NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»შალვა თადუმაძის კურსელები ვერ ვიპოვეთ და ლექტორები გამოგვეხმაურეთ – მთაწმინდის რესტორანში ვეპატიჟები, იქნება უმაღლესი სუფრა

შალვა თადუმაძის კურსელები ვერ ვიპოვეთ და ლექტორები გამოგვეხმაურეთ – მთაწმინდის რესტორანში ვეპატიჟები, იქნება უმაღლესი სუფრა

04 ნოე 2019 პოლიტიკა 844 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

შალვა თადუმაძის კურსელები ვერ ვიპოვეთ და ლექტორები გამოგვეხმაურეთ. მთაწმინდის რესტორანში ვეპატიჟები, იქნება უმაღლესი სუფრა, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე მიურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, ნინო ქადაგიძის მოსმენა მიმდინარეობს. გოცირიძემ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც კითხვების დასასმელად მისთვის გამოყოფილი დრო ამოიწურა, ხოლო კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა მას მიკროფონი გაუთიშა.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა მოსამართლეობის კანდიდატს ჰკითხა, ეთანხმება თუ არა მოსაზრებას, რომ ქართული სუფრა უფრო დიდი მონაპოვარია, ვიდრე კოსმოსური ხომალდი ან ინტერნეტი. ამასთან, მან კანდიდატს შეახსენა, რომ თუკი არ ეთანხმება ის ამას ინანებს, რადგან ეს მოსაზრება ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. ამის შემდეგ ანრი ოხანაშვილმა მას მიკროფონი გაუთიშა და მიუთითა, რომ ის ჯერ შალვა თადუმაძეს ეპატიჟებოდა რესტორანში და ახლა ამ განცხადებას აკეთებს. ოხანაშვილის თქმით, ჩანს, რომ რომან გოცირიძე ქართულ სუფრას პატივს არ სცემს.

„ბატონმა ანრიმ დაიცვა შალვა თადუმაძე, მისაყვედურა, რომ სუფრას პატივს არ ვცემ და უდიერად მოვიხსენიე სახინკლე. მეგობრებო, ვერ ვიპოვე თადუმაძის ვერც ერთი კურსელი. ამიტომ ახლა მივმართაც თადუმაძის ლექტორებს. თუ ერთი ლექტორი მაინც გამოჩნდება, ვინც მას ასწავლიდა, მთაწმინდის რესტორანში ვეპატიჟები. კურსელები ვერ მოვძებნეთ, ლექტორები გამოგვეხმაურეთ,”- განაცხადა გოცირიძემ.

თავის მხრივ, კომიტეტის თავმჯდომარემ მას თავშეკავებისკენ მოუწოდა.

„რა გჭირთ, როგორ იქცევით? აქამდე კონსტრუქციულად იქცეოდით და ახლა რა დაგემართათ? ოხუნჯობის ხასიათზე რამ დაგაყენათ?” – მიმართა ოხანაშვილმა გოცირიძეს.

კომენტარები

2019-11-04
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

არაკეთილმოსურნეები ცდილობენ, რომ ყველა კეთილი საქმე, ყველა წინგადადგმული ნაბიჯი შეფუთონ არასწორად და დამახინჯებულად

შემდეგი სტატია

თელავის ისტორიულ მუზეუმში ბექახუცურაულის ნამუშევრების პირველიპერსონალური გამოფენა 7 ნოემბერს გაიხსნება

მსგავსი სტატიები

სააკაშვილი: განსხვავებით საქართველოს ხელისუფლებისგან, უკრაინა იცავს ცივილიზებულ წესებს …

სააკაშვილი: განსხვავებით საქართველოს ხელისუფლებისგან, უკრაინა იცავს ცივილიზებულ წესებს …

ირაკლი შალიკაშვილი 20 იან 2022
“ჩვენთან დამოკიდებულებაში ტოტალურად კეთილგანწყობილები იყვნენ”

“ჩვენთან დამოკიდებულებაში ტოტალურად კეთილგანწყობილები იყვნენ”

ირაკლი შალიკაშვილი 18 აპრ 2022
აგრესია და ძალადობა, რომელიც ვიხილეთ მედიის წარმომადგენლების მიმართ კატეგორიულად მიუღებელია

აგრესია და ძალადობა, რომელიც ვიხილეთ მედიის წარმომადგენლების მიმართ კატეგორიულად მიუღებელია

ირაკლი შალიკაშვილი 08 ივლ 2021

უახლესი ამბები

  • საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი, “ობობა” დააკავეს

    საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი, “ობობა” დააკავეს

  • ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი

    ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი

  • კობახიძე: თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი

    კობახიძე: თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი

  • სალომე ზურაბიშვილი: …საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას

    სალომე ზურაბიშვილი: …საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას

  • დენის შმიგალი: 40-ზე მეტმა ქვეყანამ უკრაინის აღდგენის მხარდაჭერის პირობა დადო

    დენის შმიგალი: 40-ზე მეტმა ქვეყანამ უკრაინის აღდგენის მხარდაჭერის პირობა დადო

  • მოსკოვში ოსტანკინოს ტელეანძას მეხი დაეცა (ვიდეო)

    მოსკოვში ოსტანკინოს ტელეანძას მეხი დაეცა (ვიდეო)

  • ОРТ გასული სიუჟეტი – ქართველი მეცნიერები ლუგარის ლაბორატორიის დახურვას ითხოვენ

    ОРТ გასული სიუჟეტი – ქართველი მეცნიერები ლუგარის ლაბორატორიის დახურვას ითხოვენ

  • რომან გოცირიძე: ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს

    რომან გოცირიძე: ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს

  • “ის ყოველთვის მშვენიერი იქნება”, – დეივიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

    “ის ყოველთვის მშვენიერი იქნება”, – დეივიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

  • უკაცრიელი სახლი ახალ მფლობელს ეძებს

    უკაცრიელი სახლი ახალ მფლობელს ეძებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge