NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატმა საჯარო შეხვედრა გამართა

ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატმა საჯარო შეხვედრა გამართა

11 ოქტ 2019 პოლიტიკა 520 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატმა საჯარო შეხვედრა გამართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობს, ღონისძიებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე და ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელიც დაესწრო.

როგორც ღონისძიებაზე თამარ გაბუნიამ განაცხადა, სუიციდის პრევენციის ღონისძიებები მულტიდისციპლინარულ და მულტისექტორულ მიდგომას საჭიროებს და ახალ სტრატეგიაში სწორედ ამ საკითხზე გაკეთდება აქცენტი.

“ამ შემთხვევაში, მხოლოდ ჯანდაცვის სექტორის ძალისხმევა, რა თქმა უნდა, არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ჯეროვანი პასუხი გავცეთ სუიციდთან დაკავშირებულ გამოწვევებს და აუცილებელი იქნება სოციალური დაცვის განათლების სექტორის და ბევრი სხვა სექტორის მონაწილეობა”,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

სუიციდის პრევენციის პროგრამის პილოტი ამ ეტაპზე ბათუმში მოქმედებს, რომლის წარმატებით დანერგვის შემდეგ და მიღებული შედეგების გათვალისწინებით ღონისძიებების გაფართოება მოხდება. უკვე მომზადებულია და ფუნქციონირებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სუიციდის პრევენციის პროგრამა.

ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა სამკურნალო, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და მათთვის შესაბამისი, მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისების მიწოდებაა. ქვეყანაში მოქმედებს ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სერვისები სრულად არის დაფინანსებული.

ფსიქიკური სერვისების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობისთვის დაიწყო საცხოვრისის და მცირე საოჯახო სახლების ტიპის დაწესებულებების განვითარება. ასევე მიმდინარეობს არსებული ფსიქიკური დაწესებულებების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და გაუმჯობესების ხელშეწყობის პროცესი. გაიზარდა სათემო სერვისების დაფინანსება. ქვეყნის მასშტაბით 31 მობილური გუნდი ამოქმედდა, მოიმატა მათთვის გამოყოფილმა ბიუჯეტმა, რაც ნიშნავს, რომ თბილისსა და საქართველოს რეგიონებში მომსახურებას გაცილებით მეტი ბენეფიციარი მიიღებს.

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ სტიგმის, დისკრიმინაციის მიზეზების და მათი შედეგების შემცირების, ასევე ინკლუზიის ხელშეწყობის და თვითადვოკატირების ღონისძიებები. გრძელდება მოსახლეობის განათლებასთან დაკავშირებული აქტივობები ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხების შესახებ.

კომენტარები

2019-10-11
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პრემიერ-მინისტრის ვიზიტის პირველი შედეგი ჩანს და მისასალმებელია

შემდეგი სტატია

ელექტრო ვოლვო XC40 – ვოლვოსა და გუგლის თანამშრომლობის შედეგი

მსგავსი სტატიები

ვახო მეგრელიშვილი: სამ­წუ­ხა­როდ, ისე­თი კო­მი­ტე­ტი, რო­მე­ლიც მე მა­ინ­ტე­რე­სებს, იმ კო­მი­ტე­ტებ­ში, რა­საც შე­თან­ხმე­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს, არ შე­დის

ვახო მეგრელიშვილი: სამ­წუ­ხა­როდ, ისე­თი კო­მი­ტე­ტი, რო­მე­ლიც მე მა­ინ­ტე­რე­სებს, იმ კო­მი­ტე­ტებ­ში, რა­საც შე­თან­ხმე­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს, არ შე­დის

ნინო ჩხეიძე 22 აპრ 2021
დაგროვებითი პენსიის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე განიხილავენ

დაგროვებითი პენსიის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე განიხილავენ

28 იან 2019
ივანიშვილის მოციქულმა პრემიერმა ვერ გაბედა იმ დარბაზში შესვლა, სადაც გავრილოვი იჯდა

ივანიშვილის მოციქულმა პრემიერმა ვერ გაბედა იმ დარბაზში შესვლა, სადაც გავრილოვი იჯდა

ირაკლი შალიკაშვილი 27 ივნ 2019

უახლესი ამბები

  • ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად არანაირი კომისიების შექმნა საჭირო არ არის – ჩვენ არ ვაპირებთ სიმულაციაში მონაწილეობას, რომელიც, საბოლოო ჯამში, ქვეყანას არსად მიიყვანს

    ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად არანაირი კომისიების შექმნა საჭირო არ არის – ჩვენ არ ვაპირებთ სიმულაციაში მონაწილეობას, რომელიც, საბოლოო ჯამში, ქვეყანას არსად მიიყვანს

  • კობახიძე სამხარაძეზე: უხამსი სიტყვები, ნაცმოძრაობისა და მისი მედიის მთავარი პიარული ხაზია

    კობახიძე სამხარაძეზე: უხამსი სიტყვები, ნაცმოძრაობისა და მისი მედიის მთავარი პიარული ხაზია

  • Social Impact Award 2022 ფინალისტი გუნდები გამოვლინდენ

    Social Impact Award 2022 ფინალისტი გუნდები გამოვლინდენ

  • თამრიკო ჭოხონელიძე “ოცნების” დეპუტატს: ვის აგინებ ასე გამეტებით, ხვალ შენმა შვილებმა ხომ ამ ქვეყანაში უნდა იცხოვრონ, არ გრცხვენია?!

    თამრიკო ჭოხონელიძე “ოცნების” დეპუტატს: ვის აგინებ ასე გამეტებით, ხვალ შენმა შვილებმა ხომ ამ ქვეყანაში უნდა იცხოვრონ, არ გრცხვენია?!

  • თაკო ჩარკვიანი: უმოქმედობაა ყველაზე დიდი შეცდომა.. ახლა გაერთიანების დროა!

    თაკო ჩარკვიანი: უმოქმედობაა ყველაზე დიდი შეცდომა.. ახლა გაერთიანების დროა!

  • გია ხუხაშვილი: ხალხმა თავისი ურყევი ნება აჩვენა, ახლა უკვე პოლიტიკოსებმა უნდა აჩვენონ, რად ღირან – ისინი უნდა გამოვიდნენ წინა პლანზე

    გია ხუხაშვილი: ხალხმა თავისი ურყევი ნება აჩვენა, ახლა უკვე პოლიტიკოსებმა უნდა აჩვენონ, რად ღირან – ისინი უნდა გამოვიდნენ წინა პლანზე

  • მიხეილ მაჭავარიანი: ამის მოლოდინი „ქართული ოცნების“ მთავრობისგან არ უნდა გვქონდეს, რადგან ეს ადამიანები ხელისუფლებას და ძალაუფლებას უფრო ეჭიდებიან, ვიდრე პრობლემების მოგვარებას

    მიხეილ მაჭავარიანი: ამის მოლოდინი „ქართული ოცნების“ მთავრობისგან არ უნდა გვქონდეს, რადგან ეს ადამიანები ხელისუფლებას და ძალაუფლებას უფრო ეჭიდებიან, ვიდრე პრობლემების მოგვარებას

  • თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

    თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

  • სანდრო რაქვიაშვილი: როგორც ირაკლი ღარიბაშვილი უნდა წასულიყო თანამდებობიდან დაშვებული შეცდომის შემდეგ, ისევე „სირცხვილია” უნდა შეეშვას მიტინგების დაშლას

    სანდრო რაქვიაშვილი: როგორც ირაკლი ღარიბაშვილი უნდა წასულიყო თანამდებობიდან დაშვებული შეცდომის შემდეგ, ისევე „სირცხვილია” უნდა შეეშვას მიტინგების დაშლას

  • ირაკლი ღარიბაშვილი: გულითადად ვულოცავთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და მეგობარ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის 246-ე წლისთავს

    ირაკლი ღარიბაშვილი: გულითადად ვულოცავთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და მეგობარ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის 246-ე წლისთავს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge