NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»წარმოუდგენელია, ვსაუბრობდეთ გენერალურ პროკურორზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეზე და იქ იყოს დიპლომთან დაკავშირებული პრობლემა

წარმოუდგენელია, ვსაუბრობდეთ გენერალურ პროკურორზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეზე და იქ იყოს დიპლომთან დაკავშირებული პრობლემა

09 ოქტ 2019 პოლიტიკა 380 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

წარმოუდგენელია, ვსაუბრობდეთ გენერალურ პროკურორზე, ვსაუბრობდეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეზე და იქ იყოს დიპლომთან დაკავშირებული პრობლემა, – ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ შალვა თადუმაძე ან „ქართული ოცნება” აღიარებს დიპლომთან დაკავშირებულ პრობლემას, რადგან ამის აღიარება „ნიშნავს იმას, რომ მათ კანონის დარღვევით გაამწესეს თავის დროზე გენერალურ პროკურორად თადუმაძე”.

„დიპლომი არის ის საკითხი, რაზეც ვფიქრობ, რომ დღეს პარლამენტში უნდა დაისვას კითხვა. ასევე, უნდა დაისვას კითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ ერთი წელი არ იყო გასული, რაც ბატონი თადუმაძე გამწესდა გენერალურ პროკურორად და გამოთქვა სურვილი გადასულიყო უზენაეს სასამართლოში, როდესაც მთელი პროცესი ვიხილეთ თავის დროზე გენერალურ პროკურორად გამწესების ნაწილში. მთელი მმართველი პარტია უმტკიცებდა საზოგადოებას, რომ შალვა თადუმაძე საუკეთესო გენერალური პროკურორი იქნებოდა და ის სწორედ ის კადრი იყო, რომელიც სჭირდებოდა პროკურატურას. ახლა მნიშვნელოვანია გვითხრას, ასე სწრაფად რატომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გადაინაცვლოს უზენაეს სასამართლოში ან რატომ მიაღებინეს ეს გადაწყვეტილება. აქ საინტერესოა ისიც, რომ თადუმაძე არ არის ერთადერთი, მისი მოადგილე, ბატონი ვასაძეც გამოთქვამს სურვილს და ორივე ნომინირებულია პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ. რაც შეეხება დიპლომის ნაწილს, რაც უფრო დრო გადის, უფრო მეტი კითხვა ჩნდება ამ პროცესში”,- განაცხადა სალაძემ.

კომენტარები

2019-10-09
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

იანდექს ტაქსი“ – ტაქსების რეგულაციას ჩვენი კომპანიის ფასებზე არ უმოქმედია

შემდეგი სტატია

უდიპლომო სასიძოები გვყავდა კინოში, „ქართული ოცნების” რეალობაში კი მიღებულია უდიპლომო პროკურორი, მინისტრი და მოსამართლე

მსგავსი სტატიები

ცესკო-მ წინასწარი შედეგები გაასაჯაროვა

ცესკო-მ წინასწარი შედეგები გაასაჯაროვა

ირაკლი შალიკაშვილი 20 მაი 2019
ირაკლი კობახიძე ლატვიის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა

ირაკლი კობახიძე ლატვიის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა

15 იან 2018
სკოლა “ახალი ლიდერების ინიციატივას” მსმენელებს საჯარო ლექცია ნიკა გვარამიამ წაუკითხა

სკოლა “ახალი ლიდერების ინიციატივას” მსმენელებს საჯარო ლექცია ნიკა გვარამიამ წაუკითხა

ირაკლი შალიკაშვილი 16 აგვ 2019

უახლესი ამბები

  • ჯენიფერ ლოპესი  ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე (ფოტოები)

    ჯენიფერ ლოპესი ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე (ფოტოები)

  • გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს

    გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს

  • იაგო ხვიჩია: ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძეს თავის ამაზრზენ საქციელზე მოუწევს ბოდიშის მოხდა, სხვა შემთხვევაში, მას სულ ასე მოუწევს დამალვა

    იაგო ხვიჩია: ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძეს თავის ამაზრზენ საქციელზე მოუწევს ბოდიშის მოხდა, სხვა შემთხვევაში, მას სულ ასე მოუწევს დამალვა

  • კამალა ჰარისი: For the people—always

    კამალა ჰარისი: For the people—always

  • გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა

    გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა

  • სახალხო დამცველმა დაადასტურა ის, რაც ყველასთვის ნათელია, რომ ციხეს მართავს არა ადმინისტრაცია, არამედ შავი სამყარო

  • ცრუ ინფორმაციების გავრცელება მიზანმიმართულად ხდება, თითქოს ჭავჭავაძეზე რამე ცუდი გავაკეთეთ – აბა ის მოგწონდათ, ვირთხები, თაგვები და სუნი რომ იყო?

    ცრუ ინფორმაციების გავრცელება მიზანმიმართულად ხდება, თითქოს ჭავჭავაძეზე რამე ცუდი გავაკეთეთ – აბა ის მოგწონდათ, ვირთხები, თაგვები და სუნი რომ იყო?

  • გუშინ ოპოზიციის სახის დაკარგვის ახალი ეტაპი ვიხილეთ – არგუმენტები, რითაც მამუკა ხაზარაძე ალეკო ელისაშვილს პასუხობდა, ძალიან სუსტი იყო

    გუშინ ოპოზიციის სახის დაკარგვის ახალი ეტაპი ვიხილეთ – არგუმენტები, რითაც მამუკა ხაზარაძე ალეკო ელისაშვილს პასუხობდა, ძალიან სუსტი იყო

  • ყველაფერს  გავაკეთებ, რათა საერთაშორისო მასშტაბის ყურადღება მიექცეს იმ ფაქტს, რომ საქართველოში პენიტენციური სისტემა სახალხო დამცველს უმხედრებს კრიმინალებს

    ყველაფერს გავაკეთებ, რათა საერთაშორისო მასშტაბის ყურადღება მიექცეს იმ ფაქტს, რომ საქართველოში პენიტენციური სისტემა სახალხო დამცველს უმხედრებს კრიმინალებს

  • ბენიამინ ნეთანიაჰუ გიორგი გახარიას: ბატონო პრემიერ-მინისტრო, გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ახლახანს ხელახლა დანიშვნას

    ბენიამინ ნეთანიაჰუ გიორგი გახარიას: ბატონო პრემიერ-მინისტრო, გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ახლახანს ხელახლა დანიშვნას

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge