NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ვფიქრობთ, რომ არ უნდა იყვნენ შეწყალებულები პოლიციელის სიცოცხლის ხელყოფისთვის მსჯავრდებულები, ასევე ძებნილი პირები – შეწყალება უნდა იყოს საგამონაკლისო

ვფიქრობთ, რომ არ უნდა იყვნენ შეწყალებულები პოლიციელის სიცოცხლის ხელყოფისთვის მსჯავრდებულები, ასევე ძებნილი პირები – შეწყალება უნდა იყოს საგამონაკლისო

31 ოქტ 2019 პოლიტიკა 409 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ვფიქრობთ, რომ არ უნდა იყვნენ შეწყალებულები პოლიციელის სიცოცხლის ხელყოფისთვის მსჯავრდებული პირები, ასევე სასურველია არ მოხდეს ძებნილი პირის შეწყალება და ვთვლით, რომ შეწყალება უნდა იყოს საგამონაკლისო,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც პრეზიდენტს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და იუსტიციის მიონისტრი თეა წულუკიანი შეხვდნენ.

როგორც თალაკვაძემ განაცხადა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა შეწყალების საკითხთან დაკავშირებით შედგა და ის საკმაოდ პოზიტიურად წარიმართა

„იცით, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ჩვენ მოგვმართა კონსულტაციის მიზნით შეწყალებასთან დაკავშირებით მიგვეწოდებინა ჩვენი მოსაზრებები. დღეს მივაწოდეთ ჩვენი მოსაზრებები, თუ რა კრიტერიუმებით, რა პრინციპზე დაყრნობით არის შესაძლებელი, რომ მომავალში მოხდეს შეწყალება. ჩვენ ვთვლით, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს გათვალისწინებული უნდა იყოს დანაშაულის ხასიათი, ასავე სოციალური რისკი. გათვალისინებული უნდა იყოს, ხომ არ არის ეს ძალადობრივი და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩადენილო მოწყვლადი ჯგუფების: ბავშვის, ქალის, წინააღმდეგ. ასევე ვფიქრობთ, რომ სასურველია გათვალისწინებული იყოს ის, რომ პირს თუ აქვს შესაძლებლობის შეზღუდვის ისეთი ხარისხი ან ისეთი სამედიცინო დიაგნოზი, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის სასჯელის მიზნებთან, ეს იყოს გადაწყვეტილების მიღებისთვის ერთ-ერთი ფაქტორი. ვფიქრობთ, რომ არ უნდა იყვნენ შეწყალებულები სამართალდამცავის სიცოცხლის ხელყოფისთვის მსჯავრდებული პირები, ასევე სასურველია არ მოხდეს ძებნილი პირის შეწყალება და ვთვლით, რომ შეწყალება უნდა იყოს საგამონაკლისო, ანუ შეწყალების თოთოეული შემთხვევა ინდივიდიალურად იმდენად კარგად უნდა იყოს შეფასებული, რომ ეს მართლმსაჯულების პროცესთან, სისხლის სამსართლის საერთო პოლიტიკასთან შეთავსებული უნდა იყოს. ვინაიდან, ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ალტერნატივები სასჯელის მოხდის პროცესში და ეს ალტერნატივები ჩვენი ხელისუფლების პირობებში იმდენად თანამედროვე და მრავალფეროვანი გახდა, დღეს არის იმის საშუალება, რომ შეწყალების გამონაკლის შემთხვევებში იყოს მიღებული“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

2019-10-31
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ანაკლიის პროექტის პრობლემები და პერსპექტივა – კონსორციუმის დირექტორის 4 საათიანი საპარლამენტო მოსმენა

შემდეგი სტატია

პრეზიდენტს შევთავაზეთ, მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული შეწყალების დროს ის რისკ ფაქტორები, რომელიც შეიძლება კონკრეტულ მსჯავრდებულს უკავშირდებოდეს

მსგავსი სტატიები

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით წამლობითი სამუშაოები იწყება

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით წამლობითი სამუშაოები იწყება

29 აპრ 2018

კახა კუკავა: მთავრობა, რომელიც ფარცხალაძეს ვერ იჭერს, მით უფრო ვერ მოაგვარებს საგარეო პოლიტიკურ და ეკონომიკურ პრობლემებს

სოსო ელისაშვილი 15 ოქტ 2018
“ნუ ემსგავსებით „ნაციონალურ მოძრაობას“ – ეკა ბესელია მმართველ გუნდს სთავაზობს, კობახიძის კანონპროექტი ჩააგდოს

“ნუ ემსგავსებით „ნაციონალურ მოძრაობას“ – ეკა ბესელია მმართველ გუნდს სთავაზობს, კობახიძის კანონპროექტი ჩააგდოს

17 აპრ 2019

უახლესი ამბები

  • დიალოგმა სხვა დონეზე აიწია

    დიალოგმა სხვა დონეზე აიწია

  • იმედი მაქვს, ოპოზიცია ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას

    იმედი მაქვს, ოპოზიცია ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას

  • დღეს მე ვარ ამაყი, რადგან მნიშვნელოვანი და კარგი ნაბიჯები გადაიდგა სწორი მიმართულებით

    დღეს მე ვარ ამაყი, რადგან მნიშვნელოვანი და კარგი ნაბიჯები გადაიდგა სწორი მიმართულებით

  • პროცესი დაიძრა, საუბარი ყველა საკითხზე იყო

    პროცესი დაიძრა, საუბარი ყველა საკითხზე იყო

  • პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა დასრულდა

    პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა დასრულდა

  • ლილი ფოფხაძე: ბაბუა

    ლილი ფოფხაძე: ბაბუა

  • ნიკოლ ფაშინიანი: მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ გვპატიობთ და ახლა ვიწვევ საპარლამენტო ოპოზიციას. მოდით, წავიდეთ …

    ნიკოლ ფაშინიანი: მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ გვპატიობთ და ახლა ვიწვევ საპარლამენტო ოპოზიციას. მოდით, წავიდეთ …

  • საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის კორუფციის საქმეში პატიმრობა მიუსაჯეს

    საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის კორუფციის საქმეში პატიმრობა მიუსაჯეს

  • ირაკლი ღარიბაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, შარლ მიშელის წინადადებას დათანხმდეს და დღეს ოპოზიციასთან ერთად შეხვედრას დაესწროს

    ირაკლი ღარიბაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, შარლ მიშელის წინადადებას დათანხმდეს და დღეს ოპოზიციასთან ერთად შეხვედრას დაესწროს

  • შარლ მიშელი: დადგა დრო, რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე

    შარლ მიშელი: დადგა დრო, რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge