NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ტყუილია, რომ თითქოს უმრავლესობის სხდომაზე ვიღაც არ ალაპარაკეს – ნუ დავაზიანებთ ამ პროცესს იმით, რაც არ ყოფილა

ტყუილია, რომ თითქოს უმრავლესობის სხდომაზე ვიღაც არ ალაპარაკეს – ნუ დავაზიანებთ ამ პროცესს იმით, რაც არ ყოფილა

13 ნოე 2019 პოლიტიკა 342 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ტყუილია, რომ თითქოს უმრავლესობის სხდომაზე ვიღაც არ ალაპარაკეს. ნუ დავაზიანებთ ამ პროცესს იმით, რაც არ ყოფილა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან უმრავლესობის იმ წევრებს, რომელთა თქმითაც, მათ უმრავლესობის ფორმატში საუბრის საშუალება არ მიეცათ, მოუწოდა, ნუ ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას.

„რამდენიმე „ნიუსი“ შემხვდა, სადაც საუბარია, რომ თითქოს უმრავლესობის სხდომაზე ვიღაც არ ალაპარაკეს. ნუ დავაზიანებთ ამ პროცესს იმით, რაც არ ყოფილა. თქვენ მოგეცათ საშუალება, რომ უმრავლესობის სხდომაზეც გელაპარაკათ და ისიც ვიცი, რომ გია ვოლსკისთან შეთანხმებული ხართ და უმრავლესობის დროითაც კი გამოდიხართ. ნუ დავაზიანებთ არასწორი ინფორმაციებით პროცესს,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მან ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა, უმრავლესობის წევრ მაჟორიტარ დეპუტატებს ნუ აბრალებენ ისეთ რაღაცებს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. მისივე თქმით, ტყუილია, რომ ის მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებსაც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა სურთ, უმრავლესობის იმ წევრებს აშანტაჟებენ, რომლებიც პროპორციულ სისტემას ემხრობიან.

„დღეს ზოგიერთი გამომსვლელისგან მრჩება შთაბეჭდილება, რომ ძალით აღიზიანებთ ამ ადამიანებს და ბევრ რამეს აბრალებთ. თითქოს რაღაცა ინტერესები აქვთ, თითქოს გვაშანტაჟებენ ეს ადამიანები რაღაცებით. კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის მათი პოზიცია, მაგრამ ის, რომ გვაშანტაჟებენ და რაღაც ინტერესები აქვთ, ამაზე დემაგოგიური და სპეკულაციური არაფერი შეიძლება იყოს. ჩვენ ვარწმუნებთ იმაში, რაც გვჯერა და თქვენ ამ დროს ქვევიდან ადუღებულ ცეცხლს უნთებთ და რაღაცა უბედურებას აკეთებთ. დაანებეთ ამ ხალხს თავი და ნუ აგიჟებთ,“ – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

2019-11-13
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

იმის კბილი, რომ დიმიტრი ხუნდაძე დამოუკიდებლად მოქმედებს, ერმა და ბერმა მოიცვალა – ბიძინა ივანიშვილს მოუწევს ქვეყანა თავქუდმოგლეჯილმა დატოვოს

შემდეგი სტატია

უმრავლესობა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის კენჭისყრის კვლავ გადადებას ითხოვს

მსგავსი სტატიები

2018 წელს „ ქართული ოცნების“ მიერ ბიუჯეტიდან გადახდილი ხელფასები მილიარდი ლარით მეტია, ვიდრე 2012 წელს

2018 წელს „ ქართული ოცნების“ მიერ ბიუჯეტიდან გადახდილი ხელფასები მილიარდი ლარით მეტია, ვიდრე 2012 წელს

სოსო ელისაშვილი 14 მაი 2019
“სანამ გადაწვავს პარლამენტს, ეგებ უშველოს მისმა პატრონმა და ივანიშვილმა ისევ ჩაჰკიდოს ხელი”

“სანამ გადაწვავს პარლამენტს, ეგებ უშველოს მისმა პატრონმა და ივანიშვილმა ისევ ჩაჰკიდოს ხელი”

ირაკლი შალიკაშვილი 26 მარ 2019

„მაუწყებლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები პრეზიდენტს შეხვდებიან

18 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • გიორგი კალანდია: … მაგრამ მაშინაც საღათას ძილით ეძინა საქართველოს

    გიორგი კალანდია: … მაგრამ მაშინაც საღათას ძილით ეძინა საქართველოს

  • გაუგებარია, რატომ გადაიფიქრა გიორგი ვაშაძემ შეხვედრა ორ დღეში, იაგო ხვიჩიას აქვს ვერსია, რომ შეიძლება, შანტაჟს აქვს ადგილი და ძველი ხელისუფლების წარმომადგენელებს კომპრომატები აქვთ მის წინააღმდეგ

    გაუგებარია, რატომ გადაიფიქრა გიორგი ვაშაძემ შეხვედრა ორ დღეში, იაგო ხვიჩიას აქვს ვერსია, რომ შეიძლება, შანტაჟს აქვს ადგილი და ძველი ხელისუფლების წარმომადგენელებს კომპრომატები აქვთ მის წინააღმდეგ

  • ალექსანდე ანქვაბი, რომელიც კორონავირუსის დიაგნოზით რუსეთის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული

    ალექსანდე ანქვაბი, რომელიც კორონავირუსის დიაგნოზით რუსეთის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული

  • ლუკა კურტანიძე: ზუსტად მერვე დღეს ვაკეთებ ამ განცხადებას, რაც ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან!

    ლუკა კურტანიძე: ზუსტად მერვე დღეს ვაკეთებ ამ განცხადებას, რაც ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან!

  • “გირჩისა” და “მოქალაქეების” მიერ დაწყებულ კონსულტაციებს ოპოზიციის ნაწილი მთავარი საკითხიდან აქცენტების გადატანად აფასებს

    “გირჩისა” და “მოქალაქეების” მიერ დაწყებულ კონსულტაციებს ოპოზიციის ნაწილი მთავარი საკითხიდან აქცენტების გადატანად აფასებს

  • დეკანოზი ილია: ეს ვირუსი, რომლითაც ბევრი გარდაიცვალა …

    დეკანოზი ილია: ეს ვირუსი, რომლითაც ბევრი გარდაიცვალა …

  • ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე იუბილარია

    ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე იუბილარია

  • 110 ახალი ინფიცირებული, 1643 განკურნებული და 25 გარდაცვლილი – COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა საქართველოში

    110 ახალი ინფიცირებული, 1643 განკურნებული და 25 გარდაცვლილი – COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა საქართველოში

  • გიორგი გაბუნია: …მაგრამ მათ შორის არ იყო ერთი პატარა თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, რომელშიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა

    გიორგი გაბუნია: …მაგრამ მათ შორის არ იყო ერთი პატარა თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, რომელშიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა

  • ელენე ხოშტარია: …ეს იმ ფონზე, როცა “ქართული ოცნების” შემომწირველები სრულიად უსარგებლო საკარანტინე ღონისძიებებში მილიონობით ლარს იღებენ

    ელენე ხოშტარია: …ეს იმ ფონზე, როცა “ქართული ოცნების” შემომწირველები სრულიად უსარგებლო საკარანტინე ღონისძიებებში მილიონობით ლარს იღებენ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge