NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»თუ ოპოზიცია არ დაეთანხმება ცვლილებებს და თავისი პირობები ექნება, ეს რისკის ქვეშ აყენებს პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით საერთო შეთანხმებას

თუ ოპოზიცია არ დაეთანხმება ცვლილებებს და თავისი პირობები ექნება, ეს რისკის ქვეშ აყენებს პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით საერთო შეთანხმებას

28 ოქტ 2019 პოლიტიკა 131 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თუ ოპოზიცია არ დაეთანხმება ცვლილებებს და ექნება თავისი პირობები, ეს რისკის ქვეშ აყენებს საერთო შეთანხმებას და გადაწყვეტილებას პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ 2020 წლის არჩევნებზე ბლოკების დაშვების თაობაზე ოპოზიციის მოთხოვნის საპასუხოდ განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ კონსტიტუციაში პროპორციული არჩევნების ჩატარების თარიღის ცვლილებას, მხოლოდ „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ხმები არ ეყოფა და ცვლილებებს მხარი ოპოზიციამაც უნდა დაუჭიროს.

“ერთი წლის წინ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება და ამ ცვლილებების ფარგლებში ჩვენ მხარი დავუჭირეთ პროპორციულ საარჩევნო სისტემას. ის უკვე არის ჩაწერილი დღევანდელი კონსტიტუციის ტექსტში. დღეს მსჯელობა მიმდინარეობს თარიღის შეცვლასთან დაკავშირებით, რაზეც მოგეხსენებათ, რომ მხოლოდ „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მხარდაჭერა არ იქნება საკმარისი პარლამენტში. ამას სჭირდება ხმების სამი 3/4 და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამაც მხარი დაუჭიროს პარლამენტში ამ ცვლილებას. მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი რომ პროპორციული არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ცვლილება დამტკიცდეს. თუ ოპოზიცია არ დაეთანხმება ამ ცვლილებებს და ექნება თავისი პირობები, ეს რისკის ქვეშ აყენებს საერთო შეთანხმებას და გადაწყვეტილებას პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით. ამიტომ მე დიდი იმედი მაქვს, რომ კენჭისყრის დროს იქნება საერთო აზრი და საერთო მხარდაჭერა დაფიქისირებული. რაც შეეხება სხვადასხვა საკითხებს, რომლებიც მოქალაქეებმა საჯარო განხილვების დროს გამოთქვეს, ეს იყო რეგიონების წარმომადგენლობის, თვითმმართველობის, ბლოკების, ბარიერთან დაკავშირებული საკითხები, ეს ყველაფერი ჩვენ საჯარო განხილვების დროს შევაჯამეთ. ამაზე პასუხები გვქონდა როგორც ჩვენ, ისე ოპოზიციას და პროცესი უკვე გადმოსულია საპარლამენტო ფორმატში. წინ გვაქვს საკომიტეტო განხილვები და შემდეგ პლენარული სხდომები და იქ უკვე გამოჩნდება რა უფრო მნიშვნელოვანია ოპოზიციისთვის – ბლოკები, რომლმაც სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში, ქართულ პოლიტიკაში მიიღო საკმაოდ დამახინჯებული სახე, თუ ის მთავარი ცვლილებები, რომელსაც ჩვენ საზოგადოებას ვთავაზობთ”, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

2019-10-28
ირაკლი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

დღეს 2 კომიტეტზე ვიხილეთ კრიტიკის, პოპულიზმის და დემაგოგიის ახალი სტილი – “ვეთანხმები, მაგრამ მაინც უნდა ვიჩხუბო”

შემდეგი სტატია

ანაკლიის კონსორციუმი“ – საპარლამენტო ფორმატში ანაკლიის პორტის პროექტის განხილვა 30 ოქტომბერს გაიმართება

მსგავსი სტატიები

ბიძინა ივანიშვილი: მე არ ვიქნები პრეზიდენტობის კანდიდატი

ბიძინა ივანიშვილი: მე არ ვიქნები პრეზიდენტობის კანდიდატი

11 მაი 2018
„ქართული ოცნება“ მორიგ ჯერზე ცდილობს სასათბურე პირობები შეუქმნას სატელიტ პარტიებს“

„ქართული ოცნება“ მორიგ ჯერზე ცდილობს სასათბურე პირობები შეუქმნას სატელიტ პარტიებს“

08 ნოე 2017
„მაშინ ანგარიში გავუწიეთ მთავრობის ხელმძღვანელობის პოზიციას, რაც, ვფიქრობ, რომ იყო არასწორი კომპრომისი“

„მაშინ ანგარიში გავუწიეთ მთავრობის ხელმძღვანელობის პოზიციას, რაც, ვფიქრობ, რომ იყო არასწორი კომპრომისი“

16 ივლ 2018

უახლესი ამბები

  • მოქალაქეებს ხელისუფლების მიერ გამართულ აქციაში მონაწილეობას აიძულებენ

    მოქალაქეებს ხელისუფლების მიერ გამართულ აქციაში მონაწილეობას აიძულებენ

  • განცხადებებს ჰაერზე არ ვაკეთებთ, გარკვეული გათვლები გვაქვს

    განცხადებებს ჰაერზე არ ვაკეთებთ, გარკვეული გათვლები გვაქვს

  • დეპუტატებმა კანდიდატებს კენჭი უყარეს თავისუფლად და ყველანაირი ზეგავლენის გარეშე

    დეპუტატებმა კანდიდატებს კენჭი უყარეს თავისუფლად და ყველანაირი ზეგავლენის გარეშე

  • კრიზისს გამოიწვევს ერთადერთი რამ, უსამართლო საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები

    კრიზისს გამოიწვევს ერთადერთი რამ, უსამართლო საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები

  • ხელისუფლებამ 14 მოსამართლის არჩევით სასამართლოს ნდობა დააზიანა

    ხელისუფლებამ 14 მოსამართლის არჩევით სასამართლოს ნდობა დააზიანა

  • ევროპული საქართველოს ლიდერები მმართველ გუნდს ოპოზიციური ლიდერების მიზანმიმართულ დევნაში ადანაშაულებენ

    ევროპული საქართველოს ლიდერები მმართველ გუნდს ოპოზიციური ლიდერების მიზანმიმართულ დევნაში ადანაშაულებენ

  • მე პერსპექტივაში გაცილებით უკეთეს სასამართლოს ვხედავ, ვიდრე ბევრ დასავლეთ ევროპულ ქვეყანას გააჩნია

    მე პერსპექტივაში გაცილებით უკეთეს სასამართლოს ვხედავ, ვიდრე ბევრ დასავლეთ ევროპულ ქვეყანას გააჩნია

  • ალბათ, საჭირო იყო გიგი უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევა, არავითარი პოლიტიკური დევნა არ არის

    ალბათ, საჭირო იყო გიგი უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევა, არავითარი პოლიტიკური დევნა არ არის

  • არჩილ თალაკვაძემ კომიტეტებს დაავალა, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვაზე ლევან გოგიჩაიშვილის კანონპროექტის განხილვა დაიწყონ

    არჩილ თალაკვაძემ კომიტეტებს დაავალა, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვაზე ლევან გოგიჩაიშვილის კანონპროექტის განხილვა დაიწყონ

  • ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე – დადებითი მოლოდინები მაქვს – თუ რაიმე ადამიანობა, კანონიერება და სამართლიანობაა, წესით ჩემი მეუღლე 13 დეკემბერს უნდა გამოუშვან

    ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე – დადებითი მოლოდინები მაქვს – თუ რაიმე ადამიანობა, კანონიერება და სამართლიანობაა, წესით ჩემი მეუღლე 13 დეკემბერს უნდა გამოუშვან

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by News.ge