NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»აბსოლუტურად ზედმეტია პარლამენტის თავმჯდომარისთვის დაცვის დატოვება და იგივეს ვიტყვი პრეზიდენტზეც – ჩემი გადაწყვეტილება ჩემ წინააღმდეგ იყო მიმართული თავის დროზე?

აბსოლუტურად ზედმეტია პარლამენტის თავმჯდომარისთვის დაცვის დატოვება და იგივეს ვიტყვი პრეზიდენტზეც – ჩემი გადაწყვეტილება ჩემ წინააღმდეგ იყო მიმართული თავის დროზე?

17 ოქტ 2019 პოლიტიკა 877 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მიმაჩნია, რომ ზედმეტია აბსოლუტურად პარლამენტის თავმჯდომარისთვის ოთხი წლით დაცვის დატოვება და იგივეს ვიტყვი პრეზიდენტზეც. ჩემი გადაწყვეტილება ჩემ წინააღმდეგ იყო მიმართული თავის დროზე?, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შეფასებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ყოფილ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს სახელმწიფო დაცვის შენარჩუნების საჭიროება არ აქვს, რის გამოც მას დეკემბრის შუა რიცხვებიდან დაცვა მოეხსნება.

კობახიძის თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მთავარია სახელმწიფოებრივი მიდგომა, ის თუ რა არის სწორი.

“მინდა, შეგახსენოთ, რომ თვითონ ვიყავი ინიციატორი რეგლამენტში ცვლილებების, რომლის მიხედვითაც პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს არა ოთხი, არამედ ერთი წლის ვადით უნარჩუნდება სახლმწიფო დაცვა. მე ვიყავი ამის ინიციატორი, რადგან მიმაჩნდა და დღესაც მიმაჩნია, რომ ზედმეტია აბსოლუტურად პარლამენტის თავმჯდომარისთვის ოთხი წლით დაცვის დატოვება და იგივეს ვიტყვი პრეზიდენტზეც. ჩემი გადაწყვეტილება ჩემ წინააღმდეგ იყო მიმართული თავის დროზე? ”, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს 16 დეკემბრიდან სახელმწიფო დაცვა მოეხსნება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში განუცხადეს, მოცემულ ეტაპზე არ იკვეთება რაიმე გარემოება, რის გამოც გიორგი მარგველაშვილი სთვის სახელმწიფო დაცვის შენარჩუნება აუცილებელი იქნებოდა.

მათივე განმარტებით, საფრთხეების შეფასება, რის საფუძველზეც დასაცავი პირისთვის სახელმწიფო დაცვის მოხსნის ან შენარჩუნების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება, პერიოდულად ხდება და უშუალოდ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შემთხვევაში საკითხი დეკემბრამდე კიდევ გადაიხედება.

თავის მხრივ, ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი “ინტერპრესნიუსთან” საუბარში კანონში გაჩენილ ახალ ჩანაწერს, რომ მაღალი თანამდებობის პირებს უფლებამოსილების ვადის გასვლიდან 1 წლის შემდეგ სახელმწიფო დაცვა აღარ დაიცავს, პერსონალურად მასზე მორგებულ ცვლილებად მიიჩნევს.

აღსანიშნავია, რომ ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის გარდა, 2020 წლის ივლისიდან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური აღარ დაიცავს ასევე პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს. სწორედ 2020 წლის ივლისში შესრულდება ერთი წელი, რაც ირაკლი კობახიძემ საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის პოსტი დატოვა. რა გადაწყვეტილებას მიიღებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური უშუალოდ ირაკლი კობახიძესთან მიმართებაში და შეუნარჩუნებს თუ მოუხსნის მას სახელმწიფო დაცვას, ესეც მის მიმართ არსებული საფრთხეების შეფასების შემდეგ გადაწყდება.

კომენტარები

2019-10-17
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პირველი ქართული ვისკი „JIMSHER” ი – თბილისში გამართული საერთაშორისო ბიზნეს ომბუდსმენთა ღონისძიების მხარდამჭერი.

შემდეგი სტატია

ჩვენ ვერ ვიცავთ არასრულწლოვნებს აზარტული და მომგებიანი თამაშებისგან – არაოფიციალური მონაცემებით, მოთამაშეთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა

მსგავსი სტატიები

მიხეილ ჯანელიძე იან კელის შეხვდა

14 დეკ 2017
ხარვეზები მაჩალიკაშვილის საქმეზე, საპარლამენტო კონტროლი… – EMC საპატლამენტო უმცირესობას შეხვდება

ხარვეზები მაჩალიკაშვილის საქმეზე, საპარლამენტო კონტროლი… – EMC საპატლამენტო უმცირესობას შეხვდება

22 თებ 2019
გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იქნება

გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იქნება

17 ივლ 2018

უახლესი ამბები

  • ალეკო ელისაშვილი: ბეჭი არ იტკინოს ბატონმა ჩალაძემ ერთი ეგ მაშინებს რა

    ალეკო ელისაშვილი: ბეჭი არ იტკინოს ბატონმა ჩალაძემ ერთი ეგ მაშინებს რა

  • თეა გოდოლაძე: მიწისძვრა კი არ კლავს ადამიანს. შენობა კლავს და უტვინო, ფულის მოხვეჭაზე აგებული სამშენებლო პოლიტიკა!

    თეა გოდოლაძე: მიწისძვრა კი არ კლავს ადამიანს. შენობა კლავს და უტვინო, ფულის მოხვეჭაზე აგებული სამშენებლო პოლიტიკა!

  • ლევან ბეჟაშვილი: ვიხილავთ მანდატების დატოვების საკითხს – ვიწყებთ კონსულტაციებს დასავლელ პარტნიორებთან და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რომ დავტოვოთ პარლამენტი

    ლევან ბეჟაშვილი: ვიხილავთ მანდატების დატოვების საკითხს – ვიწყებთ კონსულტაციებს დასავლელ პარტნიორებთან და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რომ დავტოვოთ პარლამენტი

  • ელენე ხოშტარია: „დროა“ ენმ-ს საპროტესტო აქციებს უერთდება

    ელენე ხოშტარია: „დროა“ ენმ-ს საპროტესტო აქციებს უერთდება

  • თურქეთი – მიწისძვრის კადრები (ვიდეო)

    თურქეთი – მიწისძვრის კადრები (ვიდეო)

  • ლიზა იასკო: საქართველო, შენ წამართვი ჩემთვის ახლო ადამიანი, მიხეილ სააკაშვილი

    ლიზა იასკო: საქართველო, შენ წამართვი ჩემთვის ახლო ადამიანი, მიხეილ სააკაშვილი

  • „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან შეიკრიბნენ

    „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან შეიკრიბნენ

  • აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სააკაშვილის საქმეს

    აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სააკაშვილის საქმეს

  • „ნაციონალური მოძრაობა“  ხვალ აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართავს

    „ნაციონალური მოძრაობა“ ხვალ აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართავს

  • „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს

    „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge