NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»მიუხედავად იმისა, რომ სიმართლე ჩემს მხარესაა, არ მინდა ვიყო პროვოკაციების წყარო მათთვის, ვინც პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას ჩემზე შეტევით ცდილობს

მიუხედავად იმისა, რომ სიმართლე ჩემს მხარესაა, არ მინდა ვიყო პროვოკაციების წყარო მათთვის, ვინც პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას ჩემზე შეტევით ცდილობს

07 ოქტ 2019 პოლიტიკა 666 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მიუხედავად იმისა, რომ სიმართლე კონკრეტულ შემთხვევაშიც ჩემს მხარესაა, ნამდვილად არ მინდა ვიყო პროვოკაციების წყარო იმ ადამიანების თუ პოლიტიკური ჯგუფებისთვის, რომლებიც პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას და პოზიტიური პროცესების დაზიანებას ჩემზე შეტევით თუ ტალახის სროლით ცდილობენ, – ამის შესახებ ნათქვამია ვანო ზარდიაშვილის განცხადებაში, რომელიც მან დეპუტატის მანდატის დატოვებასთან დაკავშირებით გაავრცელა.

მისივე თქმით, საზოგადოება ყოველდღიურად ხედავს, რომ სხვადასხვა მხრიდან „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდის მიმართ მუდმივად მიდის ტალახის სროლა, „თუმცა ერთ-ერთი მთავარი სამიზნე, სხვადასხვა გარემოების გამო, ამ გუნდში მეც აღმოვჩნდი“.

„ამ სამწლიანი ბინძური, ნეგატიური კამპანიის ფონზე ვერ მოიძიეს ვერც ერთი ფაქტი, ვერც ერთი მტკიცებულება, რომ რაიმე კანონის საწინააღმდეგო ან რამე ცუდი ჩამედინოს. სამწუხაროდ, პოლიტიკაში მრავლად აღმოჩნდნენ ასეთი კამპანიის ავტორი ადამიანები – ხალხი, რომლებსაც არანაირი პოლიტიკური მორალი არ გააჩნიათ. სხვის პირად მორალს არც არასდროს შევხებივარ და არც დღეს ვაპირებ ამის გაკეთებას. ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ სამ წელზე მეტი ვიმუშავე საქართველოს მთავარი აუდიტორის პირველ მოადგილედ და ყველამ იცის, რომ სერიოზული პოზიტიური შედეგებიც მქონდა, მაგრამ როგორც ჩანს, მაშინ შავი პიარის სამიზნე არ ვიყავი. განტევების ვაცის გამოყვანა ჩემგან მხოლოდ პარლამენტში შემოსვლის შემდეგ განიზრახეს. არ აქვს მნიშვნელობა როგორი ბინძური გზებით შეძლეს ჩემი დაკავშირება კონკრეტულ თემებთან თუ გამოგონილ ინტერესებთან. დღეს, პირველ რიგში ჩემს უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები, რომლებსაც ამ ყველაფრის გამო ყოველდღიურად უდიდესი სტრესის გადატანა უწევთ. ღირსება და ადამიანური მხარე ჩემთვის ყველაფერზე მაღლა დგას. ასევე, ჩემს უკან არის გუნდი, რომელსაც ქვეყნის განვითარებასთან ერთად სიმართლისთვის ბრძოლაც უწევს ყოველდღიურად. მიუხედავად იმისა, რომ სიმართლე კონკრეტულ შემთხვევაშიც ჩემს მხარესაა, ნამდვილად არ მინდა ვიყო პროვოკაციების წყარო იმ ადამიანების თუ პოლიტიკური ჯგუფებისთვის, რომლებიც პოლიტიკური დღისწესრიგის შექმნას და პოზიტიური პროცესების დაზიანებას ჩემზე შეტევით თუ ტალახის სროლით ცდილობენ. დგება მომენტი, როდესაც ვალდებული ხარ გაუფრთხილდე საკუთარ ოჯახს და შენს გუნდს. აქამდე მე ვიცხოვრე ისე, რომ არასდროს შემრცხვება სხვისთვის თვალებში ჩახედვის და ასე ვიცხოვრებ მომავალშიც, სხვებს კი მოვუწოდებ ნაკლები სიძულვილი და მეტი საქმე აკეთონ პოლიტიკაში და გააკეთონ ეს ღირსეულად“, – ნათქვამია ზარდიაშვილის განცხადებაში.

კომენტარები

2019-10-07
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

შემდეგი სტატია

ანტიგმირი უნდა დამალო – ზარდიაშვილს მოუძებნიან ისეთ ადგილს, სადაც საზოგადოებას თვალში ნაკლებად გაეჩხირება

მსგავსი სტატიები

მიმდინარე გამოძიება ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური ბრძოლის ნაწილია – ოპოზიცია ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე

მიმდინარე გამოძიება ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური ბრძოლის ნაწილია – ოპოზიცია ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე

ირაკლი შალიკაშვილი 06 აგვ 2019
ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი არ არის ბათუმში

ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი არ არის ბათუმში

ნინო ჩხეიძე 01 ოქტ 2021
ოპოზიციას არჩევნების გადადება არ უშველის, მარცხი უნდა მიიღოს, ამის შემდეგ კი დაჯდეს და კარგად იმეცადინოს

ოპოზიციას არჩევნების გადადება არ უშველის, მარცხი უნდა მიიღოს, ამის შემდეგ კი დაჯდეს და კარგად იმეცადინოს

ირაკლი შალიკაშვილი 26 აგვ 2021

უახლესი ამბები

  • ნეიტრონების ენერგიის მისტიკური წყარო – ასტროფიზიკოსების ახალი ვარაუდი

    ნეიტრონების ენერგიის მისტიკური წყარო – ასტროფიზიკოსების ახალი ვარაუდი

  • ისტორიული ვილა აუქციონზე იყიდება

    ისტორიული ვილა აუქციონზე იყიდება

  • ყველაზე დიდი ოკეანე დედამიწაზე

    ყველაზე დიდი ოკეანე დედამიწაზე

  • ოთო აბესაძე: აბა გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან?  დიიახ, გაუფასურდება ლარი 

    ოთო აბესაძე: აბა გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან?  დიიახ, გაუფასურდება ლარი 

  • დავით ზურაბიშვილი: ოცნებიდან წასული ოთხეულის ახალი წერილი არის ტყუილების, სიგიჟის და ნაძირლობის ისეთი შერწყმა, რომლის მსგავსიც მე პირადად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს

    დავით ზურაბიშვილი: ოცნებიდან წასული ოთხეულის ახალი წერილი არის ტყუილების, სიგიჟის და ნაძირლობის ისეთი შერწყმა, რომლის მსგავსიც მე პირადად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს

  • პეტრე ცისკარიშვილი: აქციზის ფასი რომ იყოს ის, რაც 2012 წელს, საწვავის ფასი…

    პეტრე ცისკარიშვილი: აქციზის ფასი რომ იყოს ის, რაც 2012 წელს, საწვავის ფასი…

  • მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა

    მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა

  • როგორ მივიზიდოთ სახლში წარმატება ფენ შუის წესებით – ფულის ხე კაქტუსს მოარიდეთ

    როგორ მივიზიდოთ სახლში წარმატება ფენ შუის წესებით – ფულის ხე კაქტუსს მოარიდეთ

  • The Wall Street Journal: FBI-ს აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები აღმოაჩინეს

    The Wall Street Journal: FBI-ს აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები აღმოაჩინეს

  • კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

    კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge