NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ტაქსების რეფორმა შედგა და პროცესი წარმატებით მიმდინარეობს

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ტაქსების რეფორმა შედგა და პროცესი წარმატებით მიმდინარეობს

23 ოქტ 2019 პოლიტიკა 915 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დღეის მდგომარეობით, ქალაქში A კატეგორიის დაახლოებით 11 000 ტაქსია რეგისტრირებული, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე სატრანსპორტო პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა.

დედაქალაქის მერმა სატრანსპორტო პოლიტიკის მხრივ განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტაქსების რეფორმა წარმატებით განხორციელდა.

„ჩვენ განვახორციელეთ ტაქსის რეფორმა, რომელიც მართლაც წარმატებული გამოდგა, მიუხედავად იმისა, რომ ოპონენტების მხრიდან მოდიოდა შემოტევები ამ რეფორმაზე. დღეს შეგვიძლია კიდევ ერთხელ თამამად ვთქვათ, რომ რეფორმა შედგა, წარმატებით მიმდინარეობს პროცესი. მინდა, სტატისტიკის სახით მოგაწოდოთ ინფორმაცია დღევანდელ სიტუაციასთან დაკავშირებით. A კატეგორიის ტაქსები ქალაქში დაახლოებით 11 000-ია რეგისტრირებული, რომელიც ქალაქის მოსახლეობას ემსახურება. პირველი დღეების განმავლობაში გაცილებით ნაკლები იყო და გარკვეულ პრობლემას წარმოადგენდა. პირველი დღეების განმავლობაში 2 000-მდე იყო. მაგალითად, გასულ კვირას, მოსახლეობას 8 000-მდე ტაქსი ემსახურებოდა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმითვე, მართალია დღეის მდგომარეობით დაახლოებით 11 000-მდე A კატეგორიის ტაქსია რეგისტრირებული, მაგრამ ეს რიცხვი ყოველდღიურად იცვლება.

ამასთან, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ რეგისტრირებული ავტომობილების დაახლოებით 30%-მა ტექდათვალიერება ვერ გაიარა.

„თუ ისინი მოაწესრიგებენ ავტომობილებს და მოიყვანენ იმ სტანდარტში, რაც ჩვენ გვაქვს გაცხადებული, რა თქმა უნდა, მათ მიეცემათ შესაძლებლობა დარეგისტრირდნენ A კატეგორიაში ან აქვთ შესაძლებლობა B კატეგორიაში გაგრძელონ მუშაობა“, – განაცხადა მერმა.

ასევე, კახა კალაძემ ყურადღება გაამახვილა ტაქსების მანათობლებზე და აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში მათ დამატებით შეისყიდიან.

„დღეის მდგომარეობით, 9 000-მდე მანათობელი არის გაცემული და მგონია, რომ საკმაოდ ლამაზია, მოუხდა ქალაქს. ასევე, მგზავრებისთვისაც საინტერესოა. ძალიან მარტივად შეუძლიათ განასხვავონ ტაქსი, რომელიც დაკავებულია და რომლის გაჩერების შესაძლებლობა აქვთ მათ. რა თქმა უნდა, თუ კიდევ გაიზრდება რიცხვი A კატეგორიის ტაქსის მძღოლების, დამატებით შევისყიდით მანათობლებს, რომ ყოველგვარი პრობლემების გარეშე მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ეს მანათობლები ჩვენგან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

2019-10-23
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ მნიშვნელოვნად აძლიერებს თავდაცვით, ეკონომიკურ და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით კავშირებს

შემდეგი სტატია

ადვოკატი ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებას ნახევარმილიონიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა, თუმცა თავდაცვის ყოფილი მინისტრი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

მსგავსი სტატიები

„საქართველომ უნდა მიიღოს კონსტიტუცია, რომლითაც კმაყოფილი იქნებიან მოქალაქეები“

„საქართველომ უნდა მიიღოს კონსტიტუცია, რომლითაც კმაყოფილი იქნებიან მოქალაქეები“

28 სექ 2017
საქართველოს  საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრისს შორის დღეს სატელეფონო საუბარი გაიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრისს შორის დღეს სატელეფონო საუბარი გაიმართა

ნინო ჩხეიძე 14 იან 2022
ძალადობა ჟურნალისტებზე ნიშნავს ძალადობას თავისუფალ სიტყვაზე და აზრის გამოხატვაზე

ძალადობა ჟურნალისტებზე ნიშნავს ძალადობას თავისუფალ სიტყვაზე და აზრის გამოხატვაზე

ირაკლი შალიკაშვილი 05 ივლ 2021

უახლესი ამბები

  • დმიტრი მედვედევი: ყირიმზე დარტყმის შემთხვევაში მთელი უკრაინა დაიწვება

    დმიტრი მედვედევი: ყირიმზე დარტყმის შემთხვევაში მთელი უკრაინა დაიწვება

  • ევროკავშირმა რუსული ნავთობპროდუქტების ფასის ზედა ზღვარი დაამტკიცა

    ევროკავშირმა რუსული ნავთობპროდუქტების ფასის ზედა ზღვარი დაამტკიცა

  • „ფორმულა“ ოპერატორების გათავისუფლებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს

    „ფორმულა“ ოპერატორების გათავისუფლებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს

  • რომის პაპი ფრანცისკე ოფიციალური ვიზიტით სამხრეთ სუდანში ჩავიდა

    რომის პაპი ფრანცისკე ოფიციალური ვიზიტით სამხრეთ სუდანში ჩავიდა

  • „სასამართლოს გუშაგი“: სასამართლო სისტემაში რეკორდულად დაბალი კონკურენციაა – მოსამართლის 76 ვაკანტურ ადგილზე 20-ზე ნაკლები კანდიდატია

    „სასამართლოს გუშაგი“: სასამართლო სისტემაში რეკორდულად დაბალი კონკურენციაა – მოსამართლის 76 ვაკანტურ ადგილზე 20-ზე ნაკლები კანდიდატია

  • ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

    ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

  • თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

    თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

  • წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

    წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

  • “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

    “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

  • 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

    4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge