NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ხელისუფლება დასავლეთს არწმუნებს, თითქოს რაღაც დაალაგეს რუსეთთან – როცა ამგვარ გზავნილებს უშვებ დასავლეთში, ისინი შენს ნაცვლად მწვავედ არ დააყენებენ რუსეთის საკითხს

ხელისუფლება დასავლეთს არწმუნებს, თითქოს რაღაც დაალაგეს რუსეთთან – როცა ამგვარ გზავნილებს უშვებ დასავლეთში, ისინი შენს ნაცვლად მწვავედ არ დააყენებენ რუსეთის საკითხს

25 ოქტ 2019 პოლიტიკა 645 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს ხელისუფლებას ამ მხრივ სრულიად უპრინციპო პოლიტიკა აქვს. ისინი დასავლეთს არწმუნებენ, რომ თითქოს რაღაც დაალაგეს რუსეთის ფედერაციასთან და მათი პრაგმატული პოლიტიკა შედეგიანია. როცა, ამგვარ გზავნილებს უშვებ დასავლეთში, მაშინ ისინი შენს ნაცვლად მწვავედ არ დააყენებენ რუსეთის ფედერაციის საკითხს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” წევრმა ოთარ კახიძემ მედიას განუცხადა, რითაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების შეიარაღებული ძალების მიერ, ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების მცირე ხნით დაკავების საკითხს გამოეხმაურა.

კახიძის შეფასებით, საქმე გვაქვს საოკუპაციო რეჟიმის თავხედურ საქციელთან. მისივე თქმით, ეს არის სიგნალი საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომელმაც უფრო უნდა გააქტიუროს მუშაობა საერთაშორისო ასპარეზზე.

„ისინი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ ასრულებენ, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის მონიტორინგმა თავისი მისია უნდა განახორციელოს, როგორც საქართველოს მიერ კონტროლორებად ტერიტორიაზე, ისე მის ოკუპირებულ ნაწილზე. შესაბამისად, ამით შეთანხმება კიდევ ერთხელ ირღვევა და ამავე დროს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი დემონსტრაციულად შეურაცხყოფას აყენებს როგორც შეთანხმებას, ასევე სადამკვირვებლო მისიას და მათგან მომდინარე არის თავხედური საქციელი. ეს არის კიდევ ერთი გზავნილი, მათ შორის ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, რომ ყველა ეფექტური მექანიზმი უნდა ამოქმედდეს, საერთაშორისო სანქციების ჩათვლით, რომელიც 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რეალიზაციისკენ იქნება მიმართული. რუსეთის ფედერაციას იმ ვალდებულებების შესრულება უნდა მოსთხოვონ, რომელიც მან ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით აიღო. არათუ დაკავება ე.წ. საოკუპაციო ხაზთან, არამედ დაუბრკოლებლად უნდა გადაადგილდებოდნენ მონიტორები და ჰქონდეთ საშუალება ნებისმიერ წერტილში შეისწავლონ ვითარება და გააკეთოთ შესაბამისი დასკვნები. ეს სიგნალი არის, როგორც საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომელმაც უფრო უნდა გააქტიუროს თავის მუშაობა საერთაშორისო ასპარეზზე, ასევე პირდაპირი გზავნილია ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, რომ მათაც მკვეთრი ნაბიჯები გადადგან დიპლომატიურ ფრონტზე რუსეთის ამგვარი ქმედებების შესაკავებლად.

საქართველოს ხელისუფლებას ამ მხრივ სრულიად უპრინციპო პოლიტიკა აქვს. პირიქით, ისინი დასავლეთს არწმუნებენ, რომ თითქოს რაღაც დაალაგეს რუსეთის ფედერაციასთან და მათი პრაგმატული პოლიტიკა შედეგიანია. როცა ამგვარ გზავნილებს უშვებ დასავლეთში, მაშინ ისინი შენს ნაცვლად მწვავედ არ დააყენებენ რუსეთის ფედერაციის საკითხს. საქართველოს ხელისუფლება უნდა იყოს ის, რომელიც აქტიურად დასვამს საქართველოს თემას და მოახდენს ამ პრობლემების აქტუალიზაციას”,- განაცხადა ოთარ კახიძემ.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების მიხედვით, 24 ოქტომბერს ევროკავშირის მისიის შეუიარაღებელი პატრული ზემოხსენებულ ტერიტორიაზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების შეიარაღებულმა წარმომადგენლებმა მცირე ხნით დააკავეს. ამ მოვლენების შემდეგ მალევე ცხინვალისგან ცხელი ხაზი გააქტიურდა.

„მისია ამ დროისთვის ჯერ კიდევ სწავლობს ინციდენტის დეტალებს, რომელიც განვითარდა ტერიტორიაზე, რომელიც მიიჩნევა თბილისის მიერ ადმინისტრირებად ტერიტორიად, ადმინისტრაციული საზღვრის ტრადიციული ინტერპრეტაციის შესაბამისად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

2019-10-25
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სახალხო დამცველი ცხინვალის დროებითი მოთავსების იზოლატორში პატიმრების ცემისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე განცხადებას ავრცელებს

შემდეგი სტატია

პარტია „ლელო“ 12 დეკემბერს დაფუძნდება – მე პირადად შევხვდები პარტიის მომავალ წევრებს ხელის ჩამორთმევით, თვალებში ჩახედვით

მსგავსი სტატიები

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა – ჯანეზაშვილი მიქაუტაძის კონკურსიდან ჩამოშორებას ითხოვს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა – ჯანეზაშვილი მიქაუტაძის კონკურსიდან ჩამოშორებას ითხოვს

ირაკლი შალიკაშვილი 07 ივნ 2019
უსუფაშვილი – მხარს არ ვუჭერთ „ოცნების“ მთავრობას და არც რევანშის სურვილით შეპყრობილ ყოფილ პრეზიდენტს

უსუფაშვილი – მხარს არ ვუჭერთ „ოცნების“ მთავრობას და არც რევანშის სურვილით შეპყრობილ ყოფილ პრეზიდენტს

05 ივნ 2018
ლევან იზორია აშშ-ში თავდაცვის მდივანთან მოლაპარაკებებს გამართავს

ლევან იზორია აშშ-ში თავდაცვის მდივანთან მოლაპარაკებებს გამართავს

13 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • თინა ხიდაშელი: ივანიშვილი კობახიძეს არა მარტო საშიშად მიიჩნევდა, პარტიიდან მის გაგდებასაც აპირებდა

    თინა ხიდაშელი: ივანიშვილი კობახიძეს არა მარტო საშიშად მიიჩნევდა, პარტიიდან მის გაგდებასაც აპირებდა

  • მედია: ევროკომისია შეთავაზებით გამოდის, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევა დანაშაულად გამოცხადდეს

    მედია: ევროკომისია შეთავაზებით გამოდის, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევა დანაშაულად გამოცხადდეს

  • ისტორიკოსი იულონ გაგოშიძე ეროვნული მუზეუმის შენობაში არ შეუშვეს

    ისტორიკოსი იულონ გაგოშიძე ეროვნული მუზეუმის შენობაში არ შეუშვეს

  • ანდრია ჯაღმაიძე: საქართველოს ომში შეთრევის მსურველებს ჯერ ამ სცენარზე ხელი არ აუღიათ

    ანდრია ჯაღმაიძე: საქართველოს ომში შეთრევის მსურველებს ჯერ ამ სცენარზე ხელი არ აუღიათ

  • უსუფაშვილმა ივანიშვილს პარლამენტიდან მიმართა: არ ვიცი როდის მოხვალთ იმ აზრზე, რომ …

    უსუფაშვილმა ივანიშვილს პარლამენტიდან მიმართა: არ ვიცი როდის მოხვალთ იმ აზრზე, რომ …

  • ირაკლი კობახიძე: მესამე საათია პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნის

    ირაკლი კობახიძე: მესამე საათია პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნის

  • ნიკოლოზ წულუკიძე 26 მაისს ეთერს დაუბრუნდება

    ნიკოლოზ წულუკიძე 26 მაისს ეთერს დაუბრუნდება

  • სალომე სამადაშვილი: 750 დეპუტატია ევროპარლამენტში, აქედან 10 არის დაინტერესებული ჩვენი ქვეყნით და ყველა მათგანი მტრად გამოაცხადეთ

    სალომე სამადაშვილი: 750 დეპუტატია ევროპარლამენტში, აქედან 10 არის დაინტერესებული ჩვენი ქვეყნით და ყველა მათგანი მტრად გამოაცხადეთ

  • ვაშაძე: დღეს ნახავთ, როგორ დაიჭერს ირაკლი კობახიძე ბნელ ოთახში კატას, მიუხედავად იმისა, რომ კატა იქ არ არის

    ვაშაძე: დღეს ნახავთ, როგორ დაიჭერს ირაკლი კობახიძე ბნელ ოთახში კატას, მიუხედავად იმისა, რომ კატა იქ არ არის

  • გიორგი გახარია: კობახიძე კი არა, მამაზეციერიც ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას საქართველომ ისტორიული შესაძლებლობა ხელიდან რომ გაუშვას

    გიორგი გახარია: კობახიძე კი არა, მამაზეციერიც ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას საქართველომ ისტორიული შესაძლებლობა ხელიდან რომ გაუშვას

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge