NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»დღეიდან პარლამენტის მიერ საპროკურორო საბჭოს 2 წევრის ასარჩევად კონკურსი იწყება

დღეიდან პარლამენტის მიერ საპროკურორო საბჭოს 2 წევრის ასარჩევად კონკურსი იწყება

31 ოქტ 2019 პოლიტიკა 337 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დღეიდან პარლამენტის მიერ საპროკურორო საბჭოს 2 წევრის ასარჩევად კონკურსი იწყება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაშია ნათქვამი. მასში აღნიშნულია, რომ პარლამენტმა საპროკურორო საბჭოს წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.

„ინტერპრესნიუსი“ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-6−მე-11 პუნქტების შესაბამისად: 2019 წლის 31 ოქტომბრიდან იწყება კონკურსი საქართველოს პარლამენტის მიერ საპროკურორო საბჭოს 2 წევრის ასარჩევად. საქართველოს პარლამენტმა საპროკურორო საბჭოს წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია. საქართველოს პარლამენტის წევრის, მოსამართლისა და პროკურორის საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენა არ შეიძლება.

საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისაგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე. არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს უფლება აქვს, წარადგინოს საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატი, თუ კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში.

თითოეული ზემოთ აღნიშნული ორგანიზაცია უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით 2019 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით წარუდგინოს საპროკურორო საბჭოს წევრობის არაუმეტეს 3 კანდიდატი. საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგინებას უნდა დაერთოს სარეკომენდაციო წერილი, კანდიდატის საქმიანი ბიოგრაფია, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, უმაღლესი იურიდიული განათლებისა და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილების დამადასტურებელი საბუთების ასლები, სამართლის საკითხებზე გამოქვეყნებული შრომების ნუსხა (თუ კანდიდატს აქვს ასეთი შრომები), კანდიდატის წერილობითი თანხმობა, ხოლო თუ კანდიდატის წარმდგენი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია − აგრეთვე არასამეწარმეო (არაკომერციული) პირის მიმართ ზემოხსენებული მოთხოვნის შესრულების დამადასტურებელი საბუთები. წარდგინება და თანდართული დოკუმენტაცია შეიძლება გაიგზავნოს ან უშუალოდ ჩაბარდეს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი 8, ან გაიგზავნოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: contact@parliament.ge“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაში.

კომენტარები

2019-10-31
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

წმინდა სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე პრეზიდენტს შუამდგომლობით მიმართავს

შემდეგი სტატია

მამუკა ხაზარაძე „მუქარის წერილზე“ – არაფერი შეცვლილა, წერილი გახარიასგან მივიღეთ, ვისი დაწერილია, გახარიასი, ივანიშვილის, მისი კარნახით თუ კოლექტიურად, გამოძიებამ უნდა დაადგინოს

მსგავსი სტატიები

ლევან იზორია აშშ-ს თავდაცვის მდივანს შეხვდა

ლევან იზორია აშშ-ს თავდაცვის მდივანს შეხვდა

14 ნოე 2017

ბიძინა ივანიშვილს აღდგენილი აქვს ასობით ტაძარი და როცა მოსყიდვად აფასებ ერთ-ერთი ტაძრის მოხატვას სასაცილოა – კობახიძე “საიას” ანგარიშს აკრიტიკებს

სოსო ელისაშვილი 09 მაი 2019
„როდესაც ასეთ ცვლილებებთან გვაქვს საქმე, ეროვნულმა ბანკმა უნდა გააკეთოს განცხადება“

„როდესაც ასეთ ცვლილებებთან გვაქვს საქმე, ეროვნულმა ბანკმა უნდა გააკეთოს განცხადება“

14 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • იაგო ხვიჩიას განცხადებით, თუ ვერ შეძლებს ოპოზიციის დარწმუნებას პარლამენტში შესვლაზე, “მათთან ერთად ქუჩაში დარჩება”

    იაგო ხვიჩიას განცხადებით, თუ ვერ შეძლებს ოპოზიციის დარწმუნებას პარლამენტში შესვლაზე, “მათთან ერთად ქუჩაში დარჩება”

  • ვიყავით შეკრებილი ისინი, ვინც მანდატების გაუქმებაზე განცხადება დაწერა, ერთ-ერთი  საკითხი განვიხილეთ, რომ გავაგრძელოთ „გირჩთან“ მოლაპარაკებები

    ვიყავით შეკრებილი ისინი, ვინც მანდატების გაუქმებაზე განცხადება დაწერა, ერთ-ერთი საკითხი განვიხილეთ, რომ გავაგრძელოთ „გირჩთან“ მოლაპარაკებები

  • ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ანგარიში ასახავს ჩვენს სულისკვეთებას – იმედს ვიტოვებთ, რომ ოპოზიცია ყურად იღებს ევროსაბჭოს მკაფიო განცხადებას

    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ანგარიში ასახავს ჩვენს სულისკვეთებას – იმედს ვიტოვებთ, რომ ოპოზიცია ყურად იღებს ევროსაბჭოს მკაფიო განცხადებას

  • მამუკა ხაზარაძე: კონკურენტი პარტიები ვსხედვართ იქ და ვართ გაერთიანებული გაყალბებული არჩევნების გარშემო

    მამუკა ხაზარაძე: კონკურენტი პარტიები ვსხედვართ იქ და ვართ გაერთიანებული გაყალბებული არჩევნების გარშემო

  • თინა ბოკუჩავა: თუ სერიოზულად ამბობს ამას იაგო ხვიჩია, მაშინ …

    თინა ბოკუჩავა: თუ სერიოზულად ამბობს ამას იაგო ხვიჩია, მაშინ …

  • იაგო ხვიჩია: მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა

    იაგო ხვიჩია: მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა

  • „იუნესკოს” მშვიდობის ელჩის მანდატი ელისო ბოლქვაძეს მეორედ მიენიჭა

    „იუნესკოს” მშვიდობის ელჩის მანდატი ელისო ბოლქვაძეს მეორედ მიენიჭა

  • სრულად ვემიჯნები ამ პროცესს, რასაც ქართული პარლამენტარიზმის დანგრევა ჰქვია

    სრულად ვემიჯნები ამ პროცესს, რასაც ქართული პარლამენტარიზმის დანგრევა ჰქვია

  • ,,ნაცმოძრაობის” რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა

    ,,ნაცმოძრაობის” რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა

  • შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ელოდებიან, თავი უფლებაშეზღუდულ პოლიტიკურ სუბიექტებად გამოაჩინონ და საერთაშორისო ასპარეზზე ამ თემით ისპეკულირონ

    შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ელოდებიან, თავი უფლებაშეზღუდულ პოლიტიკურ სუბიექტებად გამოაჩინონ და საერთაშორისო ასპარეზზე ამ თემით ისპეკულირონ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge