა და ხუთი მგზავრით. მათი შეჩერებისა და პირადი შემოწმებისას პატრულ-ინსპექტორ გ.ბ.-ს შემთხვევით გაუვარდა ტყვია ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღიდან და მარცხენა იღლიის არეში მძიმედ დაჭრა ავტომანქანიდან გადმოსული მგზავრი ამირან რობაქიძე, რომელიც შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.მომხდარი ფაქტის თობაზე, იმავე ღამით, ინფორმაცია მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა იმჟამინდელმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელმაც შემთხვევის ადგილზე მისულ შს სამინისტროს მაღალჩინოსნებს დავალება მისცა, გადაერჩინათ საპატრულო პოლიციის იმიჯი და აღნიშნული ფაქტისთვის მიეცათ შეიარაღებულ დაჯგუფების მიერ პოლიციელებზე თავდასხმის სახე. ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გაცემული დავალების შესაბამისად, შს სამინისტროს მაღალჩინოსნებმა გარდაცვლილ ამირან (ბუტა) რობაქიძეს და მასთან ერთად მანქანაში მსხდომ პირებს ჩაუდეს ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა, რის შემდეგაც საქართველოს იმჟამინდელი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის დავალებით, გამოძიება წარიმართა სამართლებრივად არასწორი მიმართულებით, რაც გამოიხატა გაყალბებული მტკიცებულებების საპროცესო წესით დამაგრებასა და შს სამინისტროს მაღალჩინოსნების მიერ შემუშავებული ვერსიის გამყარებაში.

ყოველივე აღნიშნულის შედეგად, გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-მუხლის მეორე ნაწილით და 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემულნი იქნენ ავტომანქანაში მსხდომი პირები: გ.ქ., ი.მ., კ.ა., ლ.დ. და ა.ბ. ასევე, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრად გამოცხადდა გარდაცვლილი ამირან (ბუტა) რობაქიძე.

ზურაბ ადეიშვილის და ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდების შესახებ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან რვა წლამდე ვადით. ამ ეტაპზე საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩადენაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით. ირაკლი ოქრუაშვილს ბრალდების შესახებ დადგენილება წარედგინება პენიტენციურ დაწესებულებაში. ვინაიდან ზურაბ ადეიშვილი თავს არიდებს ქართულ მართლმსაჯულებას, ბრალდების შესახებ დადგენილება გადაეცემა მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

2019-11-19
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ერთპიროვნული გადაწყვეტილებები არასდროს ყოფილა ბიძინა ივანიშვილის დღის წესრიგში

შემდეგი სტატია

ეს იყო შეშინებული ივანიშვილის სპექტაკლი – კიდევ უფრო შემართებით გამოვალთ, კიდევ უფრო მეტ პიკეტირებას მოვაწყობთ, უფრო მეტი ბოქლომის დაჭერა მოუწევთ ხელში

მსგავსი სტატიები

დიმიტრი ქუმსიშვილი სამუშაო ვიზიტით ისრაელის სახელმწიფოს ეწვია

სოსო ელისაშვილი 26 მარ 2018

„ხელისფლებამ უნდა გადადგას ყველა ნაბიჯი ტატუნაშვილის საქმის კვალიფიკაციის შესაცვლელად“

06 ივნ 2018
პარკირების წესის დარღვევისთვის გაზრდილი ჯარიმები ავტობუსების პარკის სრულად განახლების შემდეგ ამოქმედდება

პარკირების წესის დარღვევისთვის გაზრდილი ჯარიმები ავტობუსების პარკის სრულად განახლების შემდეგ ამოქმედდება

ირაკლი შალიკაშვილი 30 ოქტ 2019

უახლესი ამბები

  • დიალოგმა სხვა დონეზე აიწია

    დიალოგმა სხვა დონეზე აიწია

  • იმედი მაქვს, ოპოზიცია ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას

    იმედი მაქვს, ოპოზიცია ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას

  • დღეს მე ვარ ამაყი, რადგან მნიშვნელოვანი და კარგი ნაბიჯები გადაიდგა სწორი მიმართულებით

    დღეს მე ვარ ამაყი, რადგან მნიშვნელოვანი და კარგი ნაბიჯები გადაიდგა სწორი მიმართულებით

  • პროცესი დაიძრა, საუბარი ყველა საკითხზე იყო

    პროცესი დაიძრა, საუბარი ყველა საკითხზე იყო

  • პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა დასრულდა

    პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა დასრულდა

  • ლილი ფოფხაძე: ბაბუა

    ლილი ფოფხაძე: ბაბუა

  • ნიკოლ ფაშინიანი: მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ გვპატიობთ და ახლა ვიწვევ საპარლამენტო ოპოზიციას. მოდით, წავიდეთ …

    ნიკოლ ფაშინიანი: მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ გვპატიობთ და ახლა ვიწვევ საპარლამენტო ოპოზიციას. მოდით, წავიდეთ …

  • საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის კორუფციის საქმეში პატიმრობა მიუსაჯეს

    საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის კორუფციის საქმეში პატიმრობა მიუსაჯეს

  • ირაკლი ღარიბაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, შარლ მიშელის წინადადებას დათანხმდეს და დღეს ოპოზიციასთან ერთად შეხვედრას დაესწროს

    ირაკლი ღარიბაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, შარლ მიშელის წინადადებას დათანხმდეს და დღეს ოპოზიციასთან ერთად შეხვედრას დაესწროს

  • შარლ მიშელი: დადგა დრო, რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე

    შარლ მიშელი: დადგა დრო, რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge