NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ მნიშვნელოვნად აძლიერებს თავდაცვით, ეკონომიკურ და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით კავშირებს

საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ მნიშვნელოვნად აძლიერებს თავდაცვით, ეკონომიკურ და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით კავშირებს

23 ოქტ 2019 პოლიტიკა 350 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატას „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“მიღებისთვის მადლობას უხდის. გიორგი გახარია მხარდამჭერი აქტის მიღებას „ტვიტერზე“ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის მნიშვნელოვნად აძლიერებს თავდაცვით, ეკონომიკურ და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით კავშირებს საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის. ამასთან, პრემიერი ხაზს უსვამს, რომ აშშ საქართველოს უახლოესი სტრატეგიული მოკავშირეა.

„საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ მნიშვნელოვნად აძლიერებს თავდაცვით, ეკონომიკურ და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით კავშირებს საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის. შეერთებულ შტატებთან უფრო ახლო ურთიერთობები დაგვეხმარება შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი, ავაშენოთ ძლიერი საშუალო კლასი და შევინარჩუნოთ მდგრადი უსაფრთხოება საქართველოში. ქართველი ხალხის სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატას „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ მიღებისთვის. იგი წარმოადგენს პირველ დამოუკიდებელ კანონმდებლობას, რომელიც ეხება საქართველოს და ეძღვნება ჩვენი პარტნიორობის შემდეგ ეტაპზე გადაყვანას. შეერთებული შტატები ჩვენი უახლოესი სტრატეგიული მოკავშირეა“, – ნათქვამია გიორგი გახარიას განცხადებაში, რომელიც „ტვიტერზე“ გამოქვეყნდა.

ამასთან, გიორგი გახარიას შეფასებით, მხარდამჭერი აქტი ადასტურებს, რომ აშშ-სთან ჩვენი პარტნიორობა თავისუფლებისა და დემოკრატიის საერთო ფასეულობებს ეფუძნება.

“საქართველოს მხარდამჭერი აქტის გამოცემით წარმომადგენელთა პალატამ ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოსადმი ძლიერ ორპარტიულ მხარდაჭერას. ჩვენი პარტნიორობა ეფუძნება თავისუფლებისა და დემოკრატიის ზიარ და საერთო ფასეულობებს“, – წერს გიორგი გახარია  „ტვიტერში“.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ერთსულოვნად დაამტკიცა ორპარტიული „საქართველოს მხრდამჭერი აქტი“, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული ურთიერთობების თვისებრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანის მკაფიო დასტურია. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ორპარტიული კანონპროექტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის.

კომენტარები

2019-10-23
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ანაკლიის პორტის თემაზე დებატები არ შედგება – მთავრობის ეკონომიკური გუნდი პარლამენტში მისვლაზე უარს აცხადებენ

შემდეგი სტატია

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ტაქსების რეფორმა შედგა და პროცესი წარმატებით მიმდინარეობს

მსგავსი სტატიები

„ ინფორმაციის თავისუფლების აქტი პარლამენტს თებერვალში წარედგინება“

20 დეკ 2017
ევრონესტის ასამბლეამ მხარი არ დაუჭირა რეზოლუციაში ჩანაწერის შეტანას იმის შესახებ, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არსებობენ

ევრონესტის ასამბლეამ მხარი არ დაუჭირა რეზოლუციაში ჩანაწერის შეტანას იმის შესახებ, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არსებობენ

ირაკლი შალიკაშვილი 10 დეკ 2019
გიორგი ვაშაძე: სამწუხაროდ, “ნაციონალურმა მოძრაობამ” კვლავ გატეხა სიტყვა

გიორგი ვაშაძე: სამწუხაროდ, “ნაციონალურმა მოძრაობამ” კვლავ გატეხა სიტყვა

ნინო ჩხეიძე 27 აგვ 2020

უახლესი ამბები

  • დიალოგმა სხვა დონეზე აიწია

    დიალოგმა სხვა დონეზე აიწია

  • იმედი მაქვს, ოპოზიცია ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას

    იმედი მაქვს, ოპოზიცია ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას

  • დღეს მე ვარ ამაყი, რადგან მნიშვნელოვანი და კარგი ნაბიჯები გადაიდგა სწორი მიმართულებით

    დღეს მე ვარ ამაყი, რადგან მნიშვნელოვანი და კარგი ნაბიჯები გადაიდგა სწორი მიმართულებით

  • პროცესი დაიძრა, საუბარი ყველა საკითხზე იყო

    პროცესი დაიძრა, საუბარი ყველა საკითხზე იყო

  • პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა დასრულდა

    პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა დასრულდა

  • ლილი ფოფხაძე: ბაბუა

    ლილი ფოფხაძე: ბაბუა

  • ნიკოლ ფაშინიანი: მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ გვპატიობთ და ახლა ვიწვევ საპარლამენტო ოპოზიციას. მოდით, წავიდეთ …

    ნიკოლ ფაშინიანი: მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ გვპატიობთ და ახლა ვიწვევ საპარლამენტო ოპოზიციას. მოდით, წავიდეთ …

  • საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის კორუფციის საქმეში პატიმრობა მიუსაჯეს

    საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის კორუფციის საქმეში პატიმრობა მიუსაჯეს

  • ირაკლი ღარიბაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, შარლ მიშელის წინადადებას დათანხმდეს და დღეს ოპოზიციასთან ერთად შეხვედრას დაესწროს

    ირაკლი ღარიბაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, შარლ მიშელის წინადადებას დათანხმდეს და დღეს ოპოზიციასთან ერთად შეხვედრას დაესწროს

  • შარლ მიშელი: დადგა დრო, რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე

    შარლ მიშელი: დადგა დრო, რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge