NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»თუ ომბუდსმენს უფლებამოსილების განხორციელებისას რაიმე ბარიერი ექმნება, შეუძლია პირადადაც მომმართოს

თუ ომბუდსმენს უფლებამოსილების განხორციელებისას რაიმე ბარიერი ექმნება, შეუძლია პირადადაც მომმართოს

24 ოქტ 2019 პოლიტიკა 117 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თუ სახალხო დამცველს რაიმე ბარიერი ექმნება უფლებამოსილების განხორციელებისას, შეუძლია პირადადაც მომმართოს,- ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტების კითხვას, რატომ არ მისცა ნინო ლომჯარიას საგამოძიებო უწყებამ თბილისის საკრებულოს ბრალდებული დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის საქმის მასების გაცნობის უფლება.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ნინო ლომჯარიას ასევე შეუძლია პარლამენტს მიმართოს, ან საქმის მასალები მხარისგან მიიღოს.

„სახალხო დამცველს შეუძლია პარლამენტს მიმართოს ამასთან დაკავშირებით. მას შეუძლია პირადად მეც დამიკავშირდეს, თუ რაიმე ბარიერი აქვს რის გარანტიასაც კანონი აძლევს სახალხო დამცველს და ეს კანონი არ სრულდება. სახალხო დამცველი არის საპარლამენტო კონტროლის მექანიზმი და ამაზე საუბარი მასთან ყოველთვის შეგვიძლია. ჯერჯერობით, ჩვენთვის სახალხო დამცველს ამასთან დაკავშირებით არ მიუმართავს. თქვენ თუ გადაამოწმეთ მხარეს, ადვოკატს აქვს თუ არა ეს მასალები? – არ გადაამოწმეთ! მე გეტყვით, რომ მაღალი ალბათობით, ეს მასალები აქვს ადვოკატს, ალბათ, გონივრული იქნებოდა, ადვოკატს გადაეცა ეს მასალები, რომელიც ხელთ აქვს”,- განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის განცხადებით, მას ეჩვენება, რომ ილია ჯიშკარიანის საქმეში საგამოძიებო მოქმედებები დაგვიანებით ჩატარდა, რის გამოც ის პროკურატურას მასალების გაცნობას სთხოვს.

ამასთან, დღეს განცხადება გაავრცელა გენერალურმა პროკურატურამ. „შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე პროკურატურა ვერ უზრუნველყოფს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლისთვის ილია ჯიშკარიანის საქმის გაცნობას“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

2019-10-24
ირაკლი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კონკურსის მთავარი პრიზია სამხრეთ კორეაში, სეულში გამგზავრება.

შემდეგი სტატია

მოსამართლეობის კანდიდატ ნუგზარ სხირტლაძეზე – ეს ადამიანი თავს იკავებს პოლიტიკური განცხადებებისგან, არც უდიპლომოა, არც თვითგამოცხადებულ ლიდერად წარმოგვიჩნდა

მსგავსი სტატიები

შს მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

14 სექ 2017
„ირაკლი შოთაძის ქმედებებში, ჩვენი აზრით, სისხლის სამართლებრივი დანაშაულის კვალი იკვეთება“

„ირაკლი შოთაძის ქმედებებში, ჩვენი აზრით, სისხლის სამართლებრივი დანაშაულის კვალი იკვეთება“

06 სექ 2018
„ქართულმა ოცნებამ“ იურიდიული კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო

„ქართულმა ოცნებამ“ იურიდიული კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო

03 იან 2019

უახლესი ამბები

  • “,,მანდარინები” დაგადგათ გულზე, ბოღმით და შურით ხართ სავსე”

    “,,მანდარინები” დაგადგათ გულზე, ბოღმით და შურით ხართ სავსე”

  • “დიახ, მხოლოდ საქართველოში „ოსკარზე“  ნომინირებულ კაცს ჭამენ”

    “დიახ, მხოლოდ საქართველოში „ოსკარზე“ ნომინირებულ კაცს ჭამენ”

  • “თუ რამე გადარჩება, კარგი გაკეთდება, ვინც არ უნდა გააკეთოს, … ნაციონალურ მოძრაობას ეკეთებინა კარგი, ვინ უშლიდა?”

    “თუ რამე გადარჩება, კარგი გაკეთდება, ვინც არ უნდა გააკეთოს, … ნაციონალურ მოძრაობას ეკეთებინა კარგი, ვინ უშლიდა?”

  • თემურ ბასილია:  საქართველოს მოქალაქეების თითქმის 64%-ს უარი ეთქვა აშშ-ის B კატეგორიის ვიზის მიღებაზე

    თემურ ბასილია: საქართველოს მოქალაქეების თითქმის 64%-ს უარი ეთქვა აშშ-ის B კატეგორიის ვიზის მიღებაზე

  • “არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება”

    “არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება”

  • როგორი სისტემითაც არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, ივანიშვილი დამარცხებულია

    როგორი სისტემითაც არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, ივანიშვილი დამარცხებულია

  • გუნდში მოსამართლეობის 3-4 კანდიდატის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებაა

    გუნდში მოსამართლეობის 3-4 კანდიდატის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებაა

  • ხულორდავამ, ჩუგოშვილმა და ქაცარავამ დიდი როლი ითამაშეს ევროსტუქტურებში ჩვენი პოზიციების გამყარებისთვის

    ხულორდავამ, ჩუგოშვილმა და ქაცარავამ დიდი როლი ითამაშეს ევროსტუქტურებში ჩვენი პოზიციების გამყარებისთვის

  • “ქართული ოცნება” მარტოა ქვეყანაშიც და საერთაშორისო ასპარეზზეც

    “ქართული ოცნება” მარტოა ქვეყანაშიც და საერთაშორისო ასპარეზზეც

  • როდესაც არ შეგიძლია თქვა, რომ ციხეში ვინმეს აწამებენ, კლავენ, მაშინ სხვა საკითხს ეჭიდები – მდინარაძე ომბუდსმენის ანგარიშზე

    როდესაც არ შეგიძლია თქვა, რომ ციხეში ვინმეს აწამებენ, კლავენ, მაშინ სხვა საკითხს ეჭიდები – მდინარაძე ომბუდსმენის ანგარიშზე

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by News.ge