NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ეს არაოფიციალური პირის განცხადებაა და ოფიციალური შეთავაზება ამ თემაზე არ არის

ეს არაოფიციალური პირის განცხადებაა და ოფიციალური შეთავაზება ამ თემაზე არ არის

25 ოქტ 2019 პოლიტიკა 388 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ეს არაოფიციალური პირის განცხადებაა და ოფიციალური შეთავაზება ამ თემაზე არ არის“, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

მან ისაუბრა ამერიკელი პოლიტიკური მრჩეველისა და აშშ-ის არმიის ვეტერანის, ლუკ კოფის განცხადების შესახებ, რომლის თანახმადაც, ის სირიიდან გაყვანილი ამერიკელი სამხედროების საქართველოში განთავსების ინიციატივით გამოდის.

„ეს არაოფიციალური პირის განცხადებაა, ის წარმოადგენს ექსპერტს, ამაზე რაიმე ოფიციალური შეთავაზება არ ყოფილა, მაგრამ ამიტომ უხერხული იქნება ჩემი მხრიდან მის ერთგვარ მოსაზრებაზე კომენტარის გაკეთება. თავისთავად ცხადია, ჩვენ ვართ ჩვენი ამერიკელი და ნატო-ს ქვეყნების ძირითადი პარტნიორები, ვმუშაობთ ერთად, თუ რაიმე მნიშვნელოვანი უსაფრთხოების კომპონენტია, აქაც ერთობლივად ვმუშაობთ შესაბამის პროექტებზე, ამიტომ, არ მგონია, მის ამ ექსპერტულ მოსაზრებას ჩემი მხრიდან რამე კომენტარი სჭირდებოდეს“, – აღნიშნა სესიაშვილმა.

მანვე უპასუხა კითხვაზე, თუ ამას ოფიციალური სახე მიეცემა, მაშინ როგორი იქნება მისი შეფასება.

„თუ“-ებით ნუ ვილაპარაკებთ. ამ ბოლო დროს ბევრი ექსპერტი აკეთებს განცხადებებს, აცნობს თავის მოსაზრებებს საზოგადოებას, ეს ნორმალური პროცესია, როცა ექსპერტია. შეიძლება, მას ჰქონდეს საკუთარი ხედვა, სამოქალაქო საზოგადოებას, ექსპერტებსაც აკადემიურ წრეებსაც შეუძლიათ, ამაზე იმსჯელონ, მაგრამ როცა საქმე ეხება არაოფიციალურ წინადადებას, ამაზე ხელისუფლების წარმომადგენლის კომენტარი არ მგონია, სწორი იყოს, თუმცა თავისუფლად შემიძლია, შევიდე ნებისმიერ ექპსერტთან დისკუსიაში ამ თემაზე. ოფიციალური შეთავაზება, შემიძლია გითხრათ, ამ თემაზე არ არის“, – განაცხადა სესიაშვილმა.

ამერიკელი პოლიტიკური მრჩეველი და აშშ-ის არმიის ვეტერანი ლუკ კოფი სირიიდან გაყვანილი ამერიკელი სამხედროების საქართველოში განთავსების ინიციატივით გამოდის. აღნიშნული რეკომენდაცია კოფიმ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

„შეთავაზება: ამერიკის შეერთებული შტატების ჯარი, რომელიც სირიას ტოვებს, შეიძლება, საქართველოში გაიგზავნოს და გახდეს „ჰორიზონტს მიღმა“ ძალა, რომელიც სწრაფად უპასუხებს „ისლამურ სახელმწიფოს“, იმ შემთხვევაში თუ ის კვლავ გაძლიერდება“,- წერს ლუკ კოფი.

კომენტარები

2019-10-25
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

იუსტიციის უმაღლესი საბჭო სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, ანა დოლიძეს საბჭოს წევრის უფლებამოსილება შეუწყვიტოს

შემდეგი სტატია

„პროგრეს ბანკზე“ – როგორც ჩანს, თითიდან გამოწოვილი თემაა და საქმე გვაქვს აქცენტების პოლიტიკურ ჭრილში გადატანასთან

მსგავსი სტატიები

პრეზიდენტი დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ არამოსამართლე წევრს დაასახელებს

პრეზიდენტი დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ არამოსამართლე წევრს დაასახელებს

08 იან 2018
ირაკლი კობახიძე „რუსთავი 2″-ის საქმეზე: ეს საკითხი არის ახლა სტრასბურგის სასამართლოს მსჯელობის საგანი და სტრასბურგის სასამართლო მიიღებს ამაზე გადაწყვეტილებას

ირაკლი კობახიძე „რუსთავი 2″-ის საქმეზე: ეს საკითხი არის ახლა სტრასბურგის სასამართლოს მსჯელობის საგანი და სტრასბურგის სასამართლო მიიღებს ამაზე გადაწყვეტილებას

20 აპრ 2018

„ჩემი კონკურენტი პატარა ძვალს სჯერდება, რასაც ქუცნაშვილი დაუტოვებს“

23 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • თენგიზ ცერცვაძე: შემიძლია მთავრობას მივცე რეკომენდაცია, რომ …

    თენგიზ ცერცვაძე: შემიძლია მთავრობას მივცე რეკომენდაცია, რომ …

  • გეითსი: ამისგან გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ. შემდეგი პანდემია შეიძლება ათჯერ უარესი იყოს, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ

    გეითსი: ამისგან გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ. შემდეგი პანდემია შეიძლება ათჯერ უარესი იყოს, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ

  • მსახიობი მამუკა ლორია 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

    მსახიობი მამუკა ლორია 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • ოპოზიციამაც უნდა გავიაზროთ რეალობა, არ შეიძლება ისეთი მოთხოვნის დაყენება რაც არარეალურია

    ოპოზიციამაც უნდა გავიაზროთ რეალობა, არ შეიძლება ისეთი მოთხოვნის დაყენება რაც არარეალურია

  • მნიშვნელოვანია, რომ აჭარა სრულად გავხსნათ, დავაკვირდეთ პროცესებს და დადებითობის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ისეთი დაბალი, როგორიც დღეს გვაქვს, 3%-ზე ნაკლები

    მნიშვნელოვანია, რომ აჭარა სრულად გავხსნათ, დავაკვირდეთ პროცესებს და დადებითობის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ისეთი დაბალი, როგორიც დღეს გვაქვს, 3%-ზე ნაკლები

  • ბიზნესს სურს, ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებულები ვართ – ფრთხილი ნაბიჯებია გარანტია, რომ 1 თვის თავზე არ მოგვიწევს ისევ რომელიმე სფეროს დაკეტვა

    ბიზნესს სურს, ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებულები ვართ – ფრთხილი ნაბიჯებია გარანტია, რომ 1 თვის თავზე არ მოგვიწევს ისევ რომელიმე სფეროს დაკეტვა

  • სასურველია, ოპოზიციამ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და ჩვენ ამის შემდეგ უკვე ნამდვილად ვუყრით კენჭს მათ განცხადებებს და პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას

    სასურველია, ოპოზიციამ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და ჩვენ ამის შემდეგ უკვე ნამდვილად ვუყრით კენჭს მათ განცხადებებს და პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას

  • მოლაპარაკების გაგრძელებას სადეპუტატო მანდატები არ სჭირდება

    მოლაპარაკების გაგრძელებას სადეპუტატო მანდატები არ სჭირდება

  • რაც უფრო სწრაფად დააკმაყოფილებს “ოცნება” ამ განცხადებებს, მით უფრო სწრაფად მოაწერს ხელს ერთპარტიულ და ერთფრაქციულ პარლამენტს

    რაც უფრო სწრაფად დააკმაყოფილებს “ოცნება” ამ განცხადებებს, მით უფრო სწრაფად მოაწერს ხელს ერთპარტიულ და ერთფრაქციულ პარლამენტს

  • გავაკონტროლოთ თითოეული თანამშრომელი, კორუფციაში ჩართვის შემთხვევაში ყველას კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხს

    გავაკონტროლოთ თითოეული თანამშრომელი, კორუფციაში ჩართვის შემთხვევაში ყველას კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge