NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლება თავად უწყობდა ხელს მღელვარების წარმოშობას, რაც შესაძლოა, განპირობებული ყოფილიყო ვადამდელი არჩევნების ჩატარების სურვილით

საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლება თავად უწყობდა ხელს მღელვარების წარმოშობას, რაც შესაძლოა, განპირობებული ყოფილიყო ვადამდელი არჩევნების ჩატარების სურვილით

14 ნოე 2019 პოლიტიკა 177 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას განცხადებით ეხმაურება და პასუხისმგებლობას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს აკისრებს.

არასამთავრობო ორგანიზაციები ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას”, პარლამენტის მიერ სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის დაუყოვნებლივ მიიღებისკენ მოუწოდებენ.

„ინტერპრესნიუსი“ არასამთავრობო ორგნიზაციების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს პარლამენტის მიერ დღეს ჩაგდებული საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი, რომელიც მომდევნო საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას გულისხმობდა, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა არ იყო მხოლოდ რომელიმე პოლიტიკოსის დაპირება ან საზოგადოების მცირე ჯგუფის ახირება. ის მთელი საზოგადოების მოთხოვნა იყო, რომელსაც მხარს უჭერს ფაქტობრივად ყველა პოლიტიკური პარტია და საზოგადოებრივი ჯგუფი.

ამ გადაწყვეტილებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველი პარტიის თავმჯდომარეს და ქვეყნის არაფორმალურ მმართველს, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად და სახელმწიფოს მისატაცებლად, როგორც ჩანს, მზად არის უსამართლო საარჩევნო სისტემის გამოყენებით ამომრჩეველს წაართვას ქვეყნის მართვაში მონაწილეობის შესაძლებლობა და დაუმსახურებლად მიისაკუთროს საპარლამენტო მანდატები.

ხელისუფლებისთვის ცხადი იყო, რომ მიღებული გადაწყვეტილება მასობრივ საზოგადოებრივ მღელვარებას გამოიწვევდა და გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ის ბოლო დღეებში თავად უწყობდა ხელს ამ მღელვარების წარმოშობას, რაც შესაძლოა განპირობებული ყოფილიყო ძველი საარჩევნო სისტემით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და ამ გზით ხელისუფლების შენარჩუნების სურვილით.

მოვუწოდებთ ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას”, გაიაზროს ის მძიმე პოლიტიკური კრიზისი რომელშიც ქვეყანა შევიდა და მიიღოს ყველა პოლიტიკური ზომა მის დასაძლევად, რომლის ერთადერთ და უალტერნატივო გზად პარლამენტის მიერ სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის დაუყოვნებლივ მიღება წარმოადგენს”,-აღნიშნულია განცხადებაში, რომლესაც საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD), საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF), ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) , პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI Georgia) , საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) , საზოგადოება და ბანკები , საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) , საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) , მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის , მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი, საქართველოს მედია-კლუბი ერთობლივად ავრცელებენ.

კომენტარები

2019-11-14
ირაკლი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

დეპუტატები იყვნენ, რომლებიც კანონპროექტის მიღებას ეწინააღმდეგებოდნენ, ფიზიკურ დაპირისპირებამდეც კი მივიდა, მაგრამ ახლა მათ სახელებს არ დავასახელებ

შემდეგი სტატია

მეტი არჩევანი არ დაგვიტოვა ივანიშვილმა გარდა იმისა, რომ ქუჩაში დავდგეთ –

მსგავსი სტატიები

გიორგი ვაშაძე – დღეს აქცია არ გვექნება

გიორგი ვაშაძე – დღეს აქცია არ გვექნება

18 დეკ 2018
„შეტევის რა რესურსი გააჩნია ან პარლამენტის თავმჯდომარეს ან მის მოადგილეს?“

„შეტევის რა რესურსი გააჩნია ან პარლამენტის თავმჯდომარეს ან მის მოადგილეს?“

სოსო ელისაშვილი 08 ოქტ 2018

„ვულოცავ უკრაინას“

05 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს

    ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს

  • “უმრავლესობის უმრავლესობა მხარს პროპორციულ სისტემას უჭერს”

    “უმრავლესობის უმრავლესობა მხარს პროპორციულ სისტემას უჭერს”

  • საპროტესტო აქცია და კონტრაქცია შსს-თან

    საპროტესტო აქცია და კონტრაქცია შსს-თან

  • ეკა ბესელია სრულად მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით უმრავლესობაში უთანხმოებაზე – ეს სპექტაკლები ერთმანეთს დაუდგან

    ეკა ბესელია სრულად მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით უმრავლესობაში უთანხმოებაზე – ეს სპექტაკლები ერთმანეთს დაუდგან

  • შეცდომა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დაუშვა 2024 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, დროა, ჩვენვე გამოვასწოროთ

    შეცდომა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დაუშვა 2024 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, დროა, ჩვენვე გამოვასწოროთ

  • მე, როგორც დეპუტატი, 2024 წლიდან სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგი ვარ

    მე, როგორც დეპუტატი, 2024 წლიდან სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგი ვარ

  • დამხობა, რევოლუცია, რადიკალიზაცია – ეს არ არის ის მომავალი, რაც მოსახლეობას სწყურია

    დამხობა, რევოლუცია, რადიკალიზაცია – ეს არ არის ის მომავალი, რაც მოსახლეობას სწყურია

  • საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის პრინციპებს სჭირდება განვითარება, რომლის მთავარი ამოსავალი, მოქალაქე, პროგრამის ეფექტურობა და დარგზე ზრუნვა იქნება

    საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის პრინციპებს სჭირდება განვითარება, რომლის მთავარი ამოსავალი, მოქალაქე, პროგრამის ეფექტურობა და დარგზე ზრუნვა იქნება

  • სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივასთან დაკავშირებით უმრავლესობის ლიდერებთან გამართულ შეხვედრაზე დაძაბულობა იყო

    სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივასთან დაკავშირებით უმრავლესობის ლიდერებთან გამართულ შეხვედრაზე დაძაბულობა იყო

  • ნინო ლომჯარია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესის შეჩერებას მოითხოვს

    ნინო ლომჯარია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესის შეჩერებას მოითხოვს

მოგვიწონეთ!

თბილისი
2°
broken clouds
humidity: 80%
wind: 3m/s ENE
H 3 • L 2
7°
Sat
8°
Sun
11°
Mon
Weather from OpenWeatherMap
Copyright 2019, News.ge
Create by News.ge