NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ეკა ბესელია არასამთავრობოებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრის დღეს, „პროტესტი რაც შეიძლება მძლავრად გამოხატონ“

ეკა ბესელია არასამთავრობოებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრის დღეს, „პროტესტი რაც შეიძლება მძლავრად გამოხატონ“

07 ნოე 2019 პოლიტიკა 357 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია არასამთავრობო ორგანიზაციებს, თანამოაზრეებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ იმ დღეს, როდესაც პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭს უყრის, პროტესტი რაც შეიძლება მძლავრად გამოხატონ. როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, პროტესტი უნდა გაიგოს საქართველოს პარლამენტმა.

ბესელია ყველა დაინტერესებულ მხარეს მოუწოდებს, ხვალიდან დაიწყონ კონსულტაციები და მოხდეს შეთანხმება, როგორ და რა ფორმით გამოიხატება ეს პროტესტი.

„მინდა მივმართო არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჩვენი ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც კარგად ესმის რას ნიშნავს დაცულობა კვლიფიციური და კეთილსინდისიერი მოსამართლის ხელში, რომ კენჭისყრის დღეს პროტესტი მძლავრად იყოს გამოხატული. ეს პროტესტი უნდა გაიგოს საქართველოს პარლამენტმა, რომელმაც ხალხის სახელით უნდა გადაწყვიტოს ხალხის მომავალი. ეს მომავალი არის თქვენს ხელში, რაც უფრო დიდი იქნება საპროტესტო განწყობა, რაც უფრო დიდი იქნება ამ სიის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის წნეხი, მით უფრო რეალური იქნება მეორედ ავირიდოთ ის საფრთხე, რომელიც ავირიდეთ 2018 წლის დეკემბრის ბოლო კვირას.

ჩვენს თანამოაზრეებთან ერთად, განურჩევლად იმისა, ვის როგორი პოლიტიკური გემოვნება და შეხედულებები აქვს, რა თქმა უნდა, იმათ გარდა, ვინც თავად იყო ამ ძალადობრივი რეჟიმის შემოქმედი, უნდა დავიწყოთ კონსულტაციები ხვალიდნავე იმისთვის, რომ მოვიფიქროთ, შევარჩიოთ პროტესტის როგორი ფორმა იქნება ყველაზე რელევანტური, შესაფერისი. წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ იმ განზრახვას, რომ არჩეულნი იყვნენ ისეთი მოსამართლეები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალს. უნდა გამოვიყენოთ ყველა მშვიდობიანი კონსტიტუციური ფორმა, რომ საქართველოს პარლამენტის თითოეულმა წევრმა გაიგოს საკუთარი მოქალაქეების და ამომრჩევლების ხმა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

2019-11-07
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

დახვეწილი ბოროტი სისტემის შემქმნელის, ზურაბ ადეიშვილის თანაშემწე იყავით და 28 წლის ადამიანი ვერ გრძნობდით, რომ რაღაც ისე არ მიდიოდა?

შემდეგი სტატია

ოკუპანტების თავნებობის მიზეზად ოპოზიცია ხელისუფლების არასწორ პოლიტიკას ასახელებს

მსგავსი სტატიები

ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები მიმდინარეობს

ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები მიმდინარეობს

28 აპრ 2018
მამუკა მდინარაძე: თუ ოპოზიციიდან ვინმე მიხვდება, რომ „ევროპული საქართველოს“ და „ნაცმოძრაობის“ ბულინგს არ უნდა დაექვემდებაროს …

მამუკა მდინარაძე: თუ ოპოზიციიდან ვინმე მიხვდება, რომ „ევროპული საქართველოს“ და „ნაცმოძრაობის“ ბულინგს არ უნდა დაექვემდებაროს …

ნინო ჩხეიძე 04 იან 2021
„ვერ გაიგეს, რომ არცერთ ხელისუფლებას არ გაუვა ასეთი უტიფრობა“

„ვერ გაიგეს, რომ არცერთ ხელისუფლებას არ გაუვა ასეთი უტიფრობა“

03 ნოე 2018

უახლესი ამბები

  • ლარი კინგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

    ლარი კინგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • “ხოდა დარჩით სახლში, მონებო და მშვიდად უყურეთ, თქვენი უბედურების ხარჯზე როგორ დადიან მთავრობის წევრები რესტორნებში, კურორტებზე …”

    “ხოდა დარჩით სახლში, მონებო და მშვიდად უყურეთ, თქვენი უბედურების ხარჯზე როგორ დადიან მთავრობის წევრები რესტორნებში, კურორტებზე …”

  • პარტია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

    პარტია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  • “”შუა ბულვარში 16 – სართულიანი “ამბასადორი” – ეს კატასტროფაა, დანაშაულია!”

    “”შუა ბულვარში 16 – სართულიანი “ამბასადორი” – ეს კატასტროფაა, დანაშაულია!”

  • ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით რუსეთში საპროტესტო აქციები დაიწყო

    ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით რუსეთში საპროტესტო აქციები დაიწყო

  • ელენე ხოშტარია: ადამიანებს ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე უთხრეს, რომ კიდევ იშიმშილეთ ერთი თვე

    ელენე ხოშტარია: ადამიანებს ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე უთხრეს, რომ კიდევ იშიმშილეთ ერთი თვე

  • Bloomberg: საქართველოს მოსახლეობის 5%-ის სამყოფი ვაქცინის კონტრაქტი აქვს დადებული

    Bloomberg: საქართველოს მოსახლეობის 5%-ის სამყოფი ვაქცინის კონტრაქტი აქვს დადებული

  • ალენ დელონის ყოფილი მეუღლე, ნატალი დელონი პარიზში გარდაიცვალა

    ალენ დელონის ყოფილი მეუღლე, ნატალი დელონი პარიზში გარდაიცვალა

  • 34 წლის ქეთა თოფურიას მეორე შვილი შეეძინა

    34 წლის ქეთა თოფურიას მეორე შვილი შეეძინა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge