NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ჩვენი გადასაწყვეტი არაა, პრეზიდენტი უნდა დაიბარონ თუ არა გამოკითხვაზე, ჩვენ პასუხისმგებელი ვართ

ჩვენი გადასაწყვეტი არაა, პრეზიდენტი უნდა დაიბარონ თუ არა გამოკითხვაზე, ჩვენ პასუხისმგებელი ვართ

18 ოქტ 2019 პოლიტიკა 1061 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, პრეზიდენტი უნდა დაიბარონ თუ არა გამოკითხვაზე. ჩვენ ვართ საპარლამენტო ხელისუფლება და პასუხისმგებელი ვართ კანონების შექმნასა და მისი აღსრულების მონიტორინგზე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ შეწყალების საკითხთან და პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ მორატორიუმთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, შეწყალების საქმესთან დაკავშირებით გარკვეულ პოლიტიკურ პარტიებს სამმაგი სტანდარტი აქვს.

“შეწყალებასთან დაკავშირებით ჩვენ ვხედავთ პოლიტიკური პარტიების ნაწილის დამოკიდებულებას, რასაც დავარქმევდი სამმაგ სტანდარტს. როდესაც სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ჩვენ ვაკრიტიკებდით მისი შეწყალების გადაწყვეტილებებს და N რაოდენობით ასეთი გადაწყვეტილებები ჰქონდა მიღებული, ეს ხალხი იყო სწორედ, ვინც მაშინ ამბობდა, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილებები. არანაირი კრიტიკა მათ არ გამოუთქვამთ. შემდეგ, როდესაც ბატონი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ჩვენ ვაკრიტიკებდით შეწყალების გადაწყვეტილებებს, ისევ ეს ხალხი იყო, ვინც ამბობდა, მმართველი პარტია თავს ესხმის პოლიტიკურად პრეზიდენტსო. დღეს, როდესაც იგივე შეწყალების გადაწყვეტილებები კითხვის და კრიტიკის საგანია, ისევ ეს ხალხი არის, ვინც ამბობს, რომ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გამოძიება ანუ როგორც ვხედავთ, სამ ერთნაირ შემთხვევაში, სამ სტანდარტულ შემთხვევაში ამ პოლიტიკურ ჯგუფებს ჰქონდათ განსხვავებული რეაქცია, რაც სამმაგი სტანდარტია. ამიტომ მათ საზოგადოებას უნდა აუხსნან, როდის იყვნენ გულწრფელები და როდის უჭერდნენ მხარს სიმართლეს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე შეფასებით, საკითხის თაობაზე საზოგადოებაში კითხვები დღესაც არსებობს.

“დღესაც აქვს კითხვები საზოგადოებას შეწყალებაზე, ამიტომ მივესალმები პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომ პარლამენტი ჩართოს ამ პროცესში. ეს არის მისი კომპეტენციის სფერო, მისი დისკრეცია. ამას არეგულირებს პრეზიდენტის ბრძანებულება და პრეზიდენტის ბრძანებულებაში უნდა შევიდეს ცვლილებები. პრეზიდენტმა უკვე მოგვმართა. ჩვენ თანხმობა განვაცხადეთ თანამშრომლობაზე”, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში შეწყალების მექანიზმის გამოყენების მაჩვენებელი შემცირებულია.

“იმ ფონზე,როდესაც “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა, დაინერგა ალტერნატიული მეთოდები პატიმრობის, როგორიც არის ელექტრონული პატიმრობა, როგორიცაა ღია დაწესებულებები, სადაც პატიმრებს აქვთ ოჯახთან კავშირების შენარჩუნების შესაძლებლობა, ასევე ისეთი დაწესებულებები, სადაც მაგალითად, შაბათ-კვირას პატიმრებს შეუძლიათ, რომ

ოჯახებში გაატარონ დრო, ვფიქრობ, თვითონ შეწყალების, როგორც მექანიზმის მნიშვნელობა შეუდარებლად შემცირებულია დღეს. რიცხვებშიც თუ ნახავთ, თანდათან ამ წლების განმავლობაში მცირდებოდა შეწყალების მექანიზმის გამოყენების მაჩვენებელი”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

2019-10-18
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პირდაპირ ვთქვათ, ხომ ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილი ჩვენს მხარდამჭერებშიც კეთილგანწყობით არ სარგებლობდა

შემდეგი სტატია

ბილაინი NASA Space Apps Challenge-ის პარტნიორია

მსგავსი სტატიები

ელენე ხოშტარია:  ცესკო-ში “სისხლიან ბანერებთან” დაკავშირებით სარჩელი შევიტანეთ

ელენე ხოშტარია: ცესკო-ში “სისხლიან ბანერებთან” დაკავშირებით სარჩელი შევიტანეთ

ნინო ჩხეიძე 19 სექ 2021
Edison Research-ის ეგზიტპოლის 20:00 საათის შედეგებით, “ქართულ ოცნებას” ხმა ამომრჩეველთა 46%-მა მისცა, თბილისში კი კახა კალაძეს 44%-იანი, ხოლო ნიკა მელიას 40%-იანი მხარდაჭერა აქვს

Edison Research-ის ეგზიტპოლის 20:00 საათის შედეგებით, “ქართულ ოცნებას” ხმა ამომრჩეველთა 46%-მა მისცა, თბილისში კი კახა კალაძეს 44%-იანი, ხოლო ნიკა მელიას 40%-იანი მხარდაჭერა აქვს

ირაკლი შალიკაშვილი 03 ოქტ 2021
“გეშინოდეთ ჩახშობილი “რუსთავი 2-ის” – გრიგოლ ვაშაძის თქმით, ოპოზიცია ტელევიზიის დასაცავად პროტესტის უკიდურეს ფორმებსაც კი მიმართავს

“გეშინოდეთ ჩახშობილი “რუსთავი 2-ის” – გრიგოლ ვაშაძის თქმით, ოპოზიცია ტელევიზიის დასაცავად პროტესტის უკიდურეს ფორმებსაც კი მიმართავს

სოსო ელისაშვილი 07 მაი 2019

უახლესი ამბები

  • „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე – შესაძლებელია, საწვავის ფასი ახლო მომავალში კიდევ გაიზარდოს, რისი მიზეზიც რუსეთიდან მოწოდების პრობლემაა

    „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე – შესაძლებელია, საწვავის ფასი ახლო მომავალში კიდევ გაიზარდოს, რისი მიზეზიც რუსეთიდან მოწოდების პრობლემაა

  • ირაკლი ღარიბაშვილი: სასიამოვნო იყო ჯეიკ სალივანთან შეხვედრა – განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და რეგიონალურ თუ გლობალურ გამოწვევებთან გამკლავების მნიშვნელობა

    ირაკლი ღარიბაშვილი: სასიამოვნო იყო ჯეიკ სალივანთან შეხვედრა – განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და რეგიონალურ თუ გლობალურ გამოწვევებთან გამკლავების მნიშვნელობა

  • პაატა კვიჟინაძის განცხადებით, პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოში წარდგენილი კანდიდატურების გაწვევის უფლება არ აქვს, ამიტომ კომიტეტებმა ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურები განიხილეს და მხარი არ დაუჭირეს

    პაატა კვიჟინაძის განცხადებით, პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოში წარდგენილი კანდიდატურების გაწვევის უფლება არ აქვს, ამიტომ კომიტეტებმა ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურები განიხილეს და მხარი არ დაუჭირეს

  • პაატა მანჯგალაძე: კობახიძეს მინდა ვურჩიო, რუსი ჯაშუშების და სანქცირებული პირების მომსახურების სერვის პლუსი გააკეთოს, თუ როგორ შეძლონ ქვეყნიდან ნაძარცვი ქონების გატანა

    პაატა მანჯგალაძე: კობახიძეს მინდა ვურჩიო, რუსი ჯაშუშების და სანქცირებული პირების მომსახურების სერვის პლუსი გააკეთოს, თუ როგორ შეძლონ ქვეყნიდან ნაძარცვი ქონების გატანა

  • ანი­ტა რაჭველიშვილი თეა წულუკიანს: “ქალ­ბა­ტო­ნო” თქვენ ვერ ას­რუ­ლებთ ფუნ­ქცი­ას და არ გე­საქ­მე­ბათ არა­ფე­რი ჩვენს სფე­როს­თან!

    ანი­ტა რაჭველიშვილი თეა წულუკიანს: “ქალ­ბა­ტო­ნო” თქვენ ვერ ას­რუ­ლებთ ფუნ­ქცი­ას და არ გე­საქ­მე­ბათ არა­ფე­რი ჩვენს სფე­როს­თან!

  • შიმშილის თამაშების ახალი ფილმის მორიგი ტრეილერი  (ვიდეო)

    შიმშილის თამაშების ახალი ფილმის მორიგი ტრეილერი (ვიდეო)

  • მედია: განათლების სამინისტრომ უნივერსიტეტებს სთხოვა, სტუდენტების დავალიანება საკუთარი სახსრებით გაუნულონ – რადიო თავისუფლების წყარო

    მედია: განათლების სამინისტრომ უნივერსიტეტებს სთხოვა, სტუდენტების დავალიანება საკუთარი სახსრებით გაუნულონ – რადიო თავისუფლების წყარო

  • თეა წულუკიანი: გარეთ მდგარ ერთ მუჭა ხელოვანებს, ვუსამძიმრებ კრახს

    თეა წულუკიანი: გარეთ მდგარ ერთ მუჭა ხელოვანებს, ვუსამძიმრებ კრახს

  • დავით ბერძენიშვილი: როგორც ჩანს, შიში აქვთ, რომ ხელისუფალნიც აღმოჩნდებიან სანქციების ქვეშ, საკმაოდ შეშინებული ჩანდა დღეს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ხელმძღვანელობა

    დავით ბერძენიშვილი: როგორც ჩანს, შიში აქვთ, რომ ხელისუფალნიც აღმოჩნდებიან სანქციების ქვეშ, საკმაოდ შეშინებული ჩანდა დღეს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ხელმძღვანელობა

  • მედია: ოთარ ფარცხალაძემ, მთელი ქონება შვილის სახელზე გადააფორმა

    მედია: ოთარ ფარცხალაძემ, მთელი ქონება შვილის სახელზე გადააფორმა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge