NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»რომან გოცირიძემ თადუმაძესთან წააგო და ხინკალზე გვეპატიჟება

რომან გოცირიძემ თადუმაძესთან წააგო და ხინკალზე გვეპატიჟება

08 ნოე 2019 პოლიტიკა 549 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გოჩა ჯეირანაშვილს უსმენენ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრებს მიმართა, მოსამართლეობის კანდიდატისთვის კითხვების დასმა სურდათ თუ შესვენება გამოეცხადებინა და „რომან გოცირიძისმიერ შალვა თადუმაძესთან წაგებული ხინკალი“ დაეგემოვნებინათ. აღნიშნულზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ უპასუხა, რომ „იუმორი მისი ძლიერი მხარე არ არის“.

„ქალბატონო თინა, გნებავთ თქვენ დაიწყეთ, ბატონი რომანი არ არის. რომან გოცირიძე ხინკალზე გვეპატიჟება, თადუმაძესთან წააგო და გარეთ ყველას გეპატიჟებათ. გნებავთ, ისარგებლოთ ფრაქციის დროით თუ შესვენება გამოვაცხადოთ?!“ – იკითხა ოხანაშვილმა. კომიტეტის თავმჯდომარეს თინა ბოკუჩავამ უპასუხა: „ბატონო ანრი, იუმორი რომ თქვენი ძლიერი მხარე არ არის. რატომ ცდილობთ, რომ მუდმივად გამომიყვანოთ ბატონი რომანის დამცველის როლში?! ჯერ დისციპლინარული ლექციები წაუკითხეთ და ვნახეთ, რომ თქვენი- უმრავლესობის წევრები არ დადიან თქვენივე კომიტეტის განხილვებზე. ახლა იძახით წააგოო. სინამდვილეში იცით, რომ მოიგო და ახლა ყველას გეპატიჟებათ, მათ შორის, ჟურნალისტებს და თქვენც, ბატონო ანრი“,- უპასუხა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა, რომ თუ შალვა თადუმაძის კურსელები გამოეხმაურებოდნენ, სახინკლეში დაპატიჟებდა, ხოლო თუ ლექტორები, მაშინ მათ მთაწმინდაზე რესტორანში ეპატიჟებოდა. დღეს რომან გოცირიძემ პარლამენტში ხინკალი მიიტანა. ხინკალს წარწერა ჰქონდა – „თუ უდიპლომო არ მიდის ხინკალთან, ხინკალი თავად მიდის დიპლომიანებთან“. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მან ვერ იპოვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის კურსელები, ამიტომ, დაპირებული ხინკალი პარლამენტში მიიტანა.

კომენტარები

2019-11-08
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია

შემდეგი სტატია

სად მაქვს ფილმის დრო, ბოლოს ფილმი როდის ვნახე და კინოში როდის ვიყავი, არ მახსოვს

მსგავსი სტატიები

“ყოფილი მეუღლეები ერთმანეთს შორდებიან და კატეგორიულად განსხვავებული აზრი აქვთ კონკრეტულ საკითხებზე” – მმართველი გუნდი ყოფილ თანაგუნდელებზე

“ყოფილი მეუღლეები ერთმანეთს შორდებიან და კატეგორიულად განსხვავებული აზრი აქვთ კონკრეტულ საკითხებზე” – მმართველი გუნდი ყოფილ თანაგუნდელებზე

სოსო ელისაშვილი 15 აპრ 2019

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის მეხუთე შეხვედრა დასრულდა

20 სექ 2017

მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა დაცვის მხარის კერძო ექსპერტიზას არ ენდობა

09 ნოე 2018

უახლესი ამბები

  • გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

    გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

  • ტედროს ადჰანო გებრეისუსი:  მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

    ტედროს ადჰანო გებრეისუსი: მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

  • გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

    გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

  • 14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

    14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

  • “ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

    “ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

  • “ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

    “ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

  • უცხო კაცი

    უცხო კაცი

  • “მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია”

    “მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია”

  • “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

    “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

  • არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

    არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge