NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ბოკერია გათავხედებულია უკმეხი გამონათქვამებით

ბოკერია გათავხედებულია უკმეხი გამონათქვამებით

08 ნოე 2019 პოლიტიკა 485 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მე ვფიქრობ, რომ თვითონ ბოკერია არის ხშირ შემთხვევაში გათავხედებული უკმეხი გამონათქვამებით, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი “ევროპული საქართველოს” წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებას.

ვოლსკიმ ბოკერიას განცხადება შეაფასა იმის შესახებ, რომ ვინც ლევან აკინის ფილმს “და ჩვენ ვიცეკვეთ” ეწინააღმდეგება, “ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად გათავხედებული ხალხია”.

როგორც ვოლსკი აღნიშნავს, სახელმწიფოს ამოცანაა, დაპირისპირების ის ხარისხი არ მივიღოთ, რომელიც ქვეყანას გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის.

“მე ვფიქრობ, რომ თვითონ ბოკერია არის ხშირ შემთხვევაში გათავხედებული უკმეხი გამონათქვამებით. არსებობს ჯგუფი, რომელსაც არ მიაჩნია სწორად პროპაგანდა ისეთი ადამიანური ურთიერთობის, რომელიც უპირისპირდება გარკვეულ ტრადიციას, რომლითაც საქართველო დღემდე მოვიდა. არის მეორე ჯგუფი, რომელსაც მიაჩნია, რომ ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა და ამაზე შეიძლება ფილმიც გადაიღონ, თუნდაც ქართული ცეკვის გამოყენებით. ეს მოცემულობაა. რამდენადაც უკმეხი განცხადებები არ უნდა აკეთოს ბოკერიამ ან სხვამ, ეს აზრი არსებობს და იატაკქვეშ ვერ დაიმალება. სახელმწიფოს ამოცანაა, დაპირისპირების ის ხარისხი არ მივიღოთ, რომელიც ქვეყანას გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის. ქვეყანაზე ვიფიქროთ ყველამ, ერთმა მხარემაც და მეორე მხარემაც. ზოგიერთ პოლიტიკოსს კიდევ შევახსენებ, რომ პოლიტიკის გარდა არსებობს სამშობლო, რომელზეც მეტი უნდა ვიფიქროთ”, – განაცხადა ვოლსკიმ და დასძინა, რომ “კანონი არ უნდა დაირღვეს, რომელიც ყველასთვის ერთია, რა ორიენტაციისაც არ უნდა იყოს ადამიანი”.

“ჩემი დამოკიდებულება მაქვს, ჩემი ემოცია, მაგრამ პასუხისმგებლობაც მაქვს, რომ არ დავუშვა დაპირისპირების ის ხარისხი, რომელმაც სახელმწიფოს შეიძლება საფრთხე შეუქმნას”,- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ ყველა ჯგუფი და მათ შორის სასულიერო პირთა ნაწილი, რომელიც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ წინააღმდეგ კამპანიას აგორებს, ჩვეულებრივი პროპუტინისტური ფაშისტები და საქართველოს თავისუფლების მტრები არიან.

კომენტარები

2019-11-08
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სად მაქვს ფილმის დრო, ბოლოს ფილმი როდის ვნახე და კინოში როდის ვიყავი, არ მახსოვს

შემდეგი სტატია

ყველას შეუძლია თავი გამოხატოს ხელოვნებაში ისე, როგორც ამას საჭიროდ თვლის

მსგავსი სტატიები

ადვოკატის ინფორმაციით, საკრებულოსთან აქციაზე 12 ადამიანი დააკავეს

10 ოქტ 2017
„დღეს ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი, არასრულწლოვნების ჩვენება იქნება ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე“

„დღეს ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი, არასრულწლოვნების ჩვენება იქნება ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე“

24 ივლ 2018
მოვუწოდებთ მსხვილ სადისტრიბუციო-საბითუმო და საცალო ვაჭრობის კომპანიებს, ნუ ისარგებლებენ შექმნილი ვითარებით – ჩვენ ამას მკაცრად გავაკონტროლებთ

მოვუწოდებთ მსხვილ სადისტრიბუციო-საბითუმო და საცალო ვაჭრობის კომპანიებს, ნუ ისარგებლებენ შექმნილი ვითარებით – ჩვენ ამას მკაცრად გავაკონტროლებთ

ირაკლი შალიკაშვილი 17 მარ 2020

უახლესი ამბები

  • ბაიდენს რომ ვუსმენდი, მეგონა, ჩვენი პროგრამა ჰქონდა

    ბაიდენს რომ ვუსმენდი, მეგონა, ჩვენი პროგრამა ჰქონდა

  • ჯენიფერ ლოპესი  ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე (ფოტოები)

    ჯენიფერ ლოპესი ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე (ფოტოები)

  • გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს

    გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს

  • იაგო ხვიჩია: ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძეს თავის ამაზრზენ საქციელზე მოუწევს ბოდიშის მოხდა, სხვა შემთხვევაში, მას სულ ასე მოუწევს დამალვა

    იაგო ხვიჩია: ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძეს თავის ამაზრზენ საქციელზე მოუწევს ბოდიშის მოხდა, სხვა შემთხვევაში, მას სულ ასე მოუწევს დამალვა

  • კამალა ჰარისი: For the people—always

    კამალა ჰარისი: For the people—always

  • გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა

    გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა

  • სახალხო დამცველმა დაადასტურა ის, რაც ყველასთვის ნათელია, რომ ციხეს მართავს არა ადმინისტრაცია, არამედ შავი სამყარო

  • ცრუ ინფორმაციების გავრცელება მიზანმიმართულად ხდება, თითქოს ჭავჭავაძეზე რამე ცუდი გავაკეთეთ – აბა ის მოგწონდათ, ვირთხები, თაგვები და სუნი რომ იყო?

    ცრუ ინფორმაციების გავრცელება მიზანმიმართულად ხდება, თითქოს ჭავჭავაძეზე რამე ცუდი გავაკეთეთ – აბა ის მოგწონდათ, ვირთხები, თაგვები და სუნი რომ იყო?

  • გუშინ ოპოზიციის სახის დაკარგვის ახალი ეტაპი ვიხილეთ – არგუმენტები, რითაც მამუკა ხაზარაძე ალეკო ელისაშვილს პასუხობდა, ძალიან სუსტი იყო

    გუშინ ოპოზიციის სახის დაკარგვის ახალი ეტაპი ვიხილეთ – არგუმენტები, რითაც მამუკა ხაზარაძე ალეკო ელისაშვილს პასუხობდა, ძალიან სუსტი იყო

  • ყველაფერს  გავაკეთებ, რათა საერთაშორისო მასშტაბის ყურადღება მიექცეს იმ ფაქტს, რომ საქართველოში პენიტენციური სისტემა სახალხო დამცველს უმხედრებს კრიმინალებს

    ყველაფერს გავაკეთებ, რათა საერთაშორისო მასშტაბის ყურადღება მიექცეს იმ ფაქტს, რომ საქართველოში პენიტენციური სისტემა სახალხო დამცველს უმხედრებს კრიმინალებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge