NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ომბუდსმენის ნაბიჯი დაგვიანებულია, იმიტომ, რომ მოსამართლეთა 20-კაციან სიაზე გავლენას ვერ იქონიებს – როდესაც იყო ბრძოლის ყველაზე მძიმე ეტაპი, მაშინ სახალხო დამცველმა ხმა არ ამოიღო

ომბუდსმენის ნაბიჯი დაგვიანებულია, იმიტომ, რომ მოსამართლეთა 20-კაციან სიაზე გავლენას ვერ იქონიებს – როდესაც იყო ბრძოლის ყველაზე მძიმე ეტაპი, მაშინ სახალხო დამცველმა ხმა არ ამოიღო

11 ნოე 2019 პოლიტიკა 127 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დღეს ეს ნაბიჯი კარგია, მაგრამ დაგვიანებულია იმიტომ, რომ 20-კაციან სიაზე გავლენას ვერ იქონიებს, – ასე შეაფასა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ სახალხო დამცველის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობი მოთხოვნა.

„გაზაფხულიდან მოყოლებული თითქმის ყოველ კვირა, როდესაც ირაკლი კობახიძე წერდა კანონს, მე ვაყენებდი საკითხს, ვიბრძოდი ამ თემებთან დაკავშირებით, რომ წესი იყო არასწორი, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არ იყო გათვალისწინებული. მაშინ, სამწუხაროდ, არსად ისმოდა და უნდა გვსმენოდა ჩვენ სახალხო დამცველის მხარდაჭერა. დღეს ეს ნაბიჯი კარგია, მაგრამ დაგვიანებულია იმიტომ, რომ 20- კაციან სიაზე გავლენას ვერ იქონიებს. შემდეგზე შეიძლება, რაღაც გავლენა იქონიოს, მაგრამ დღევანდელ სავალალო შედეგს ვერაფერს ვერ უზამს. სახალხო დამცველს ხმა რომ ამოეღო, როცა ეს ბრძოლა იყო ზენიტში, თუნდაც მკაცრი საჯარო განცხადება გაეკეთებინა, ეს იქნებოდა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი. მაგრამ, სამწუხაროდ, მაშინ ამ ბრძოლაში მე და ნაზი ჯანეზაშვილი ვიყავით მარტო. მომავალში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სახალხო დამცველის პოზიცია, მაგრამ მაშინ, როდესაც ის რაღაცას წყვეტს და არა მაშინ, როდესაც უკვე ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია გავლილი“,- განაცხადა ანა დოლიძემ.

დოლიძის თქმით, მან ჯერ კიდევ აგვისტოში მოუწოდა სახალხო დამცველს საჯაროდ, რომ ჩართულიყო პროცესებში და გაეკეთებინა განცხადება დისკრიმინაციასთან დაკავშირებით.

„როდესაც იყო ამ ბრძოლის ყველაზე მძიმე ეტაპი, მაშინ სახალხო დამცველმა ხმა არ ამოიღო. მას შეეძლო, რომ ჩვენ შეგვერთებოდა ბრძოლაში, მაშინ შეეძლო, რომ მართლაც რაღაც რეალური გავლენა ჰქონოდა. დღეს, როდესაც ყველაზე მკაცრი ეტაპი დასრულებულია, ეს არის საინტერესო, მაგრამ ეს არ არის ნაბიჯი, რომელიც რაიმე შედეგს მოიტანს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

ცნობისთვის, სახალხო დამცველი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.

კომენტარები

2019-11-11
ირაკლი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ მოვუწოდებდი, ინვესტორების მოძიებაზე უფრო აქტიურად გააგრძელონ მუშაობა

შემდეგი სტატია

პოლიტიკურ თანამშრომლობა რუსეთთან ურთიერთობების დასალაგებლად?! – მეუფე პეტრესთან შეხვედრას ნინო ბურჯანაძეც ადასტურებს

მსგავსი სტატიები

შედეგზე პასუხისმგებელია შს მინისტრი, მე მის ადგილზე გადავდგებოდი

შედეგზე პასუხისმგებელია შს მინისტრი, მე მის ადგილზე გადავდგებოდი

ირაკლი 25 ივნ 2019
ია კიწმარიშვილმა სასამართლოში „რუსთავი 2″-ის 30%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით სარჩელი შეიტანა

ია კიწმარიშვილმა სასამართლოში „რუსთავი 2″-ის 30%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით სარჩელი შეიტანა

ირაკლი 12 აგვ 2019
არანაირ გარიგებაზე და საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი არ იქნება

არანაირ გარიგებაზე და საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი არ იქნება

ირაკლი 08 ოქტ 2019

უახლესი ამბები

  • პარტია „ლელო“ 22 დეკემბერს დაფუძნდება

    პარტია „ლელო“ 22 დეკემბერს დაფუძნდება

  • ნინო ბურჯანაძე: … აი, ეს არის უხერხულობა, როცა ასეთი ხელისუფლება გვყავს

    ნინო ბურჯანაძე: … აი, ეს არის უხერხულობა, როცა ასეთი ხელისუფლება გვყავს

  • ღამის კლუბში ორი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს

    ღამის კლუბში ორი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს

  • ფილმ „მანდარინების“ რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა

    ფილმ „მანდარინების“ რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა

  • „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლებს მოუწოდებს აღიარონ, რომ პროექტის განხორციელებას ვერ ახერხებენ

    „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლებს მოუწოდებს აღიარონ, რომ პროექტის განხორციელებას ვერ ახერხებენ

  • რაღაც სეპარატისტული ვიზიტივით გამოდის, მაგრამ შენიშვნას ვერ მივცემ იმ თვალსაზრისით, რომ ეს ნინო ბურჯანაძის არჩევანი და მისი პოლიტიკური ნიშაა

    რაღაც სეპარატისტული ვიზიტივით გამოდის, მაგრამ შენიშვნას ვერ მივცემ იმ თვალსაზრისით, რომ ეს ნინო ბურჯანაძის არჩევანი და მისი პოლიტიკური ნიშაა

  • ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვან გასაყარზე, ან დავიბრუნებთ თავისუფალ არჩევნებს, ან მართლა გადავეშვებით ჭაობში

    ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვან გასაყარზე, ან დავიბრუნებთ თავისუფალ არჩევნებს, ან მართლა გადავეშვებით ჭაობში

  • ძალიან დიდი კონკურენცია და ბრძოლა მიდის ე.წ. ამერიკულ და „გერმანულ მოდელებს“ შორის – ვინ გაიმარჯვებს, არ ვიცი

    ძალიან დიდი კონკურენცია და ბრძოლა მიდის ე.წ. ამერიკულ და „გერმანულ მოდელებს“ შორის – ვინ გაიმარჯვებს, არ ვიცი

  • ინციდენტები აძლიერებს წინააღმდეგობას, ტყუილი ქვეყანაში უნდა დამთავრდეს – ოპოზიცია ქუთაისში აქცია მართავს

    ინციდენტები აძლიერებს წინააღმდეგობას, ტყუილი ქვეყანაში უნდა დამთავრდეს – ოპოზიცია ქუთაისში აქცია მართავს

  • ბიძინა ივანიშვილი და გუნდის უმრავლესობა ჩვენი ინიციატივის განვითარების წინააღმდეგია, მაგრამ არც ჩვენ ვართ ცოტა, ამიტომ პროცესს ვაგრძელებთ

    ბიძინა ივანიშვილი და გუნდის უმრავლესობა ჩვენი ინიციატივის განვითარების წინააღმდეგია, მაგრამ არც ჩვენ ვართ ცოტა, ამიტომ პროცესს ვაგრძელებთ

მოგვიწონეთ!

თბილისი
3°
overcast clouds
humidity: 74%
wind: 2m/s ENE
H 4 • L 4
11°
Mon
8°
Tue
8°
Wed
Weather from OpenWeatherMap
Copyright 2019, News.ge
Create by News.ge