NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ექიმს, რომელიც ჩემი ძმის სამედიცინო დასკვნას ხელს აწერს, აშანტაჟებენ

ექიმს, რომელიც ჩემი ძმის სამედიცინო დასკვნას ხელს აწერს, აშანტაჟებენ

22 ოქტ 2019 პოლიტიკა 115 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, წმინდა სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხს არ განიხილავს, მსჯავრდებული დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე გამოეხმაურა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში თორნიკე მამალაძემ განაცხადა, მიტროპოლიტის განცხადება შორენა თეთრუაშვილის მიერ არის დაკვეთილი და დეკანოზის დისკრედიტაციას ემსახურება.

„მეუფე იოანეს განცხადება, სავარაუდოდ, შორენა თეთრუაშვილის მიერ არის დაკვეთილი. წმინდა სინოდის განჩინებაში წერია, როცა საქართველოს სასმართლოების სამივე ისტანციაში დასრულდებოდა საქმის განხილვა, წმინდა სინოდს უნდა შეეკრიბა კომისია, რომელიც ჩემი ძმის საქმეს განიხილავდა. ამის მიუხედავად, წმინდა სინოდს კომისია არ შეუკრიბავს. ჩემი აზრით, მეუფე იოანეს მეხსიერება ღალატობს, ვინაიდან თვითონაც იჯდა სინოდის შეკრებაზე და მოსმენილი აქვს, რომ კომისია უნდა შეეკრიბათ. ეს ყველაფერი ჩემ ბოლოდროინდელ აქტივობებს უკავშირდება და მეუფეს სურს, ამ განცხადებით ჩვენი დისკრედიტაცია მოახდინოს. მხოლოდ მეუფე იოანე არ წყვეტს, ჩემი ძმის საქმე განიხილონ თუ არა, წმინდა სიონოდს თავმჯდომარე ჰყავს“, – განაცხადა მამალაძემ.

ამასთან, ის გამოეხმაურა ასევე, მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის განცხადებასაც, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა არც ისე მძიმეა. როგორც მამალაძე აღნიშნავს, ექიმს, რომელმაც მსგავსი დასკვნა გასცა, პროკურატურა აშანტაჟებს.

„ჩემი ძმის სამედიცინო დასკვნას ის ექიმი აწერს ხელს, რომელიც ჩემ ძმასთან საერთოდ შემხებლობაში არ ყოფილა, ეს ადამიანი ციხის საავადმყოფოში არ შესულა და ისე აწერს დასკვნას ხელს. ამ ექიმის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს. მან პაციენტი არ მიიღო, რომელმაც შემდეგში რუსთავში ძმიშვილი მოკლა. მის კომპეტენციას ეს ფაქტიც მოწმობს, ის მოსყიდულია. ჩემი აზრით, მას აშანტაჟებენ და დააწერინეს ის დასკვნა. ეს მიზანმიმართულად ხდება, რომ მერე საპატრიარქოს წარმომადგენლები გამოვიდნენ და თქვან, რომ ჩემ ძმას არაფერი ჭირს“, – განაცხადა მამალაძემ.

კომენტარები

2019-10-22
ირაკლი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გლდანში გაზსადენის დაზიანების გამო 350 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა

შემდეგი სტატია

პრემიერისგან მივიღე დაპირება, რომ ყველა რეგულაცია ბიზნესთან კონსულტაციების შედეგად მიიღება” – “ვისოლის” პრეზიდენტი

მსგავსი სტატიები

ია კერზაიას საქმე – ბაჩანა შენგელიამ პროკურატურას ახალი მტკიცებულებები წარუდგინა

ია კერზაიას საქმე – ბაჩანა შენგელიამ პროკურატურას ახალი მტკიცებულებები წარუდგინა

11 იან 2019
ბესელია: „ადვოკატთა შესახებ” კანონში ცვლილებები უახლოეს სხდომაზე იქნება ინიცირებული

ბესელია: „ადვოკატთა შესახებ” კანონში ცვლილებები უახლოეს სხდომაზე იქნება ინიცირებული

27 სექ 2017
თავდაცვის მინისტრმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს წილკანში მიუსამძიმრა

თავდაცვის მინისტრმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს წილკანში მიუსამძიმრა

სოსო ელისაშვილი 03 მარ 2018

უახლესი ამბები

  • დისკუსია გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მაქსიმალურად იყო ზოგიერთების მხრიდან მცდელობა, რომ ჩვენ უარი გვეთქვა დისკუსიის გაგრძელებაზე

    დისკუსია გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მაქსიმალურად იყო ზოგიერთების მხრიდან მცდელობა, რომ ჩვენ უარი გვეთქვა დისკუსიის გაგრძელებაზე

  • პარტია „ლელო“ 22 დეკემბერს დაფუძნდება

    პარტია „ლელო“ 22 დეკემბერს დაფუძნდება

  • ნინო ბურჯანაძე: … აი, ეს არის უხერხულობა, როცა ასეთი ხელისუფლება გვყავს

    ნინო ბურჯანაძე: … აი, ეს არის უხერხულობა, როცა ასეთი ხელისუფლება გვყავს

  • ღამის კლუბში ორი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს

    ღამის კლუბში ორი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს

  • ფილმ „მანდარინების“ რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა

    ფილმ „მანდარინების“ რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა

  • „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლებს მოუწოდებს აღიარონ, რომ პროექტის განხორციელებას ვერ ახერხებენ

    „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლებს მოუწოდებს აღიარონ, რომ პროექტის განხორციელებას ვერ ახერხებენ

  • რაღაც სეპარატისტული ვიზიტივით გამოდის, მაგრამ შენიშვნას ვერ მივცემ იმ თვალსაზრისით, რომ ეს ნინო ბურჯანაძის არჩევანი და მისი პოლიტიკური ნიშაა

    რაღაც სეპარატისტული ვიზიტივით გამოდის, მაგრამ შენიშვნას ვერ მივცემ იმ თვალსაზრისით, რომ ეს ნინო ბურჯანაძის არჩევანი და მისი პოლიტიკური ნიშაა

  • ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვან გასაყარზე, ან დავიბრუნებთ თავისუფალ არჩევნებს, ან მართლა გადავეშვებით ჭაობში

    ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვან გასაყარზე, ან დავიბრუნებთ თავისუფალ არჩევნებს, ან მართლა გადავეშვებით ჭაობში

  • ძალიან დიდი კონკურენცია და ბრძოლა მიდის ე.წ. ამერიკულ და „გერმანულ მოდელებს“ შორის – ვინ გაიმარჯვებს, არ ვიცი

    ძალიან დიდი კონკურენცია და ბრძოლა მიდის ე.წ. ამერიკულ და „გერმანულ მოდელებს“ შორის – ვინ გაიმარჯვებს, არ ვიცი

  • ინციდენტები აძლიერებს წინააღმდეგობას, ტყუილი ქვეყანაში უნდა დამთავრდეს – ოპოზიცია ქუთაისში აქცია მართავს

    ინციდენტები აძლიერებს წინააღმდეგობას, ტყუილი ქვეყანაში უნდა დამთავრდეს – ოპოზიცია ქუთაისში აქცია მართავს

მოგვიწონეთ!

თბილისი
7°
overcast clouds
humidity: 70%
wind: 9m/s NW
H 8 • L 6
6°
Tue
9°
Wed
8°
Thu
Weather from OpenWeatherMap
Copyright 2019, News.ge
Create by News.ge