NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»საგანგაშოდ მაღალია ინფლაციის მაჩვენებელი – უნდა შეიქმნას ეკონომიკური ინიციატივების ერთობა, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს ამ მდგომარეობიდან

საგანგაშოდ მაღალია ინფლაციის მაჩვენებელი – უნდა შეიქმნას ეკონომიკური ინიციატივების ერთობა, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს ამ მდგომარეობიდან

05 ნოე 2019 პოლიტიკა 790 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საგანგაშოდ მაღალია ინფლაციის მაჩვენებელი. უნდა შეიქმნას ეკონომიკური ინიციატივების ერთობა, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს ამ მდგომარეობიდან, – ასე აფასებს ბადრი ჯაფარიძე ,,საქსტატის’’ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემს, რომლის თანახმადაც წლიური ინფლაციის მაჩვენებელი ოქტომბერში 6.9 პროცენტს გაუტოლდა.

,,ასეთი მაღალი ინფლაცია პირდაპირ ურტყამს მოსახლეობის განსაკუთრებით მოწყვლად ნაწილს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად ამცირებს მოსახლეობის მსყიდველუნარიანობას და განსაკუთრებით იმ ადამიანების, რომლებსაც დაბალი შემოსავალი აქვთ. საგანგაშოდ მაღალია ინფლაციის მაჩვენებელი. იმდენად, რომ უნდა შეიქმნას ეკონომიკური ინიციატივების ერთობა, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს ამ მდგომარეობიდან.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მაღალი ინფლაცია გამოწვეულია გაუფასურებული კურსის გამო. ფაქტია, რომ ლარის კურსის დაწევა დოლართან მიმართებაში რამდენიმე ფაქტორითაა გამოწვეული, მათ შორის პირდაპირი ინვესტიციების კლებით. ანუ მყარი ვალუტის შემოდინებამ იკლო ქვეყანაში. ვგულისხმობ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, რომელიც არის არა მხოლოდ მყარი ვალუტის შემოდინების, არამედ ახალი საწარმოების შექმნის ან არსებული საწარმოების გაფართოების წყარო. 54%-იანი ვარდნა მიუთითებს, რომ ამ მიმართულებით გვაქვს სერიოზული პრობლემა. ამან, ეკონომიკის არაეფექტურმა მართვამ და კიდევ სხვა ფაქტორებმა გამოიწვია ლარის კურსის დაცემა.

რაც შეეხება ციფრს, რომლითაც ამაყობენ და აცხადებენ, რომ ოქტომბერში ეკონომიკის მაჩვენებელი გაიზარდა 5%-ით, იცით, რასთან შედარებით გაიზარდა? შარშანდელ მესამე კვარტალთან, როდესაც ძალიან დაბალი ზრდა დაფიქსირდა. დღეს გამოქვეყნდა სავალუტო ფონდის პროგნოზი, რომლის თანახმადაც მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 2020 წლისათვის 4,3 პროცენტი იქნება. საერთაშორისო ორგანიზაცია ვარაუდობდა, რომ მშპ-ს ზრდა 4.8 პროცენტი იქნებოდა. ეს არის ძირითადი პრობლემა, რომლის გადაჭრის არანაირი პროგრამა და ხედვა არ არსებობს სახელმწიფოს მხრიდან. ინფლაცია, სამწუხაროდ, ურტყამს მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ნაწილს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული და ლარის კურსის ვარდნა დოლართან მიმართებაში გამოწვეულია იმით, რომ შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქვეყანაში.

„ეკონომიკა არაეფექტურად იმართება. ამან გამოიწვია ლარის გაუფასურება, რაც აისახა ინფლაციის გაორმაგებულ ტემპში. მიზნობრივი მაჩვენებელი 3% უნდა ყოფილიყო. ხოლო როდესაც 3%-დან 7%-ს ვიღებთ, ნიშნავს, რომ მათ მიერ გაკეთებული პროგნოზი არასანდოა. შესაბამისად, ეს ადამიანების და ინვესტორების მოლოდინებსაც ცვლის’’, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

კომენტარები

2019-11-05
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ოპონენტების განცხადებებით დასტურდება, რომ საპატრიარქოს მიმართ ბოლო დღეებში განხორციელებული შეტევა, სავარაუდოდ, ზუსტად ამ ადამიანების ორგანიზებული იყო

შემდეგი სტატია

სალომე ზურაბიშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე – სინოდმა თავისი თქვა – მომეცით უფლება, დავფიქრდე და მივიღო გადაწყვეტილება

მსგავსი სტატიები

ბურჯანაძე: გუშინდელმა დღემ აჩვენა, რომ საქართველოში „ქართული ოცნების“ დემონტაჟის პროცესი შეუქცევადი გახდა… ახლა მაინც უნდა დადგეს ვადამდელი არჩევნების საკითხი

ბურჯანაძე: გუშინდელმა დღემ აჩვენა, რომ საქართველოში „ქართული ოცნების“ დემონტაჟის პროცესი შეუქცევადი გახდა… ახლა მაინც უნდა დადგეს ვადამდელი არჩევნების საკითხი

ნინო ჩხეიძე 21 ივნ 2022
„ჩვენ რუსეთთან არანაირ კომპრომისულ ნაბიჯებს არ ვდგამთ“

„ჩვენ რუსეთთან არანაირ კომპრომისულ ნაბიჯებს არ ვდგამთ“

24 აპრ 2018

მარგველაშვილი: ინფორმაციაზე, რომელიც მიღებულია ანონიმური წყაროებით, პროვოკაციის სახით, რეაგირება არასწორია

16 აგვ 2017

უახლესი ამბები

  • შვედეთის პრემიერი: ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ მხარს დაუჭერს ღია კარის პოლიტიკას

    შვედეთის პრემიერი: ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ მხარს დაუჭერს ღია კარის პოლიტიკას

  • ელოდება თუ არა მსოფლიო კორონავირუსის მეშვიდე ტალღას – რამდენად სწრაფად ვრცელდება საქართველოში ახალი ქვეშტამი და რა სიმპტომები ახასიათებს მას

    ელოდება თუ არა მსოფლიო კორონავირუსის მეშვიდე ტალღას – რამდენად სწრაფად ვრცელდება საქართველოში ახალი ქვეშტამი და რა სიმპტომები ახასიათებს მას

  • ევროკავშირში გაწევრიანება თურქეთის სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება

    ევროკავშირში გაწევრიანება თურქეთის სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება

  • მირანდა ბაღათურია: მეზიზღება 5 ივლისი იცით როგორ მეზიზღება?! …მეზიზღება ვინც შექმნა ეს დღე და ყველა ის მეზიზღება ვინც არაფერი გააკეთა ჩვენს დასაცავად

    მირანდა ბაღათურია: მეზიზღება 5 ივლისი იცით როგორ მეზიზღება?! …მეზიზღება ვინც შექმნა ეს დღე და ყველა ის მეზიზღება ვინც არაფერი გააკეთა ჩვენს დასაცავად

  • სუბარი, ყაველაშვილი, ხუნდაძე: დეკემბერში მისაღები გადაწყვეტილება უკვე მიღებულია – სტატუსს არავინ მოგვანიჭებს

    სუბარი, ყაველაშვილი, ხუნდაძე: დეკემბერში მისაღები გადაწყვეტილება უკვე მიღებულია – სტატუსს არავინ მოგვანიჭებს

  • თამარ ჩერგოლეიშვილი: ჩვენ არსად შესაშვები არ ვართ, აი ამას იძახის “ქართული ოცნება” (ვიდეო)

    თამარ ჩერგოლეიშვილი: ჩვენ არსად შესაშვები არ ვართ, აი ამას იძახის “ქართული ოცნება” (ვიდეო)

  • საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ესპანეთი 82:76 დაამარცხა

    საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ესპანეთი 82:76 დაამარცხა

  • თინა ხიდაშელი: არ არსებობს ბუნებაში, რომ პოლიტიკური შედეგი დადგეს პოლიტიკური მოთამაშეების გარეშე

    თინა ხიდაშელი: არ არსებობს ბუნებაში, რომ პოლიტიკური შედეგი დადგეს პოლიტიკური მოთამაშეების გარეშე

  • მაქსიმ გალკინი: ვხედავ, როგორ წვავს სკაბეევა ABBA-ს ალბომს, სოლოვიოვი კი ყვირის: „კარლსონ!” (ვიდეო)

    მაქსიმ გალკინი: ვხედავ, როგორ წვავს სკაბეევა ABBA-ს ალბომს, სოლოვიოვი კი ყვირის: „კარლსონ!” (ვიდეო)

  • შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადება

    შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge