ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საცხოვრებელბინებში გაზგაყვანილობისა დაგაზდანადგარების შემოწმება.
კომპანია „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებისრულად მობილიზებულები არიან დაგეგმური შემოწმებების გარდა, ინტენსიურადმიმდინარეობს გაზგაყვანილობისა და შიდაქსელის კონტროლი.
მრავალი გაფრთხილების მიუხედავად, სტატისტიკა მეტყველებს, რომ ხშირშემთხვევაში აბონენტების ნაწილი გაზისქსელის უსაფრთხოებას არ იცავს. ისინი კარსარ უღებენ გაზის უსაფრთხოებისსპეციალისტებს და საშუალებას არ აძლევს, ბინაში დამონტაჟებული საშიში დანადგარიქსელიდან ჩახსნან, სრულად აიგნორებენგაფრთხილებებს. ერთხელ უკვე ჩაჭრილ, სასიკვდილო დანადგარებს ხელმეორედ, თვითნებურად აერთებენ ქსელზე, რითაცსაფრთხეში ადებენ არა მხოლოდ საკუთარიოჯახის წევრების სიცოცხლეს, არამედკორპუსში მცხოვრები მეზობლებისჯანმრთელობასაც.
კომპანია „თბილისი ენერჯი“ კიდევ ერთხელშეგახსენებთ – კუსტარულად, ქსელზეთვითნებურად დაერთებული ნებისმიერიტიპის დანადგარის მოხმარება დაუშვებელია. ასევე, სასიკვდილოა ღია წვის კამერიანიდანადგარები (გაზზე მომუშავე წყლისგამაცხელებლები ან გამათბობლები, რომლებიც ჟანგბადს ოთახიდან იღებენ). ნუგარისკავთ საკუთარი ოჯახის წევრებისა დასხვა ადამიანების სიცოცხლით. გაითვალისწინეთ ჩვენი სპეციალისტებისრეკომენდაციები. მხოლოდ ოქტომბერშიკომპანიის სპეციალისტებმა დედაქალაქში7053 დარღვევა გამოავლინეს და ქსელიდანჩახსნეს სასიკვდილო დანადგარები. ქსელიდანჩახსნილი სახიფათო დანადგარებისა დამოუწესრიგებელი გაზგაყვანილობისსტატისტიკა უბნების მიხედვით ასეთია:
სამგორი 1661
ისანი–ვაზისუბანი 1481
გლდანი 947
სანზონა 638
საბურთალო 463
დიღომი 317
ნუცუბიძე 267
დიდუბე 236
ჩუღურეთი 226
ნაძალადევი 223
ვაკე 214
კრწანისი 202
მთაწმინდა 158
წყნეთი 20
სულ 7053
კომენტარები