საქართველოს სახალხო დამცველიუზენაესი სასამართლოსმოსამართლეების შერჩევის პროცესთანდაკავშირებით სპეციალურ ანგარიშსაქვეყნებს. როგოც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ „პროცესმა ვერ შეძლო ობიექტური დამკვირვებლის დარწმუნება იმაში, რომ საბოლოოდ ყველაზე კომპეტენტური და კეთილსინდისიერი კანდიდატები წარედგინა საქართველოს პარლამენტს“.
სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს პარლამენტს, მიიღოს ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც გამორიცხავს „თვითნებობას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილებების მიღებისას, უზრუნველყოფს ინტერესთა კონფლიქტის აცილების მაღალ სტანდარტს, ღია კენჭისყრას, გადაწყვეტილებების დასაბუთებას და მათი გასაჩივრების შესაძლებლობას“.
„2019 წლის 6 მაისიდან 6 სექტემბრამდე, ოთხ თვიან პერიოდში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესსაბჭოში უზენაესი სასამართლოსმოსამართლეობის კანდიდატებისშერჩევის პროცესი წარიმართა, რომელსაც საქართველოს სახალხოდამცველის აპარატი საკუთარიმანდატის ფარგლებში აკვირდებოდა. დაკვირვების შედეგები დარეკომენდაციები წარმოდგენილიასპეციალურ ანგარიშში, რომელსაცვაქვეყნებთ. დაკვირვებამ გამოავლინა, რომ უზენაესი სასამართლოსმოსამართლეების შერჩევის პროცესისსამართლიანად და მაღალისტანდარტებით წარმართვაზეარსებითი გავლენა მოახდინამრავალმა ხარვეზმა. იუსტიციისუმაღლეს საბჭოში წარმართულმაპროცესმა ვერ შეძლო ობიექტურიდამკვირვებლის დარწმუნება იმაში, რომ საბოლოოდ ყველაზეკომპეტენტური და კეთილსინდისიერიკანდიდატები წარედგინასაქართველოს პარლამენტს.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ვერუზრუნველყო სრულყოფილადშეემოწმებინა კანდიდატებისშესაბამისობა იმ საკანონმდებლომოთხოვნასთან, რომლის მიხედვითაცმათ უნდა ჰქონდეთ უმაღლესიიურიდიული განათლება არანაკლებმაგისტრის ან მასთან გათანაბრებულიაკადემიური ხარისხით. აღნიშნულსაკანონმდებლო მოთხოვნასთან პირისშესაბამისობა იუსტიციის უმაღლესსაბჭოს პროცესის საწყის ეტაპზევეუნდა დაედგინა და ისედაერეგისტრირებინა კანდიდატად. ამის მიუხედავად, აღმოჩნდა, რომ 50 კანდიდატისაგან შემდგარ სიაშიც დაპარლამენტისათვის წარდგენილკანდიდატებს შორისაც არიან პირები, რომელთა მიერ უმაღლესიიურიდიული განათლების არანაკლებმაგისტრის ხარისხით ქონა სათანადოდარ არის დადასტურებული ანსერიოზულ კითხვებს წარმოშობს“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, შერჩევის პროცესის განმავლობაში, სახალხო დამცველის აპარატმა შეძლო, გამოეკვეთა 10 ბიულეტენი /შეფასების ფორმა, რომელიც დამთხვევების მაღალი ხარისხით ხასიათდებოდა.
„საქართველოს უზენაესისასამართლოს მოსამართლეებისშერჩევის პროცესში თვალსაჩინო იყოიუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთაორ ჯგუფს შორის არსებულიდაპირისპირება. მთელი პროცესისგანმავლობაში, მათ შორის ფარულიკენჭისყრებისას და კანდიდატთაქულებით შეფასებისას, სახალხოდამცველის აპარატმა შეძლოგამოეკვეთა 10 ბიულეტენი/შეფასებისფორმა, რომელიც დამთხვევებისმაღალი ხარისხით ხასიათდებოდა. წევრებს შორის შეთანხმებებმა კიდევერთხელ გამოკვეთა, თუ როგორიმნიშვნელოვანი გამოწვევაასაქართველოს რეალობაშისასამართლოს შიდადამოუკიდებლობა. ამ პირობებში, კენჭისყრებისა და შეფასებისფარულობა მხოლოდ პროცესზესაზოგადოებრივ ზედამხედველობასაბრკოლებს, რასაც თავისთავად რაიმეღირებულება არ გააჩნია და პირიქით, ზიანის მომტანია.
გასაუბრების შემდგომ კანდიდატებიიუსტიციის უმაღლესი საბჭოსმხოლოდ 12-მა წევრმა შეაფასა. 12 შემფასებლის ფარგლებში, გამოიკვეთაშემთხვევები, როდესაც საკმაოდდიდია სხვაობა კანდიდატისათვისდაწერილ ქულათა შორის (30-დან 57 ქულამდე). 12 შემფასებლისფარგლებში, რამდენიმე კანდიდატთანდაკავშირებით დაფიქსირდამინიმალურ და მაქსიმალურ ქულათაშორის სიახლოვეც (3-დან 10 ქულამდე).
50 კანდიდატიდან 20 კანდიდატისშერჩევის მიზნით ჩატარებულიკენჭისყრის შედეგების ანალიზისასდაფიქსირდა, რომ საბჭოს 10-მა წევრმახმათა მაღალი რაოდენობა მისცა 20 კონკრეტულ კანდიდატს, საშუალორაოდენობის ხმები არავის არ მიუღია, ხოლო 18-მა კანდიდატმა ხმათადაბალი რაოდენობა მიიღო. 10 წევრისმხრიდან ამ სტრატეგიით მოქმედებამდა კანდიდატებისათვის ხმათასაშუალო რაოდენობის მიუცემლობამ, საბჭოს დანარჩენი წევრების ხმათათანხვედრით კანდიდატებისმომდევნო ეტაპზე გადასვლისშემთხვევები გამორიცხა.
შეფასების მოქმედი სისტემისფარგლებში, როდესაც მინიჭებულიქულა არ საბუთდება, გადაჭრით ვერვიტყვით, რომ რაც უფრო მაღალიაქულა, მით უფრო კომპეტენტურიაკანდიდატი, თუმცა ამ პირობებშიც კინამდვილად გასაკვირია საბჭოს იმ 10 წევრის გადაწყვეტილება, რომლებმაცმაღალი ქულებით შეაფასესკანდიდატი, თუმცა ხმა არ მისცეს მას, ანპირიქით, ნაკლები ქულებით შეაფასესკანდიდატი, თუმცა ხმა მისცეს მას. საბჭოს 10 წევრის ფარგლებში ასეთი 4 კანდიდატი გამოიკვეთა.
ანგარიშის ბოლოს სახალხო დამცველირეკომენდაციით მიმართავსპარლამენტს, მიიღოს ისეთისაკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც გამორიცხავს თვითნებობასიუსტიციის უმაღლეს საბჭოშიგადაწყვეტილებების მიღებისას, უზრუნველყოფს ინტერესთაკონფლიქტის აცილების მაღალსტანდარტს, ღია კენჭისყრას, გადაწყვეტილებების დასაბუთებას დამათი გასაჩივრების შესაძლებლობას“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარები