მოგიწოდებთ, რომ ტერმინები კორექტულად გამოიყენოთ, – ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ვლადიმერ კაკაბაძეს, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.
დეპუტატი დაინტერესდა, თუ რატომ შეადარა ვლადიმერ კაკაბაძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრების პროცესი „ჩეკისტურ დაკითხვას“, რაზეც კაკაბაძემ უპასუხა, რომ გასაუბრებისას მას ერთი და იგივე კითხვა 30 წამის განმავლობაში 3-ჯერ დაუსვეს და ეს შედარებაც ამიტომ გამოიყენა.
„სიტყვებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. როცა „ჩეკისტებს“, „ფაშისტებს“ იყენებთ, თქვენ და ზოგიერთი ჩვენი კოლეგა, ეს არის შეურაცხყოფა იმ ხალხის ხსოვნის, ვინც მართლა აწამეს, დახვრიტეს. სამი კითხვის ჩაკითხვა 30 წამის განმავლობაში არის ჩვეულებრივი რამე. ერთი და იგივე იყოს თუ გნებავთ კითხვა და ხუთჯერ. სხვა დროს მოგიწოდებდით, რომ ტერმინები კორექტულად გამოიყენოთ. თქვენ რომ წუხდებით, გგონიათ, რომ ეს უნდა შეადაროთ კაცობრიობის ყველაზე დიდ უბედურებას?“ – მიმართა ბოკერიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს.
კომენტარები