NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»წარმოუდგენელია მოძალადეს ჰქონდეს მანდატი“ – ოპოზიცია ჯიშკარიანისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს

წარმოუდგენელია მოძალადეს ჰქონდეს მანდატი“ – ოპოზიცია ჯიშკარიანისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს

09 ოქტ 2019 პოლიტიკა 148 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საკრებულოს ოპოზიცია სავარაუდო სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული “ქართული ოცნების“ წევრის ილია ჯიშკარიანისთვისდეპუტატის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის ლევან ხაბეიშვილის განმარტებით, წარმოუდგენელია მსგავსი ბრალდებით ადამიანი თანამდებობას იკავებდეს.

“პროკურატურაც ადასტურებს, რომ არსებობს შესაბამისი საფუძველი იმისთვის, რომ ამ ადამიანს ბრალი წარედგინოს. ახლა, რა თქმა უნდა, ჯერი დედაქალაქის მერზეა, რომელიც ურწმუნო თომასავით ამბობდა, რომ არ სჯეროდა ამ ყველაფრის. ახლა მნიშვენელოვანია, რომ საკრებულომაც იმოქმედოს ადეკვატურად და მას შეუჩერდეს უფლებამოსილება. ახლა თადუმაძის უწყებამ სწრაფად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. წარმოუდგენელია მოძალადეს ჰქონდეს მანდატი საკრებულოში,“ – აღნიშნა ხაბეიშვილმა.

საკრებულოს ფრაქცია ”ევროპული საქართველო – თბილისის” თავმჯდომარის მოადგილე დავით ჟღენტის ინფორმაციით, მანდატის შეჩერებისთვის საკრებულოს უმეტესობის მხარდაჭერაა საჭირო.

„მანდატის შეწყვეტის პროცედურა არის საკრებულოს უმრავლესობაზე დამოკიდებული, შესაბამისად, საკრებულომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, აპირებენ თუ არა “ქართული ოცნების“ საკრებულოს დეპუტატს შეუწყვიტონ შესაბამისი სტატუსი,“ –  განაცხადა  საკრებულოს ფრაქცია ”ევროპული საქართველო – თბილისის” თავმჯდომარის მოადგილემ დავით ჟღენტმა.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ მანდატის შეჩერება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება თუ დეპუტატს აღკვეთ ღონსიძებას შეუფარდებენ

“ამ საკითხის დაყენების უფლებამოსილება ჩვენ არ გაგვაჩნია. პირს თუ წინასწარ აღმკვეთი ღონისძიება ან ადმინისტრაციული სახით პატიმრობა არ აქვს მისჯილი, ჩვენ არ გაგვაჩნია უფლებამოსილება, რომ შევუწყვიტოთ ან შევუჩეროთ მანდატი. ეს არის მხოლოდ აღკვეთი ღონისძიების სახეზე დამოკიდებული,“ – განმარტა საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა.

რამდენიმედღიანი ლოდინის, საპროტესტო აქციების, კატეგორიული მოთხოვნის და არაერთი მწვავე განცხადების შემდეგ, პროკურატურამ თამთა თოდაძე დღეს დაზარალებულად ცნო. ბრალი წაუყენეს ჩინოვნიკსაც, რომელსაც ახალგაზრდა ქალი გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს. საკრებულოს წევრი მმართველი პარტიიდან კლინიკაში რჩება.

“ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ედავებიან”  – წერია პროკურატურის განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

2019-10-09
ირაკლი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ჩემს თავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ განვიხილავ

შემდეგი სტატია

ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება

მსგავსი სტატიები

კახა კალაძის შეფასებით, “ტყუილია და მოგონილია” განცხადებები, რომლის თანახმადაც, ბიძინა ივანიშვილს საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილება არ უნდა

კახა კალაძის შეფასებით, “ტყუილია და მოგონილია” განცხადებები, რომლის თანახმადაც, ბიძინა ივანიშვილს საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილება არ უნდა

ირაკლი 12 ნოე 2019

კალაძე: მჯერა, რომ რადიოქალაქი იქნება ერთ-ერთ საუკეთესო ადგილი ჩვენს დედაქალაქში

09 ოქტ 2017
დანაშაულის დაფარვა/შეუტყობინებლობისთვის, ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა და ცრუ ჩვენებისთვის სასჯელი გამკაცრდა

დანაშაულის დაფარვა/შეუტყობინებლობისთვის, ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა და ცრუ ჩვენებისთვის სასჯელი გამკაცრდა

20 ივლ 2018

უახლესი ამბები

  • ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს

    ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს

  • “უმრავლესობის უმრავლესობა მხარს პროპორციულ სისტემას უჭერს”

    “უმრავლესობის უმრავლესობა მხარს პროპორციულ სისტემას უჭერს”

  • საპროტესტო აქცია და კონტრაქცია შსს-თან

    საპროტესტო აქცია და კონტრაქცია შსს-თან

  • ეკა ბესელია სრულად მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით უმრავლესობაში უთანხმოებაზე – ეს სპექტაკლები ერთმანეთს დაუდგან

    ეკა ბესელია სრულად მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით უმრავლესობაში უთანხმოებაზე – ეს სპექტაკლები ერთმანეთს დაუდგან

  • შეცდომა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დაუშვა 2024 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, დროა, ჩვენვე გამოვასწოროთ

    შეცდომა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დაუშვა 2024 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, დროა, ჩვენვე გამოვასწოროთ

  • მე, როგორც დეპუტატი, 2024 წლიდან სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგი ვარ

    მე, როგორც დეპუტატი, 2024 წლიდან სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგი ვარ

  • დამხობა, რევოლუცია, რადიკალიზაცია – ეს არ არის ის მომავალი, რაც მოსახლეობას სწყურია

    დამხობა, რევოლუცია, რადიკალიზაცია – ეს არ არის ის მომავალი, რაც მოსახლეობას სწყურია

  • საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის პრინციპებს სჭირდება განვითარება, რომლის მთავარი ამოსავალი, მოქალაქე, პროგრამის ეფექტურობა და დარგზე ზრუნვა იქნება

    საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის პრინციპებს სჭირდება განვითარება, რომლის მთავარი ამოსავალი, მოქალაქე, პროგრამის ეფექტურობა და დარგზე ზრუნვა იქნება

  • სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივასთან დაკავშირებით უმრავლესობის ლიდერებთან გამართულ შეხვედრაზე დაძაბულობა იყო

    სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივასთან დაკავშირებით უმრავლესობის ლიდერებთან გამართულ შეხვედრაზე დაძაბულობა იყო

  • ნინო ლომჯარია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესის შეჩერებას მოითხოვს

    ნინო ლომჯარია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესის შეჩერებას მოითხოვს

მოგვიწონეთ!

თბილისი
3°
broken clouds
humidity: 69%
wind: 2m/s E
H 2 • L 1
6°
Fri
7°
Sat
8°
Sun
Weather from OpenWeatherMap
Copyright 2019, News.ge
Create by News.ge