NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»კოლეგებს მივმართავ, კენჭისყრისთვის კონსოლიდირება მოვახდინოთ – ყველასთან ვისაუბრებ, ვინც მზადაა, რომ უზენაესი სასამართლოს ოკუპაციას მხარი არ დაუჭიროს

კოლეგებს მივმართავ, კენჭისყრისთვის კონსოლიდირება მოვახდინოთ – ყველასთან ვისაუბრებ, ვინც მზადაა, რომ უზენაესი სასამართლოს ოკუპაციას მხარი არ დაუჭიროს

08 ნოე 2019 პოლიტიკა 427 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მინდა მივმართო ყველა ჩემ კოლეგას პარლამენტში, კარგად გაიაზრონ რას მოემსახურება მათი ხმა – ქვეყნის მომავალს თუ უბედურებას და დაბრუნებას იმ უბედურ წარსულში, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პროცესმა რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მიმდინარეობდა, უმძიმესი სურათი აჩვენა, რის გამოც უნდობლობა უნდა გამოუცხადონ 20- კაციან სიას.

„სურათი ასეთია, რომ მოსამართლეთა დიდი ნაწილი, 20-დან 15 მოქმედი მოსამართლე, რომელიც სამოსამართლეო საქმიანობას ახორციელებდა, ვერ უძლებს კრიტიკას და ვერანაირ სტანდარტს კომპეტენციის და კეთილსინდისიერების კუთხით. ერთი-ორი იშვიათი გამონაკლისის გარდა კომპეტენციის ნაწილშიც არის უმძიმესი სურათი. ამ პროცესმა აჩვენა რომ შერჩეულია იუსტიციის საბჭოს მიერ არა საუკეთესო კანდიდატები, არამედ მათი უმრავლესობა წარმოადგენს მოსამართლეთა ვიწრო ჯგუფთან, კლანთან დაახლოებულ პირებს. მინდა მივმართო ყველა ჩემ კოლეგას პარლამენტში, კარგად გაიაზრონ ქვეყნის და მომავლის წინაშე მათი ხმა რას მოემსახურება – ქვეყნის მომავალს თუ უბედურებას და დაბრუნებას იმ უბედურ წარსულში. ამიტომ ეს არის უმძიმესი და ურთულესი არჩევანი, რომელიც მალე უნდა გააკეთოს ყველამ“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, დღეიდან იწყებს კონსულტაციებს ყველასთან და არ აპირებს მშვიდად დაელოდოს კენჭისყრის დღეს.

“ვინც მზადაა იყოს პრინციპული და არ დაუჭიროს მხარი უზენაესი სასამართლოს ოკუპაციას, ყველასთან ვისაუბრებთ, რომ კონსოლიდირება მოვახდინოთ კენჭისყრის დღისთვის, რათა იგრძნოს პარლამენტის უმრავლესობამ საზოგადოების მკვეთრად უარყოფითი განწყობა”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

2019-11-08
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიის ჩაგდებას ალტერნატივა არ აქვს – არ შეიძლება, პარლამენტმა არჩევანი ცუდსა და უარესს შორის გააკეთოს

შემდეგი სტატია

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია

მსგავსი სტატიები

„ახალი ომბუდსმენი მმართველი გუნდის გავლენის ქვეშ არ უნდა მოექცეს და ხელისუფლების მიმართ ობიექტურად კრიტიკული უნდა იყოს’’

08 დეკ 2017
სპეკულაციები, ყურძენზე ფასის კლებაზე, ხშირად პოლიტიკური ძალების ან მიზანმიმართულად არასწორად ინფორმირებული მევენახეების მხრიდან მოდის და სრულიად უსაფუძვლოა

სპეკულაციები, ყურძენზე ფასის კლებაზე, ხშირად პოლიტიკური ძალების ან მიზანმიმართულად არასწორად ინფორმირებული მევენახეების მხრიდან მოდის და სრულიად უსაფუძვლოა

ირაკლი შალიკაშვილი 11 სექ 2019
საქართველოს მთავრობამ ირანის მოქალაქეების და იქ ნამყოფი უცხოელების ქვეყანაში შემოსვლა დროებით უნდა აკრძალოს

საქართველოს მთავრობამ ირანის მოქალაქეების და იქ ნამყოფი უცხოელების ქვეყანაში შემოსვლა დროებით უნდა აკრძალოს

ირაკლი შალიკაშვილი 04 მარ 2020

უახლესი ამბები

  • თოფიანები და ფულიანები – ასე შეიძლება დავახასიათოთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა

    თოფიანები და ფულიანები – ასე შეიძლება დავახასიათოთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა

  • სერიოზული გამოწვევაა, როცა ასეთი რესურსის მქონე პარტიის თავმჯდომარე ტოვებს გუნდს, მაგრამ ჩვენ ერთიანობით ვუპასუხებთ ყველა გამოწვევას

    სერიოზული გამოწვევაა, როცა ასეთი რესურსის მქონე პარტიის თავმჯდომარე ტოვებს გუნდს, მაგრამ ჩვენ ერთიანობით ვუპასუხებთ ყველა გამოწვევას

  • ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილში არაერთი გამოთქვამს წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ ბოიკოტი არასწორი გადაწყვეტილებაა

    ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილში არაერთი გამოთქვამს წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ ბოიკოტი არასწორი გადაწყვეტილებაა

  • ოპოზიციაში ტრენდად იქცა, რომ თუ არჩევნებზე საუბრის დროს გაყალბება არ ახსენეს, ქვეყნისა და სამშობლოს ღალატად უთვლიან ამას ერთმანეთს

    ოპოზიციაში ტრენდად იქცა, რომ თუ არჩევნებზე საუბრის დროს გაყალბება არ ახსენეს, ქვეყნისა და სამშობლოს ღალატად უთვლიან ამას ერთმანეთს

  • კახა კალაძე: …და ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ

    კახა კალაძე: …და ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ

  • მაია ბუ­წაშ­ვი­ლი: კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რომ თუ წე­სებს და­ვი­ცავთ, ჩა­კეტვის რე­ჟი­მი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი

    მაია ბუ­წაშ­ვი­ლი: კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რომ თუ წე­სებს და­ვი­ცავთ, ჩა­კეტვის რე­ჟი­მი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი

  • ვლადიმერ ჟირინოვსკი დონალდ ტრამპს: დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ დაბრუნდებით თეთრ სახლში

    ვლადიმერ ჟირინოვსკი დონალდ ტრამპს: დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ დაბრუნდებით თეთრ სახლში

  • 3 ბრენდი, რომელმაც საქართველოს ბაზარი სრულად დატოვა

    3 ბრენდი, რომელმაც საქართველოს ბაზარი სრულად დატოვა

  • “1-ელი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს”

    “1-ელი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს”

  • ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

    ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge