NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»არასამთავრობო სექტორი მმართველ პარტიას მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კანონპროექტს

არასამთავრობო სექტორი მმართველ პარტიას მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კანონპროექტს

14 ნოე 2019 პოლიტიკა 941 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

არასამთავრობო სექტორი მოუწოდებს მმართველ პარტიას, მხარი დაუჭირონ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კანონპროექტს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” თავმჯდომარემ, მიხეილ ბენიძემ განაცხადა, არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას, „დარჩეს საკუთარი სიტყვის ერთგული, არ მოატყუოს საკუთარი ამომრჩეველი და საქართველოს მოსახლეობა და მხარი დაუჭიროს პროპორციული არჩევნების შემოღებას ქვეყანაში”.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ მაქსიმალურად მოახდინოს ძალთა მობილიზება, გამოცხადდნენ სხდომაზე და მხარი დაუჭირონ ამ ცვლილებას.

„ისტორიული მომენტია ახლა საქართველოს პარლამენტში. ეს კონსტიტუციური ცვლილების პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და მომდევნო 2020 წლის არჩევნების ჩატარებისთვის იმ გარემოში, რომელიც იქნება პოლიტიკური პარტიებისთვის უფრო თანასწორი გარემო. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას აქტიურად საუბრობს იმაზე, თუ როგორი მნიშვნელოვანია საარჩევნო ცვლილების საკითხი.

დღეს არსებული საარჩევნო სისტემა ყველა ხელისუფლების პირობებში აძლევს მმართველ პარტიას იმ სრულიად დაუმსახურებელ უპირატესობას, რომელსაც იძლევა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა. იმ ფორმით, რა ფორმითაც საქართველოში საარჩევნო სისტემა ჩამოყალიბდა, არის პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის დამახასიათებელი სისტემა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ მმართველ პარტიას არ შეექმნას მნიშვნელოვანი საფრთხე და უზრუნველყოფილი იყოს მმართველი პარტიის მიერ სტაბილურად ძალაუფლების შენარჩუნება“, – განაცხადა ბენიძემ.

აღნიშნულ პოზიციას იზიარებს საია-ს თავმდჯომარე სულხან სალაძე და აღნიშნავს, რომ დღეს არსებული საარჩევნო სისტემა უნდა დასრულდეს.

„მაჟორიტარულ სისტემას უნდა დავემშვიდობოთ და ქვეყანა უნდა გადავიდეს სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. დღეს ეს ვალდებულება დგას როგორც მმართველ პარტიასთან, ისე ოპოზიციასთან, რომ ორივე მათგანმა უზრუნველყოს ძალების მობილიზება და მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს”,- განაცხადა სალაძემ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენლის ლევან ნატროშვილის განცხადებით, პარლამენტში განვითარებული გუშინდელი მოვლენები დადგმულ სცენარს ჰგავდა. მისი თქმით, „პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ისეთი ადამიანები აპროტესტებდნენ, რომლებიც რეალურად არ აქტიურობენ საპარლამენტო ცხოვრებაში და დიდი ორატორობით არ გამოირჩევიან“.

ჟურნალისტებთან ასევე ისაუბრა „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წარმომადგენელმა, გიორგი მშვენიერაძემ და აღიშნა, რომ მაჟორიტარების დიდ ნაწილს კონსტიტუცია წაკითხულიც არ აქვს.

„ჩვენი მაჟორიტარების დიდ ნაწილს კონსტიტუცია წაკითხულიც კი არ აქვს, თორემ ისინი აღმოაჩენენ, რომ კონსტიტუციიის თანახმად, ისინი არ არიან რომელიმე რეგიონის წარმომადგენლები, ისინი სრულიად საქართველოს წარმოადგენენ და მათი ფუნქციაა საკანონმდებლო საქმიანობაში მონაწილეობა და არა მხოლოდ რომელიმე ერთი რეგიონის ლობირება”,- განაცხადა მშვენაძემ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რამდენად რეალური იყო გუშინ გაკეთებული განცხადებები, რომ მაჟორიტარ-დეპუტატებმა ბიძინა ივანიშვილი გაანაწყენეს იმის გამო, რომ პოზიცია არ შეიცვალეს, მშვენიერაძემ უპასუხა: „ჩემმა ერთმა მეგობარმა იხუმრა და მეც ამ ხუმრობით გიპასუხებთ, გადასარევი მსახიობები ჰყავთ პარლამენტში და რატომ არ გამოიყენეს ამ როლის შესასრულებლად ის მსახიობები, უცნაურია და რატომ მიანდეს არაპროფესიონალ მსახიობებს ამ როლის შესრულება, არ ვიცი. გუშინ ისინი ძალიან არადამაჯერებლად ჩანდნენ”, – აღნიშნა მშვენიერაძემ.

კომენტარები

2019-11-14
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ნუ წარმოიდგენთ, რომ კენჭისყრის შემდეგ ეს პარლამენტი იქნება ის, რაც იყო აქამდე

შემდეგი სტატია

მთელი პასუხისმგებლობით მოგიწოდებთ, შეეშვით ამ სპექტაკლის გაგრძელებას

მსგავსი სტატიები

მანჯგალაძე: …იმაზე ცხადი და ნათელი მტკიცებულება, ვიდრე ღარიბაშვილი და მისი წერილია, რა შეიძლება მოიტანო?!

მანჯგალაძე: …იმაზე ცხადი და ნათელი მტკიცებულება, ვიდრე ღარიბაშვილი და მისი წერილია, რა შეიძლება მოიტანო?!

ირაკლი შალიკაშვილი 19 ივლ 2022
ირაკლი კობახიძე „რუსთავი 2″-ის საქმეზე: ეს საკითხი არის ახლა სტრასბურგის სასამართლოს მსჯელობის საგანი და სტრასბურგის სასამართლო მიიღებს ამაზე გადაწყვეტილებას

ირაკლი კობახიძე „რუსთავი 2″-ის საქმეზე: ეს საკითხი არის ახლა სტრასბურგის სასამართლოს მსჯელობის საგანი და სტრასბურგის სასამართლო მიიღებს ამაზე გადაწყვეტილებას

20 აპრ 2018
სერგეენკო თელავში, რეფერალურ საავადმყოფოში მიემგზავრება

სერგეენკო თელავში, რეფერალურ საავადმყოფოში მიემგზავრება

09 ივნ 2018

უახლესი ამბები

  • ფილმები დეტექტიური ჟანრის მოყვარულებისთვის

    ფილმები დეტექტიური ჟანრის მოყვარულებისთვის

  • ყავის საშუალებით შექმნილი მონა ლიზა

    ყავის საშუალებით შექმნილი მონა ლიზა

  • დღე ისტორიაში – 24 მარტი

    დღე ისტორიაში – 24 მარტი

  • თინა კანდელაკი: როგორც იქნა სამარშრუტო ტაქსებს “სოჭი-გაგრა” ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდათ, მატარებელ “ლასტოჩკას” სახით, რომელიც …

    თინა კანდელაკი: როგორც იქნა სამარშრუტო ტაქსებს “სოჭი-გაგრა” ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდათ, მატარებელ “ლასტოჩკას” სახით, რომელიც …

  • ლევან იოსელიანი: ციხის საავადმყოფოში დაბრუნება შეიძლება საშიში იყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის

    ლევან იოსელიანი: ციხის საავადმყოფოში დაბრუნება შეიძლება საშიში იყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის

  • “ლამის რელიგიური ფანატიზმისა და გახშირებული ცენზურის ეპოქაში უხამსობად შერაცხილი ნაწარმოებებისათვის დაჩა მარაინს სასამართლოში ხუთჯერ უჩივლებდნენ”

    “ლამის რელიგიური ფანატიზმისა და გახშირებული ცენზურის ეპოქაში უხამსობად შერაცხილი ნაწარმოებებისათვის დაჩა მარაინს სასამართლოში ხუთჯერ უჩივლებდნენ”

  • მამუკა გამყრელიძე: მგონი მართლა აპირებენ ფრენების აღდგენას და უვიზო მიმოსვლის შემოღებას. ერთადერთი კითხვა მრჩება …

    მამუკა გამყრელიძე: მგონი მართლა აპირებენ ფრენების აღდგენას და უვიზო მიმოსვლის შემოღებას. ერთადერთი კითხვა მრჩება …

  • საქართველოს ბანკთან პარტნიორობით და სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით „მარცხის ისტორიების“ მორიგი ღონისძიება გაიმართა

    საქართველოს ბანკთან პარტნიორობით და სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით „მარცხის ისტორიების“ მორიგი ღონისძიება გაიმართა

  • მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპერსმა, თიბისი კაპიტალის დახმარებით, პირველადი ემისია განახორციელა  და 100 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა

    მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპერსმა, თიბისი კაპიტალის დახმარებით, პირველადი ემისია განახორციელა და 100 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ჰარვარდის სკოლის ბიზნესქეისების კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ჰარვარდის სკოლის ბიზნესქეისების კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge