NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»საიამ 20-21 ივნისს დაზარალებული 16 პირისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების თხოვნით სასამართლოს მიმართა

საიამ 20-21 ივნისს დაზარალებული 16 პირისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების თხოვნით სასამართლოს მიმართა

11 ოქტ 2019 პოლიტიკა 525 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” 20-21 ივნისს დაზარალებული 16 პირისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების თხოვნით სასამართლოს მიმართა.

საიამ 16 პირის სახელით პროკურორის იმ დადგენილების გაუქმება მოითხოვა, რომლითაც 20-21 ივნისს დაზარალებულ პირებს სტატუსი არ მიენიჭათ.

საიას ცნობით, 20-21 ივნისის საქმეზე გენერალურ პროკურატურას ჯერ კიდევ 2019 წლის 19 სექტემბერს მიმართეს, რათა აქციაზე დაზარალებული 16 პირისათვის (მათ შორის 8 ჟურნალისტი) დაზარალებულის სტატუსი მიენიჭებინათ. პროკურორმა მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რაც ზემდგომ პროკურორთან გაასაჩივრეს. ზემდგომმა პროკურორმა ასევე არ დააკმაყოფილა მოთხოვნა და აღნიშნულ პირებს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა.

პროკურატურის განმარტებით, ამ დროისათვის არ არსებობს დაზარალებულის სტატუსის მინიჭების საფუძველი. საია მიიჩნევს, რომ პროკურატურის მიერ 20-21 ივნისს დაზარალებული პირებისათვის შესაბამისი სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა უკანონო და დაუსაბუთებელია.

როგორც “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” აცხადებენ, კანონმდებლობის თანახმად, დანაშაულის მსხვერპლს მთელი რიგი უფლებები, მათ შორის, საქმის მასალების გაცნობის, სისხლის სამართლებრივი დევნის არდაწყების ან შეწყვეტის, ან გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილების გასაჩივრების უფლება მხოლოდ მაშინ ეძლევა, თუ იგი  დაზარალებულის პროცესუალური სტატუსით სარგებლობს. შესაბამისად, დაზარალებულის სტატუსის საწყის ეტაპზევე მინიჭებას დაზარალებულის უფლებების დასაცავად არსებითი მნიშვნელობა აქვს.

სასამართლომ საჩივარი 15 დღეში უნდა განიხილოს.

კომენტარები

2019-10-11
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის რეჟიმს წერტილი დაუსვა

შემდეგი სტატია

თბილისი ენერჯი: სექტემბერში თბილისში, საცხოვრებელ ბინებში 2918 კუსტარულად დამონტაჟებული გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაიხსნა

მსგავსი სტატიები

მოქალაქეებს შეზღუდვები დაუწესეს, თუმცა ყველაზე მსხვილი კონფესიის დიდ ნაწილზე არ გავრცელდა – ეს შეზღუდვებს უაზროს ხდის

მოქალაქეებს შეზღუდვები დაუწესეს, თუმცა ყველაზე მსხვილი კონფესიის დიდ ნაწილზე არ გავრცელდა – ეს შეზღუდვებს უაზროს ხდის

ირაკლი შალიკაშვილი 15 აპრ 2020

„აუცილებლად უნდა გაგრძელდეს მუშაობა ყველა დეპუტატთან უმრავლესობაში“

12 აპრ 2018
დოლიძე და ჯანეზაშვილი ბოლომდე ინარჩუნებდნენ „ღირსეულ დუმილს“

დოლიძე და ჯანეზაშვილი ბოლომდე ინარჩუნებდნენ „ღირსეულ დუმილს“

11 თებ 2019

უახლესი ამბები

  • ლილი ფოფხაძე – ციცქნა

    ლილი ფოფხაძე – ციცქნა

  • მწერალ ნაირა გელაშვილის მიმართვა ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით (ვიდეო)

    მწერალ ნაირა გელაშვილის მიმართვა ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით (ვიდეო)

  • ამერიკელი მეცნიერები: COVID-19-ის პანდემიამ შესაძლოა ფსიქიკური პრობლემები და თავის ტვინის დაზიანება გამოიწვიოს

    ამერიკელი მეცნიერები: COVID-19-ის პანდემიამ შესაძლოა ფსიქიკური პრობლემები და თავის ტვინის დაზიანება გამოიწვიოს

  • რაიმე ტიპის საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას” არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, გამორიცხულია

    რაიმე ტიპის საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას” არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, გამორიცხულია

  • ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი – ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების” მიმართ

    ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი – ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების” მიმართ

  • პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

    პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

  • არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას

    არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას

  • პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის, რადგან ყველა შეხვედრაზე ისმევა პოლიტპატიმრების საკითხი

    პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის, რადგან ყველა შეხვედრაზე ისმევა პოლიტპატიმრების საკითხი

  • ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

    ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

  • ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

    ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge