NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»შალვა თადუმაძის განცხადებით, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების თაობაზე შუამდგომლობაში „არარსებული საქმეები“ მისი თანაშემწის შეცდომის გამო მოხვდა

შალვა თადუმაძის განცხადებით, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების თაობაზე შუამდგომლობაში „არარსებული საქმეები“ მისი თანაშემწის შეცდომის გამო მოხვდა

09 ოქტ 2019 პოლიტიკა 472 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის განცხადებით, ნიკა მელიას თვისიმუნიტეტის მოხსნის საკითხზე მას რეგლამენტი პარლამენტისთვის დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენას არ ავალდებულებდა.

ამავე საქმესთან დაკავშირებით თადუმაძემ ასევე დაადასტურა, რომ პარლამენტისთვის თავდაპირველად წარდგენილ დოკუმენტში ევროსასამართლოს მიერ განხილული სამი საქმე არასწორად იყო დართული და მას კავშირი მელიას ბრალდებასთან არ ჰქონდა.

„პარლამენტში წარმოადგინეთ თხოვნა ჩვენი კოლეგის, ნიკა მელიას დაპატიმრების თაობაზე. მტკიცებულებები რატომ არ წარმოადგინეთ, რაც ამას ადასტურებდა?“, – ჰკითხა ოთარ კახიძემ თადუმაძეს.

თავის მხრივ, აღნიშნულზე გენერალურმა პროკურორმა უპასუხა: „თქვენ არ წაიკითხეთ რეგლამენტი. რეგლამენტში არ წერია, რომ გენერალური პროკურორის მიმართვა საჭიროებს მტკიცებულებების წარდგენას და დასაბუთების მაღალ სტანდარტს“, – განაცხადა თადუმაძემ.

„სიტყვების რახარუხი რად გვინდა? დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი მოითხოვება, რომ პირმა დანაშაული ჩაიდინა და არა მაღალი სტანდარტები. პარლამენტის წევრებს როცა გვთხოვთ, რომ პირის დაპატიმრებაზე თანხმობა მოგცეთ, ერთი ან ორი მტკიცებულება მაინც ვერ მოაყოლეთ? ჩვენმა კოლეგებმა რომან კაკულიამ, მარიამ ჯაშმა არ დაუჭირეს მხარი თქვენი თხოვნის დაკმაყოფილებას, რადგან თქვეს, რომ არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება“, – განაცხადა კახიძემ.

„საღი აზრი არ მოქმედებს, მოქმედებს კანონი. კანონში რაც ეწერა, ის იქნა ჩემი მხრიდან შესრულებული. დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება არ მქონდა. შესაბამისად არ წარმოვადგინე“, – განაცხადა თადუმაძემ.

ასევე თადუმაძემ დაადასტურა, რომ პარლამენტისთვის გაგზავნილ შუამდგომლობის დოკუმენტს დაურთო არარსებული საქმე, კონრადი იტალიის წინააღმდეგ, 1998 წ. თადუმაძის თქმით, ამით „ტექნიკური შეცდომა“ მოხდა.

„აბსოლუტურად გულწრფელად მოგახსენებთ, ალბათ, უმჯობესი იყო, რომ ტექნიკური შეცდომა არ მომხდარიყო. სამი საქმე იყო წარდგენილი, რომელიც მითითებული რეკომენდაციების მიხედვით ჩემი თანაშემწის მიერ არასწორად იყო გამოყენებული. იმავე დღესვე პროკურორთა ჯგუფის მიერ გამოსწორებულ იქნა არასწორი დასაბუთება და სასამართლოში წარდგენილ დოკუმენტში ეს დასაბუთება აღარ არის“, – განაცხადა თადუმაძემ.

სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განმარტა, რომ აღნიშნულ საქმეზე პარლამენტმა კონსტიტუციის და რეგლამენტის შესაბამისად იმოქმედა, რასაც ოთარ კახიძე არ დაეთახმა და განაცხადა:

„თქვენ არ იმოქმედეთ კონსტიტუციით, თქვენ არჩიეთ ბიძინა ივანიშვილის დავალების შესრულება იმას, რომ ელემენტარული მტკიცებულება მოგეთხოვათ, როგორც ბატონმა რომან კაკულიამ გააკეთა,მაგალითად“, – განაცხადა კახიძემ.

კომენტარები

2019-10-09
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

უდიპლომო სასიძოები გვყავდა კინოში, „ქართული ოცნების” რეალობაში კი მიღებულია უდიპლომო პროკურორი, მინისტრი და მოსამართლე

შემდეგი სტატია

ოთარ კახიძე თადუმაძეს – რატომ არ აქვს დაზარალებულის სტატუსი გიორგი სულაშვილს, რომელმაც აქციაზე თვალი დაკარგა? იცით თუ არა ვინ არის მაკო გომური?

მსგავსი სტატიები

მეტი არჩევანი არ დაგვიტოვა ივანიშვილმა გარდა იმისა, რომ ქუჩაში დავდგეთ –

მეტი არჩევანი არ დაგვიტოვა ივანიშვილმა გარდა იმისა, რომ ქუჩაში დავდგეთ –

ირაკლი შალიკაშვილი 14 ნოე 2019
„საზოგადოებრივი მაუწყებლსთვის ასეთი ტიპის უფლების მიცემა, ჯამში მოახდენს ნეგატიურ გავლენას სარეკლამო ბაზარზე“

„საზოგადოებრივი მაუწყებლსთვის ასეთი ტიპის უფლების მიცემა, ჯამში მოახდენს ნეგატიურ გავლენას სარეკლამო ბაზარზე“

16 ნოე 2017
მამუკა მდინარაძე: ამაზე ძალიან მარტივი განმარტებაა, როგორც იურისტმაც შემიძლია გიპასუხოთ

მამუკა მდინარაძე: ამაზე ძალიან მარტივი განმარტებაა, როგორც იურისტმაც შემიძლია გიპასუხოთ

ნინო ჩხეიძე 09 ნოე 2020

უახლესი ამბები

  • გიორგი ბარამიძე: ჩვენი კონკრეტული მოთხოვნებია: ვადამდელი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება …

    გიორგი ბარამიძე: ჩვენი კონკრეტული მოთხოვნებია: ვადამდელი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება …

  • ლილი ფოფხაძე – ხონჭიორის გზაზე

    ლილი ფოფხაძე – ხონჭიორის გზაზე

  • ქუჩაში სპონტანურად შესრულებული ,,ვარდები არ არიან” – ანრი ჯოხაძე & საბა ღურცკაია (ვიდეო)

    ქუჩაში სპონტანურად შესრულებული ,,ვარდები არ არიან” – ანრი ჯოხაძე & საბა ღურცკაია (ვიდეო)

  • თამარ კორძაია: ვურჩევდი ბატონ შალვა პაპუაშვილს, არ იდარდოს იმიტომ, რომ …

    თამარ კორძაია: ვურჩევდი ბატონ შალვა პაპუაშვილს, არ იდარდოს იმიტომ, რომ …

  • თენგიზ ცერცვაძე სერგო ჩიხლაძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

    თენგიზ ცერცვაძე სერგო ჩიხლაძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

  • მოვუწოდებ ივანიშვილს, სააკაშვილის ჯინაზე აუცილებლად დათანხმდეს პლებისციტს და ყველაფერს

    მოვუწოდებ ივანიშვილს, სააკაშვილის ჯინაზე აუცილებლად დათანხმდეს პლებისციტს და ყველაფერს

  • თუ პლებისციტი ვინმეს აინტერესებს, შემოდგომაზე გვაქვს თვითმმართველობის არჩევნები და მკაფიოდ გამოჩნდება ხალხის მხარდაჭერა ვის აქვს

    თუ პლებისციტი ვინმეს აინტერესებს, შემოდგომაზე გვაქვს თვითმმართველობის არჩევნები და მკაფიოდ გამოჩნდება ხალხის მხარდაჭერა ვის აქვს

  • 16 მარტს, ბრიუსელში თბილისიდან შედეგს ელოდებიან, კონკრეტული შედეგის გარეშე ჩასვლა ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის მძიმე მესიჯი იქნება

    16 მარტს, ბრიუსელში თბილისიდან შედეგს ელოდებიან, კონკრეტული შედეგის გარეშე ჩასვლა ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის მძიმე მესიჯი იქნება

  • მანანა პაიჭაძე: ვიოლეტა ფურცელაძე ქართული გერმანისტიკის ლინგვისტური მეცნიერების უდიდესი ფიგურაა

    მანანა პაიჭაძე: ვიოლეტა ფურცელაძე ქართული გერმანისტიკის ლინგვისტური მეცნიერების უდიდესი ფიგურაა

  • სასიხარულო ინფორმაცია – ვაქცინირებული ტურისტების პირველი ნაკადი უკვე გამოჩნდა

    სასიხარულო ინფორმაცია – ვაქცინირებული ტურისტების პირველი ნაკადი უკვე გამოჩნდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge