NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ნაადრევია, რამე ვთქვათ ფინანსურ პრობლემებზე – „რუსთავი 2“ ჩვეულებრივ აგრძელებს საქმიანობას და ყადაღის გამო ამ ეტაპზე პრობლემას ვერ ვხედავ

ნაადრევია, რამე ვთქვათ ფინანსურ პრობლემებზე – „რუსთავი 2“ ჩვეულებრივ აგრძელებს საქმიანობას და ყადაღის გამო ამ ეტაპზე პრობლემას ვერ ვხედავ

21 ოქტ 2019 პოლიტიკა 811 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„რუსთავი 2“-ის 100 %-იანი წილის მფლობელის, ქიბარ ხალვაში ადვოკატის, პაატა სალიას განცხადებით, არხის 60 %-იანი წილის დაყადაღების გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სალიამ განუცხადა, დააყენებენ გასაჩივრების ხანდაზმულობასთან დაკავშირებულ საკითხს, რაზეც სასამართლო ვალდებულია იმსჯელოს.

„უნდა მივიღოთ დოკუმენტები სასამართლოსგან და მოსარჩელე მხარისგან. სასამართლოსგან უნდა მივიღოთ განჩინება და მოსარჩელისგან უნდა მივიღოთ სარჩელი. ამ ეტაპზე არც ერთი დოკუმენტი არ მიგვიღია. როცა ჩაგვბარდება მათი მხრიდან სარჩელი, გვექნება 10 დღის ვადა, რომ ვუპასუხოთ შესაგებლით, ხოლო გაანჩიების ჩაბარების შემდეგ, 5 დღის ვადა გვექნება, რომ გავასაჩივროთ.

ჯარჯი აქიმიძეს და დავით დვალს ჰქონდათ დიდი დრო, ხანდაზმულობის ვადებში მიემართათ სასამართლოსთვის, რაც არ გაუკეთებიათ. ამ შემთხვევაში ჩვენ დავაყენებთ ხანდაზმულობასთან დაკავშირებით პოზიციას და სასამართლომ ამაზე აუცილებლად უნდა იმსჯელოს. ჩვენი აზრით, არსებობს სრული საფუძველი, გაიზიაროს სასამართლომ ჩვენი არგუმენტაცია სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და შესაბამისად, უარი თქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ამ ეტაპზე ეს არის ერთ-ერთი არგუმენტი. მას შემდეგ, რაც გავეცნობით სარჩელს, შესაძლოა, გაჩნდეს სხვა არგუმენტებიც, რატომ მიგვაჩნია, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს,“ – განაცხადა სალიამ.

მისივე განმარტებით, „რუსთავი 2“-ის 60 %-იანი წილის დაყადაღების გამო, არხის მუშაობას პრობლემები არ შეექმნება.

„ნაადრევია რამე ვთქვათ ფინანსურ პრობლემებთან დაკაშირებით. კომპანია ჩვეულებრივ აგრძელებს საქმიანობას და პრობლემას ვერ ვხედავ ამ ეტაპზე“, – აღნიშნა სალიამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი წარმოებაში მიიღო და ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის 60 %-ს ყადაღა დაადო.

კომენტარები

2019-10-21
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გიორგი გახარია ხაზარაძისთვის გაგზავნილ „მუქარის წერილზე“ – ისე გამოდის სიტუაცია, ყველაფრისთვის მზად ვარ

შემდეგი სტატია

მთავრობამ ჰოლანდიურ კომპანიას ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვის ნებართვა მისცა

მსგავსი სტატიები

გახარია ეუბნებოდა ითმინეთ, ითმინეთო,” – ხელისუფლების გეგმის მიხედვით, შესაძლოა პასუხისმგებლობა, მთლიანად სპეცრაზმს დაეკისროს

გახარია ეუბნებოდა ითმინეთ, ითმინეთო,” – ხელისუფლების გეგმის მიხედვით, შესაძლოა პასუხისმგებლობა, მთლიანად სპეცრაზმს დაეკისროს

ირაკლი შალიკაშვილი 03 ივლ 2019
პარლამენტში სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უსმენენ

პარლამენტში სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უსმენენ

ნინო ჩხეიძე 07 ოქტ 2022
რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს გენერალური პროკურორი – მესამე სექტორის სამპუნქტიანი რეკომენდაცია

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს გენერალური პროკურორი – მესამე სექტორის სამპუნქტიანი რეკომენდაცია

ირაკლი შალიკაშვილი 14 იან 2020

უახლესი ამბები

  • დალასის ზოოპარკიდან მაიმუნები გაიტაცეს

    დალასის ზოოპარკიდან მაიმუნები გაიტაცეს

  • 7 საუკეთესო გზა გონების და აზროვნების გასავითარებლად

    7 საუკეთესო გზა გონების და აზროვნების გასავითარებლად

  • დღე ისტორიაში – 1 თებერვალი

    დღე ისტორიაში – 1 თებერვალი

  • კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

    კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

  • ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

    ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

  • გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

    გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

  • თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

    თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

  • ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

    ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

  • ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

    ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

  • რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

    რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge