NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»„ნაცმოძრაობის“ დეპუტატებს – რა ჯიშის ხართ? რა ჯილაგის ხართ? რა რწმენის ხართ? გინდათ გაილაშქროთ და სულში ჩააფურთხოთ საქართველოს

„ნაცმოძრაობის“ დეპუტატებს – რა ჯიშის ხართ? რა ჯილაგის ხართ? რა რწმენის ხართ? გინდათ გაილაშქროთ და სულში ჩააფურთხოთ საქართველოს

12 ნოე 2019 პოლიტიკა 138 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

რა ჯიშის ხართ? რა ჯილაგის ხართ? რა რწმენის ხართ? გინდათ გაილაშქროთ და სულში ჩააფურთხოთ საქართველოს. თქვენ ეს არ გამოგივათ! თქვენ არ ინდობთ არც საეკლესიო კაბას, არ ინდობთ ასევე ჩოხას და სულში აფურთხებთ საზოგადოებას, – ასე მიმართა პარლამენტის უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს.

როგორც ხუნდაძემ განაცხადა, აღნიშნული პარტიის წარმომადგენლები ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ქმედებებს ახორციელებენ.

“ყოველთვის ვცდილობ თავშეკავებული ვიყო ჩემს გამოსვლებში და განცხადებებში, მაგრამ შეუძლებელია ემოციის გარეშე შევაფასო ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ჩვენს ქვეყანაში. სრულიად გამიზნული სპეცოპერაცია ეკლესიასა და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქზე. როგორც ჩანს , „ნაციონალური მოძრაობა“ თავის დანაყოფებთან ერთად გადამწყვეტ ბრძოლას იწყებს და ყველაფერზე მიდის. ისინი გამიზნულად ახორციელებენ ყველა ინსტიტუტის დისკრედიტაციას. დისკრედიტაციას ეწევიან ყველა თანამდებობის პირის – მინისტრების, დეპუტატების, საჯარო მოხელეების, მათი ოჯახის წევრების, ჩვეულებრივი მოქალაქეების, რომლებიც მათი თანამოაზრეები არ არიან. ისინი ცდილობენ სიცრუის კორიანტელში გახვიონ ქვეყანა და სიცრუე დომინანტად აქციონ სიმართლეზე. შენებაც კი სურთ მათ რომ ნგრევად გამოაცხადონ“, – განაცხადა ხუნდაძემ.

მისივე თქმით, „ისინი თავს დაესხნენ საქართველოს პატრიარქს და ეკლესიას“.

„ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ ლიდერთან ერთად, რომელიც ბოლოს გამოგვეცხადა, როგორც ეკლესიის პატივისმცემელი და მოძღვარი, თითქოს მას უნდა აღსარება ჩავაბაროთ, ჯვარი დაგვანახა და სწორედ ჯვარს დაუწყო ბრძოლა. მართალია, ეს ბრძოლა უშედეგოდ დასრულდება, მაგრამ ეს არის კულმინაცია საქართველოს სახელმწიფოებრიობასა და საზოგადოების ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლის გზაზე. ეკლესიასთან ბრძოლა არ დაუწყიათ დღეს. 16 წელია ისინი საზოგადოების და ქვეყნის ამ ფუნდამენტურ საყრდენს ებრძვიან. გახსოვთ ალბათ, ეკლესიებზე სატვირთოებით განხორციელებული შეტევა. „თავისუფლების ინსტიტუტისა“ და ბოკერიას მიერ ეკლესიის ყოველდღიური დისკრედიტაცია. ახალაიების პირადი მოძღვრის, კარის მოძღვრის, პეტრეს პატრიარქზე გალაშქრება და შემდეგ მათი ლიდერის გამოხმაურება, რომელიც მას „ღირსეულ კაცად“ აღიარებს. გაბუნიას ბილწსიტყვაობას სამწუხაროდ, მივეჩვიეთ, მაგრამ საზოგადოება ამას არასდროს მიეჩვევა. გახსოვთ ალბათ, ღვთისმშობელზე ფეხით შედგომა და საზოგადოების სულში ჩაფურთხება. რამდენიმე დღის წინ ამ მართლაც „ჯოისტიკმა“ მიაყენა კიდევ ერთხელ საზოგადოებას და ფონი შეუქმნა მათ ყოფილ მეუფეს პეტრეს, რომელიც კიდევ ერთხელ ილაშქრებს პატრიარქზე. გრცხვენოდეთ! პატრიარქი, რომელიც არის უხუცესი, საჭეთმპყრობელი, სულიერების წინამძღოლი, პატრიარქს, რომელსაც პატივს სცემს ყველა ჯიშის, ყველა ჯილაგის, ყველა რწმენის წარმომადგენელი და თქვენ ამას არ აკეთებთ. რა ჯიშის ხართ? რა ჯილაგის ხართ? რა რწმენის ხართ? გინდათ გაილაშქროთ და სულში ჩააფურთხოთ საქართველოს. თქვენ ეს არ გამოგივათ! თქვენ არ ინდობთ არც საეკლესიო კაბას, არ ინდობთ ასევე ჩოხას და სულში აფურთხებთ საზოგადოებას. კმარა და გეყოფათ! საზოგადოებასაც და ჩემი გუნდის წევრებსაც გთხოვთ, რომ შეაფასოთ სიტუაცია. არ არის საცდელი ობიექტი ეს ქვეყანა. გთხოვთ, უფრო მეტად პრინციპულები იყავით და ის შეცდომა, რომელიც დაუშვით კოჰაბიტაციით, ამას უნდა ჰქონდეს დასასრული“, – განაცხადა ხუნდაძემ.

კომენტარები

2019-11-12
ირაკლი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ნაცმოძრაობას“ ხელში რომ ჰქონდეს უროები და მაკრატლები, ეკლესიების ნგრევას და სასულიერო პირების გაკრეჭვას დაიწყებდნენ

შემდეგი სტატია

აკაკი ბობოხიძე დიმიტრი ხუნდაძეს – ეკლესიაზე მიტანილ იერიშზე ერთადერთი მეუფე იაკობი ლაპარაკობს და ივანიშვილს აბრალებს – ასეთი მკაცრი ტონი ბიძინას მიმართ გაქვთ თუ რა ხდება?!

მსგავსი სტატიები

ბუქარესტში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ათი წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

ბუქარესტში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ათი წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

10 აგვ 2018
ხელისუფლება საუბრობს იმ გზავნილებით, რომელიც რუსეთს და პუტინს აქვს აგვისტოს ომზე

ხელისუფლება საუბრობს იმ გზავნილებით, რომელიც რუსეთს და პუტინს აქვს აგვისტოს ომზე

ირაკლი 07 აგვ 2019

„მუშები ჩამოდიან „ვიზეარის“ რეისით, აი, კბილები არ აქვთ“

17 სექ 2018

უახლესი ამბები

  • ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს

    ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს

  • “უმრავლესობის უმრავლესობა მხარს პროპორციულ სისტემას უჭერს”

    “უმრავლესობის უმრავლესობა მხარს პროპორციულ სისტემას უჭერს”

  • საპროტესტო აქცია და კონტრაქცია შსს-თან

    საპროტესტო აქცია და კონტრაქცია შსს-თან

  • ეკა ბესელია სრულად მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით უმრავლესობაში უთანხმოებაზე – ეს სპექტაკლები ერთმანეთს დაუდგან

    ეკა ბესელია სრულად მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით უმრავლესობაში უთანხმოებაზე – ეს სპექტაკლები ერთმანეთს დაუდგან

  • შეცდომა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დაუშვა 2024 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, დროა, ჩვენვე გამოვასწოროთ

    შეცდომა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დაუშვა 2024 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, დროა, ჩვენვე გამოვასწოროთ

  • მე, როგორც დეპუტატი, 2024 წლიდან სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგი ვარ

    მე, როგორც დეპუტატი, 2024 წლიდან სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგი ვარ

  • დამხობა, რევოლუცია, რადიკალიზაცია – ეს არ არის ის მომავალი, რაც მოსახლეობას სწყურია

    დამხობა, რევოლუცია, რადიკალიზაცია – ეს არ არის ის მომავალი, რაც მოსახლეობას სწყურია

  • საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის პრინციპებს სჭირდება განვითარება, რომლის მთავარი ამოსავალი, მოქალაქე, პროგრამის ეფექტურობა და დარგზე ზრუნვა იქნება

    საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის პრინციპებს სჭირდება განვითარება, რომლის მთავარი ამოსავალი, მოქალაქე, პროგრამის ეფექტურობა და დარგზე ზრუნვა იქნება

  • სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივასთან დაკავშირებით უმრავლესობის ლიდერებთან გამართულ შეხვედრაზე დაძაბულობა იყო

    სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივასთან დაკავშირებით უმრავლესობის ლიდერებთან გამართულ შეხვედრაზე დაძაბულობა იყო

  • ნინო ლომჯარია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესის შეჩერებას მოითხოვს

    ნინო ლომჯარია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესის შეჩერებას მოითხოვს

მოგვიწონეთ!

თბილისი
2°
broken clouds
humidity: 80%
wind: 3m/s ENE
H 3 • L 2
7°
Sat
8°
Sun
11°
Mon
Weather from OpenWeatherMap
Copyright 2019, News.ge
Create by News.ge